როგორ მოვუაროთ თმას კერატინით გასწორების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ თმას კერატინით გასწორების შემდეგ

თმის კერატინით გასწორების შემდეგ მნიშვნელოვანია თმის სწორი მოვლა, რაც ახანგრძლივებს ეფექტს, თმას აჯანსაღებს და ა.შ.

რა არის თმის კერატინით გასწორების არსი?

თმის სტრუქტურა შეიცავს კერატინს – ცილას, რომელიც უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღესა და სიმტკიცეს. კერატინით გასწორებისას შედეგს განსაზღვრავს გამოყენებული საშუალების შემადგენლობა.

საზოგადოდ, პროცედურა ამგვარია: შემადგენლობაში შემავალი ფორმალდეჰიდი შლის თმის დისულფიდურ კავშირებს, ხოლო კერატინი ავსებს წარმოქმნილ სიცარიელეს, რითაც თმას ხდის უფრო მკვრივს, სწორსა და ძლიერს.

იაფფასიანი შემადგენლობა შეიცავს 8%-მდე კერატინს, მაგრამ მათი ეფექტი კერატინის შემცველი კონდენციონერის ან შამპუნის ეფექტის მსგავსია: თმის გასწორების ხანგრძლივი შედეგი ვერ მიიღება. სასურველი შედეგის მისაღებად კერატინის შემცველობა არანაკლებ 40% უნდა იყოს.

დღეს თმის გასასწორებლად გამოიყენება პროდუქცია Formaldehyde Free მარკირებით. შემადგენლობაში შეიძლება მართლაც არ იყოს ფორმალდეჰიდი, მაგრამ ის აუცილებლად წარმოიქმნება ტემპერატურული ზემოქმედებით ქიმიური რეაქციის შედეგად. მხოლოდ ამ კომპონენტის არსებობისას შესაძლებელია სილიკონის ან კერატინის თმის სტრუქტურაში შეღწევა.

დისულფიდური კავშირის დაშლა არაა აუცილებელი. ამ მიზნით გამოიყენება შემადგენლობა გლიოკსილის მჟავას ფუძეზე. ის უფრო უსაფრთხოა და უფრო ძვირიც ღირს.

შემადგენლობის მიხედვით არსებობს პროცედურის ჩატარების ორი საშუალება:

  • კერატინით თმის გასწორება ბრაზილიური პროდუქციით, რომელიც გულისხმობს ფორმალდეჰიდის შემცველი ხსნარის გამოყენებას. თმა არის გლუვი, ჯანსაღი, მბრწყინავი და დაცულია გარემოს მავნე ფაქტორებისაგან. შედეგი 6 თვემდე გრძელდება.
  • ამერიკული კერატინული გასწორება. ამგვარი მიდგომისას ფორმალდეჰიდი არ გამოიყენება და ის უფრო ძვირად ღირებული მეთოდია. შედეგი 12 კვირამდე გრძელდება.

პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია და რამდენიმე ეტაპად ტარდება:

  • თმის დაბანა;
  • ხსნარის გარკვეული დროით 30-40 წუთის განმავლობაში წასმა;
  • თმის დავარცხნა და გაშრობა;
  • თმის უთოთი გასწორება, რაც შემადგნელობის თმაზე გამყარებას ემსახურება.

როგორ მოვუაროთ თმას პირველი სამი დღის განმავლობაში

თმის კერატინით გასწორების შემდგომი მოვლა განსაზღვრავს ეფექტის შენარჩუნებას. ეს განსაკუთრებით პირველ 72 საათს ეხება, რადგანაც შემადგენლობის ნაწილი თმის ზედაპირზე რჩება და უნდა შეიწოვოს. არსებობს გარკვეული შეზღუდვები:

  • არ არის მიზანშეწონილი თავის დაბანა, აუზში ან ღია წყალსაცავებში ცურვა. მნიშვნელოვანია კარგად განიავებულ ოთახში დაძინება, რეზინის ქუდის ტარება არასასურველია, რათა არ წარმოიქმნას დიდი რაოდენობით ოფლი და არ მოხვდეს თმაზე.
  • მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება: სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია არ გამოიყენოთ თმის უთო და ელექტროსაშრობი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავი არ დაიბანოთ.
  • თავი უნდა შევიკავოთ მექანიკური ზემოქმედებისაგან – თმის დაწვნისა და მარტივი ვარცხნილობისაგან, რათა თმა არ დაზიანდეს.
  • ქიმიური ზემოქმედება: თმის დავარცხნის ნატურალურმა საშუალებებმაც კი შეიძლება შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებას ხელი შეუშალოს.

პირველი სამი დღის განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შევეხოთ თმას, რაც სტრუქტურაში შემადგენლობის გამაგრებას და ეფექტის შეანრჩუნებას უზრუნველყოფს.

შემდგომი მოვლის თავისებურებები

სამი დღის შემდეგ შესაძლებელია ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება, თუმცა არსებობს გარკვეული ზოგადი წესები:

  • დაიცავით თმა აგრესიული ზემოქმედებისგან;
  • არ გამოიყენოთ ნატრიუმის სულფატისა და ნატრიუმის ქლორიდის შემცველი საშუალებები.

ამ ნივთიერებებთან კონტაქტი იწვევს კერატინის დაშლას. სწორედ ამით აიხსნება აუზის აკრძალვა. ქლორიანი წყალი თმის მდგომარეობაზე დადებითად არ მოქმედებს.

ზღვაში ბანაობის შემდეგ საჭიროა თმის კარად დაბანა, მარილით თმის საფარი რომ არ დაზიანდეს. არ გაიკეთოთ მარილის შემცველი ნიღბები.

მოვლასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები:

  • თავი უნდა დავიბანოთ თბილი წყლით;
  • ვისარგებლოთ შამპუნებით, რომლებიც არ შეიცავს სულფატებს;
  • რეგულარულად ვისარგებლოთ თმის ნიღბებით;
  • მოვერიდოთ აგრესიულ, მათ შორის – ტემპერატურულ ზემოქმედებას თმაზე.

თმის მოვლის რბილი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. უმჯობესია, შამპუნზე იყოს წარწერა: „არ შეიცავს შLშ“. შამპუნი უნდა შეიცავდეს კერატინს, რაც გაახანგრძლივებს შედეგს.

რბილი ფორმულა სალონური პროცედურებით დაზიანებული თმის მოვლის შესაძლებლობის საშუალებას იძლევა, ის ასუფთავებს და კვებავს თმას, ანიჭებს მას ბრწყინვალებას და მოცულობას.

მნიშვნელოვანია თმის ბალზამის გამოყენება. ერთი სერიის შამპუნი და ბალზამი ტანდემში მუშაობს და აძლიერებს ერთმანეთის დადებით ზემოქმედებას.

რა არ უნდა გავაკეთოთ:

  • არ გამოიყენოთ თმის უთო და არ დაიხვიოთ თმა;
  • გასწორების პროცედურის შემდეგ 2 კვირაზე ადრე არ შეიღებოთ თმა;
  • არ იხმაროთ მჟავები (ძმრის, ლიმონის და სხვა);
  • არ გამოიყენოთ ღრმა წმენდის საშუალებები.