/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები
ხალხური მედიცინა არის ხალხის მიერ დაგროვილი და თაობიდან თაობას გადაცემული ემპირიული ცოდნის კომპლექსი, რომელიც გამოიყენება დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ხალხური მედიცინის ის ზოგიერთი მეთოდი, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია, შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე მედიცინის მიერაც. ხალხური მედიცინა სამკურნალო მცენარეებით და სხვა ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას გულისხმობს. ჩვენც პერიოდულად შემოგთავაზებთ ამ რეცეპტებს.

ინსულტის ნარჩენი მოვლენების დროს

ჩემმა ქმარმა რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა. თერაპიული მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, მაგრამ ინსულტის ნარჩენი მოვლენები მაინც აწუხებდა: ცუდად ხმარობდა, ბოლომდე ვერ იმორჩილებდა მარცხენა ხელ-ფეხს. გავიკითხ-გამოვიკითხე და მირჩიეს წიწვოვანი მცენარეების აბაზანები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ყოველ მეორე დღეს, ერთი თვის განმავლობაში. შედეგიანი აღმოჩნდა პარალიზებული ნაწილების დაფნის ზეთით დაზელაც.

  • დაფნის ზეთის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 30 გრამი დაფნის ფოთოლი და დააქუცმაცოთ, დაასხათ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და დადგათ სიბნელეში. ყოველდღე კარგად შეანჯღრიოთ. დაახლოებით 2 თვე უნდა იდგეს. შემდეგ გადაწურეთ, ერთი წამოადუღეთ და მზად არის. შეაზილეთ ავადმყოფს დაზიანებულ კიდურებზე.

ინსულტის ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად კარგია, თუ ადამიანი ყოველ დილა-საღამოს შეჭამს ერთ კბილ ნიორს და დააყოლებს ერთ ჩაის კოვზ თაფლს.

პარალიზებულებისთვის ასევე კარგია მწვანე ჩაი, მაგრამ მისი მიღება უნდა მოხდეს აუცილებლად არტერიული წნევის კონტროლით.

როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წლობით ვიტანჯებოდი თავის ტკივილებით. ვინ მოთვლის, რამდენი აბი გადამიყლაპავს და ინექცია გამიკეთებია, მაგრამ შაკიკს თავი ვერ დავაღწიე. ხალხური მედიცინა შაკიკის საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ცხადია, ყველას ვერ გამოვცდიდი. ერთი კვალიფიციური ფიტოთერაპევტის რეკომენდაციით, რამდენიმე რეცეპტზე შევჩერდი:

  • შეტევის დროს უნდა აიღოთ 1 საჩაროზე კოვზი ბაღის პიტნა და დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩეროთ 20-30 წუთი, გაწუროთ და ჩაისავით დალიოთ.
  • აიღეთ 150 გრამი წვრილად გახეხილი პირშუშხა, დაამატეთ 0,5 კგ ქერქიანად დაჭრილი, კურკაგამოცლილი ფორთოხალი, 300 გრამი შაქარი და აურიეთ. დაასხით ამ ნარევს 1 ლ წითელი მშრალი ღვინო და თავდახურული ჭურჭლით ორთქლის აბაზანაში 1 საათის განმავლობაში ადუღეთ. რომ გაცივდება, გაწურეთ. ჩენჩოც კარგად გამოწურეთ. გამონაწური შეგიძლიათ გადაყაროთ, წვენი კი მომინანქრებულ ჭურჭელში გადაასხით და მიიღეთ მესამედი ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
  • თავის ტკივილებს, მათ შორის - შაკიკით გამოწვეულსაც, კარგად აამებს მწვანე ჩაი, რომელიც შაქრის ნაცვლად ასკილის ვაჟინით უნდა დაატკბოთ.
  • შაკიკს უხდება თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევიც: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი და ყოველდღე, ჭამის დროს, მიირთვით.

წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო მცენარეები

ჩემს ვაჟს წყლულოვანი კოლიტი აქვს. ყველა რეკომენდაციასა და რჩევას ზედმიწევნით ასრულებს, მუდმივად დიეტაზეა. ერთხანს თითქოს უკეთესობას იგრძნობს, მერე კი კვლავ გაუარესება იწყება. დავიღალეთ ამდენი წამლების ჯერ შეძენით და შემდეგ - მიღებით. დავინტერესდი, ფიტოთერაპიაში თუ არსებობდა ამ დაავადების საწინააღმდეგო რეცეპტები და აღმოვაჩინე, რომ წყლულოვანი კოლიტით დაავადებულებმა ყოველდღე უნდა მიიღონ კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი, გოგრა, თაფლი, პიტნა და საზამთროს ქერქის ფხვნილი. რამდენიმე მცენარეულ რეცეპტსაც წავაწყდი და წარმატებით ვიყენებ.

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაფქული გვირილა, სალბი და ასისთავა, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით დაახლოებით 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ოდნავ უკეთესობას რომ შეატყობთ, შეგიძლიათ შუალედები ცოტა გაზარდოთ და ნახარში დღეში 3-ჯერ მიიღოთ.
  • წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელ ნაწლავის ტკივილებს კარგად უმკლავდება ასეთი ნაკრებიც: კრაზანა - 100 გრამი, თალგამი - 100 გრამი, მინდვრის პიტნა - 400 გრამი. ყველაფერი - გამომშრალი. დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი დღეში 3-ჯერ.
  • თუ ამ საშუალებას 150 გრამ ჩაის (მნიშვნელობა არ აქვს, მწვანესა თუ შავს) დაამატებთ, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გამწმენდ საშუალებას მიიღებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ვუყოთ ამოღამებულ თვალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვუყოთ ამოღამებულ თვალებს

ან კრემით მალავს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? მიზეზის მოცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე შედეგთან მუდმივი ბრძოლა. თავდაპირველად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

თვალის უპეების ამოშავება შესაძლოა იყოს:

* რომელიმე შინაგანი დაავადების სიმპტომი, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში არც ერთი სხვა სიმპტომით არ გამოვლენილა;

* სტრესის, ქრონიკული დაღლილობის ან ავიტამინოზის (მაგალითად, C ვიტამინის უკმარისობა) შედეგი. წესად აქციეთ, მიიღოთ ვიტამინების კომპლექსები, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომელიც სერიოზული გამოცდაა ორგანიზმისთვის.

მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ დაავადებას გამორიცხავთ, შეგიძლიათ, თვით სილურჯის ლიკვიდაციას შეუდგეთ. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჯანსაღი ძილი, ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი არა ხანგრძლივობა, არამედ ხარისხი. საძინებელ ოთახში არც უნდა ციოდეს და არც ცხელოდეს. ფარდები ან დარაბები რაც შეიძლება ნაკლებ სინათლეს უნდა ატარებდეს. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ თავის წესრიგში მოყვანა, შეეცადეთ, ღამით თავქვეშ რამდენიმე ბალიში ამოიდოთ - ეს სახიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და შეშუპებას დააცხრობს (შეშუპებას და თვალის უპეების ჩამოსიებას ხომ სწორედ სითხის მოდინება განაპირობებს).

აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ღამით მიღებული სითხის ოდენობა. წყურვილი უმჯობესია სუფთა ცივი წყლით ან დამამშვიდებელი ბალახეული ჩაით მოიკლათ. რაც შეხება ჩვეულებრივ ჩაის, თვალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მისი საფენები. ისინი გაცილებით ეფექტური იქნება, თუ დაყენებულ ჩაის მაცივარში შეინახავთ, ხოლო საფენის მოცილების შემდეგ კანს ყინულის ნატეხით გაიწმენდთ.

ასევე ძალიან ეფექტურია და, რაც მთავარია, სწრაფი შედეგი აქვს ბალახეულის ნახარშის ყინულის საფენს. ჩვეულებრივ ფორმებში ჩაასხით ღიღილოს, ოხრახუშის ან გვირილის ნახარში და გაყინეთ. ყინული გაახვიეთ დოლბანდში ან ცხვირსახოცში და ქუთუთოებზე მიიდეთ.

ამ მხრივ ძალიან ეფექტურია კარტოფილიც - როგორც მოხარშული, ასევე უმი. მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე და დაახლოებით ნახევარი საათით დაიდეთ თვალებზე. მოუხარშავი კარტოფილის ნაჭრებით იმავე ეფექტის მისაღწევად 20 წუთია საჭირო.

საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს სალბის კონტრასტულ საფენებსაც: თვალებზე მონაცვლეობით მიიდეთ სალბის ცივ და ცხელ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები. უმჯობესია, ყველა ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ.

როგორ მოვიწესრიგოთ თავი წვეულების მეორე დღეს

წვეულების შემდეგ, დილით, თავის სასწრაფოდ მოწესრიგება გსურთ? გამოიყენეთ ადსორბენტები - პოლისორბი ან აქტივირებული ნახშირი. ისინი მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომებს კი არ მოგიხსნიან, ასე ხშირად რომ რჩება წვეულების შემდეგ, არამედ სახის შეშუპებასაც დააცხრობენ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად იგივე პრეპარატები შეიძლება გამოიყენოთ ნიახურის ან ოხრახუშის ნახარშთან ერთად.