რა ვუყოთ ამოღამებულ თვალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვუყოთ ამოღამებულ თვალებს

ან კრემით მალავს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? მიზეზის მოცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე შედეგთან მუდმივი ბრძოლა. თავდაპირველად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

თვალის უპეების ამოშავება შესაძლოა იყოს:

* რომელიმე შინაგანი დაავადების სიმპტომი, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში არც ერთი სხვა სიმპტომით არ გამოვლენილა;

* სტრესის, ქრონიკული დაღლილობის ან ავიტამინოზის (მაგალითად, C ვიტამინის უკმარისობა) შედეგი. წესად აქციეთ, მიიღოთ ვიტამინების კომპლექსები, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომელიც სერიოზული გამოცდაა ორგანიზმისთვის.

მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ დაავადებას გამორიცხავთ, შეგიძლიათ, თვით სილურჯის ლიკვიდაციას შეუდგეთ. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჯანსაღი ძილი, ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი არა ხანგრძლივობა, არამედ ხარისხი. საძინებელ ოთახში არც უნდა ციოდეს და არც ცხელოდეს. ფარდები ან დარაბები რაც შეიძლება ნაკლებ სინათლეს უნდა ატარებდეს. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ თავის წესრიგში მოყვანა, შეეცადეთ, ღამით თავქვეშ რამდენიმე ბალიში ამოიდოთ - ეს სახიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და შეშუპებას დააცხრობს (შეშუპებას და თვალის უპეების ჩამოსიებას ხომ სწორედ სითხის მოდინება განაპირობებს).

აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ღამით მიღებული სითხის ოდენობა. წყურვილი უმჯობესია სუფთა ცივი წყლით ან დამამშვიდებელი ბალახეული ჩაით მოიკლათ. რაც შეხება ჩვეულებრივ ჩაის, თვალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მისი საფენები. ისინი გაცილებით ეფექტური იქნება, თუ დაყენებულ ჩაის მაცივარში შეინახავთ, ხოლო საფენის მოცილების შემდეგ კანს ყინულის ნატეხით გაიწმენდთ.

ასევე ძალიან ეფექტურია და, რაც მთავარია, სწრაფი შედეგი აქვს ბალახეულის ნახარშის ყინულის საფენს. ჩვეულებრივ ფორმებში ჩაასხით ღიღილოს, ოხრახუშის ან გვირილის ნახარში და გაყინეთ. ყინული გაახვიეთ დოლბანდში ან ცხვირსახოცში და ქუთუთოებზე მიიდეთ.

ამ მხრივ ძალიან ეფექტურია კარტოფილიც - როგორც მოხარშული, ასევე უმი. მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე და დაახლოებით ნახევარი საათით დაიდეთ თვალებზე. მოუხარშავი კარტოფილის ნაჭრებით იმავე ეფექტის მისაღწევად 20 წუთია საჭირო.

საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს სალბის კონტრასტულ საფენებსაც: თვალებზე მონაცვლეობით მიიდეთ სალბის ცივ და ცხელ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები. უმჯობესია, ყველა ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ.

როგორ მოვიწესრიგოთ თავი წვეულების მეორე დღეს

წვეულების შემდეგ, დილით, თავის სასწრაფოდ მოწესრიგება გსურთ? გამოიყენეთ ადსორბენტები - პოლისორბი ან აქტივირებული ნახშირი. ისინი მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომებს კი არ მოგიხსნიან, ასე ხშირად რომ რჩება წვეულების შემდეგ, არამედ სახის შეშუპებასაც დააცხრობენ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად იგივე პრეპარატები შეიძლება გამოიყენოთ ნიახურის ან ოხრახუშის ნახარშთან ერთად.