კანის დაბერებაზე მოქმედი გარე ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის დაბერებაზე მოქმედი გარე ფაქტორები

კანის დაბერების პროცესი ხასიათდება ძირითადი უჯრედების ბიოლოგიური აქტივობის შემცირებით, რეგენერაციული პროცესების შენელებითა და ქსოვილების ადაპტაციის უნარის დაკარგვით. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს გენეტიკური (შინაგანი) და მათთან ურთიერთქმედი გარე ფაქტორები. კანის დაბერების ერთ-ერთი პირველი ნიშანი სიმშრალეა, რაც გამოწვეულია წყლის შეკავშირებისა და ეპიდერმისში მისი შენარჩუნების უნარის დაკარგვით.

გარემოს ფაქტორები – მზის სხივები, ჰაერის დაბინძურება, სიგარეტის კვამლი, არასწორი კვება, სტრესი და სხვა, იწვევს კანის გარეგან დაბერებას. კანის დაბერების ეს ფორმა ვლინდება ღრმა ნაოჭებით, მზის ელასტოზითა და პიგმენტაციის დარღვევებით.

კანის დაბერების პროცესის გამომწვევი გარე ფაქტორებია:

  • ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივება;
  • ჰაერის დაბინძურება;
  • მოწევა;
  • კანის არასათანადო მოვლა;
  • სტრესი.

თანამედროვე სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ეს გარე ფაქტორები აჩქარებს კანის დაბერებას და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, ელასტიკურობის დაკარგვას და ასაკობრივი ლაქების გაჩენას. ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს ფოტოდაბერებას, რაც ანადგურებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს; ჰაერის დაბინძურება იწვევს ჟანგვით სტრესს და აზიანებს ლიპიდურ ბარიერს; სტრესი კი ზრდის კორტიზოლის დონეს, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე.

კანი ჩვენი ბუნებრივი ბარიერია. ის იცავს ორგანიზმს გარე ზემოქმედებებისგან და გარემო ფაქტორებისგან. თუმცა, ასაკთან ერთად, ის გარდაუვლად განიცდის ცვლილებებს: კარგავს ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები და ასაკობრივი ლაქები, ირღვევა მისი ჰიდრატაცია (დატენიანება). მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი დაბერება გარდაუვალია, კანის იერსახე და გარეგნობა დიდწილად დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, როგორებიცაა ულტრაიისფერი გამოსხივება, ჰაერის დაბინძურება და სტრესი. ამ ფაქტორებს ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. ისინი გავლენას ახდენენ დაბერების პროცესზე ისევე ძლიერად, როგორც გენეტიკა.

კანის მოვლის თანამედროვე მიდგომის ძირითადი მიზანია ამ მავნე ფაქტორების ზემოქმედების ნეიტრალიზება ან შემცირება.

კანი და მზის სხივები

კანის ნაადრევი დაბერების მთავარი მიზეზი მზის ზემოქმედებაა. მშრალი კანი უფრო სწრაფად ბერდება. კანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორია ულტრაიისფერი გამოსხივება, განსაკუთრებით UVA და UVB. ულტრაიისფერი სხივები ყოველდღიურად მოქმედებს კანზე, თუნდაც მოღრუბლულ დღეებში, რაც იწვევს ფოტოდაბერებას – პროცესს, რომლის დროსაც მზის ზემოქმედება აზიანებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს დერმაში. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს ღრმა ნაოჭების წარმოქმნას, ელასტიკურობის დაკარგვასა და კანის არათანაბარ ტონს. მზისგან დამცავი საშუალებები (SPF) კანის მოვლის აუცილებელი ნაწილია, რადგან ისინი ხელს უწყობენ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას. თუმცა, მათაც კი არ შეუძლიათ მზის დაზიანების სრულად აღმოფხვრა, განსაკუთრებით თუ ისინი რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით არ გამოიყენება.

ფოტოდაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად აუცილებელია მზისგან დამცავი მაღალი ხარისხის საშუალებები, რომელთა SPF არანაკლებ 30-ია. ასეთი საშუალებები არა მხოლოდ ბარიერს ქმნის ულტრაიისფერი სხივებისათვის, არამედ ხელს უშლის ფოტოდაზიანებას, რაც ამცირებს ნაოჭებისა და ჰიპერპიგმენტაციის განვითარების რისკს. საყურადღებოა, რომ მზისგან დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოთ მთელი წლის განმავლობაში და მზეზე ყოფნისას ყოველ ორ საათში ერთხელ ხელახლა დაიტანოთ (წაისვათ) კანზე. ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი უზრუნველყოფენ ფიზიკურ დაცვას მზის სხივების არეკვლით და კანში მათი შეღწევის პრევენციით. კანის დაცვისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია ანტიოქსიდანტებიც, კერძოდ, C და E ვიტამინები, რადგან ისინი ანეიტრალებენ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს.

* * *

კანის დაბერების დამაჩქარებელ სხვა ფაქტორებს შორისაა მოწევა, ცხოვრების წესი და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება. ამ ფაქტორების ზემოქმედება ანადგურებს კოლაგენის ბოჭკოებს, რომლებიც პასუხს აგებენ კანის ახალგაზრდობისა და ელასტიკურობის შენარჩუნებაზე.

მაიონიზებელი გამოსხივება (მაგალითად, კომპიუტერებიდან), ულტრაიისფერი სხივები, ოზონის სიჭარბე, ჰაერის დაბინძურება, სიგარეტის კვამლი და, რა თქმა უნდა, ავტომობილის გამონაბოლქვი, იწვევს კანის უფრო სწრაფად დაბერებას, ვიდრე ეს ბუნებისგან არის კოდირებული (დაპროგრამებული). ამიტომ, გარეგნობასა და კანის მდგომარეობას ასაკი კი არა, მისი მოვლის ცოდნა და უნარი განსაზღვრავს.

კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი რეგულარულად მოვლა, რომელსაც, თავის მხრივ, ავსებს სწორად შერჩეული პროცედურები და ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტების გამოყენება, რომლებიც თერაპიული კონცენტრაციით აღწევენ ეპიდერმისის ღრმა ფენებამდე, აღადგენენ, კვებავენ და იცავენ. შედეგად, კანი ტენიანდება, ინარჩუნებს ელასტიკურობას და თავისუფლდება პიგმენტური ლაქებისგან.

კანი და დაბინძურებული ჰაერი

კანის დაბერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰაერის დაბინძურება. ატმოსფერული დამაბინძურებლები – მძიმე მეტალები, მყარი ნაწილაკები და ქიმიური ნაერთები, ურთიერთქმედებენ კანთან, რაც იწვევს ანთებას, ჟანგვით სტრესს და ლიპიდური ბარიერის დაზიანებას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ უჯრედულ მემბრანებს, ცილებსა და დნმ-ს, რაც იწვევს კანის სტრუქტურის რღვევას და დაბერების დაჩქარებას. დამაბინძურებლების მუდმივი ზემოქმედება კანზე იწვევს მისი ელასტიკურობის შემცირებას, სიმშრალესა და ასაკობრივი ლაქების გაჩენას. საყურადღებოა, რომ კანის გარეგანი დაბერების რისკ-ფაქტორად ითვლება როგორც გარე (გარემოში არსებული), ასევე შიდა (შენობებში არსებული) ჰაერის დაბინძურება.

ჰაერის დაბინძურების შედეგებთან საბრძოლველად, ეფექტურია გამწმენდი საშუალებები, რომლებიც აცილებს ტოქსიკურ ნაწილაკებს და აღადგენს კანის ბარიერს. ანტიოქსიდანტების შემცველი საშუალებები – მწვანე ჩაი და რესვერატროლი, ანეიტრალებენ დამაბინძურებელ მავნე ფაქტორებთან კონტაქტით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს, რაც ხელს უშლის კანის უჯრედების დაზიანებას. გარდა ამისა, რეგულარული წმენდა და დამცავი კრემების გამოყენება აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ეს კი ეხმარება მას გარე აგრესორებისგან თავდაცვაში. ანტიოქსიდანტებით და გამაძლიერებელი ინგრედიენტებით მდიდარი კრემები აუმჯობესებს ჰიდრატაციას (დატენიანებას), იცავს ლიპიდურ ფენას და ხელს უწყობს კანის სტრუქტურის შენარჩუნებას.

კანი და სტრესი

კანის დაბერებას განსაკუთრებულად აჩქარებს თანამედროვე ცხოვრების გარდაუვალი ფაქტორი – სტრესი. სტრესი იწვევს ორგანიზმში კორტიზოლის გამომუშავებას, ჰორმონისა, რომელიც რთავს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს კოლაგენის ბოჭკოების დაშლას. შედეგად კანის მდგომარეობა უარესდება, იმატებს სიმშრალე, მცირდება რეგენერაციული უნარი და წარმოიქმნება ნაოჭები. ამრიგად, სტრესი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობაზე, არამედ აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.

სტრესის კანზე ზემოქმედების მინიმიზაციას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. სტრესის მართვის ტექნიკა, როგორიცაა მედიტაცია, იოგა და რეგულარული ვარჯიში, ხელს უწყობს ორგანიზმში კორტიზოლის დონის შემცირებას, რაც დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე. კოსმეტოლოგიაში არსებობს რელაქსაციისა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროცედურებიც, ესენია – სახის მასაჟი და არომათერაპია. ეს პროცედურები ეხმარება ტოქსინების გამოდევნას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და რეგენერაციის პროცესების დაჩქარებას, რაც კანს მეტად აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს.