მოვიშოროთ ნაიარევები შინაური საშუალებებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვიშოროთ ნაიარევები შინაური საშუალებებით

მხოლოდ კანის დიდი უბნის გადანერგვის ძვირად ღირებული და რთული ოპერაცია თუ გაუმკლავდება ამ პრობლემას. ახალი ნაიარევები კი შეიძლება ხალხური საშუალებებით მოვიშოროთ, თუმცა ამისთვის საკმაო დრო და მოთმინებაა საჭირო. ნაწიბურების მოსაშორებელ ხალხურ საშუალებათა არსენალი ფართოა. შევარჩიოთ რამდენიმე მათგანი და გამოვიყენოთ, სანამ დამაკმაყოფილებელ შედეგს არ მივიღებთ.

გოგრის თესლის ნიღაბი

გოგრის თესლი უნდა გავახმოთ, დავფქვათ, დავუმატოთ ცოტაოდენი კვერცხის ნაჭუჭი, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და მიღებული ფაფის კომპრესი მთელი ღამით დავიდოთ ნაწიბურზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

კიტრი, ბანანი, ლიმონი

კომპრესების პარალელურად ნაიარევზე დღეში რამდენიმეჯერ უნდა წავისვათ კიტრის წვენი, დავიდოთ ბანანის ან ლიმონის ნაჭერი.

ბალახეული საშუალებები

ბალახებიდან კანის რეგენერაციის ეფექტი ახასიათებს გვირილას, სალბს, ჭინჭარს, გულყვითელას, ოხრახუშს, მრავალძარღვას, ბაბუაწვერას, მწვანე ჩაის, პიტნას, კრაზანასა და რძიანას. კარგი იქნება, მონაცვლეობით დაიდოთ ამ მცენარეების ნახარშის საფენებიც ან მათი ნარევის ნახარში გამოიყენოთ. ესეც 2-3 თვეს უნდა გაგრძელდეს.

თაფლი

ნაიარევ კანზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ თაფლი. რამდენიმე თვეში არცთუ ისე ახალი ნაწიბურებიც კი გაუფერულდება.

ეთერზეთები

შემახორცებელი და რეგენერაციული მოქმედება ახასიათებს ეთერზეთებს. საუკეთესოა ლავანდის, როზმარინისა და ჩაის ხის ზეთები. ეფექტიანია ქაცვისა და აბუსლათინისაც.