ყველაზე ეფექტური პროცედურა ზამთრის პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე ეფექტური პროცედურა ზამთრის პერიოდში

მათთვის თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალება და პროცედურა არასდროს არის საკმარისი, რადგან კანის ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეს არაერთი ფაქტორი უშლის ხელს. არასწორი კვება, დაბინძურებული გარემო, ასაკი – ეს და კიდევ არაერთი საკითხი ახდენს გავლენას კანზე და ის ხდება არაერთგვაროვანი, კარგავს სიგლუვესა და სიმკვრივეს, ჩნდება პიგმენტური ლაქები, ნაოჭები, სტრიები. აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები კი ქალების დიდი ნაწილის მუდმივი პრობლემაა. მათ დასაფარად, როგორც წესი, კოსმეტიკური საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას იწყებენ, რაც პრობლემას უმეტეს შემთხვევაში ამძაფრებს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლა და არა პრობლემების დამალვა. კანის სხვადასხვა პრობლემას სხვადსხვაგვარი მოვლა სჭირდება. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება კოსმეტოლოგს, რომელიც საჭირო პროცედურებსა და მოვლის საშუალებებს გირჩევთ. თუმცა არსებობს უნიკლური პროცედურებიც, რომელიც ყველა ტიპის კანისთვისაა საჭირო, რომ კანმა ახალგაზრდობა შეინარჩუნოს და სხვადასხვა პრობლემასაც მარტივად ებრძოლოს. ერთ–ერთი ესეთია ლაზერული პილინგი, რომელიც ზამთრის ყველაზე ეფექტურ პროცედურადაა მიჩნეული ქალებისა და კოსმეტოლოგების მიერ.

პილინგის შესახებ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, ზოგს მოსწონს ის, ზოგს კი – არა. თუმცა პილინგის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით ფრაქსელი არის უნიკალური ლაზერული გამაახალგარდავებელი ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს სახის სტრუქტურას, კანი ხდება გლუვი და ერთგვაროვანი, მკვრივი და ელასტიური, ფერმკრთალდება და ქრება პიგმენტური ლაქები, სწორდება წვრილი ნაოჭები, ქრება აკნესა და აკნეს შემდგომი ნაწიბურები. პროცედურის შედეგად ხდება კოლაგენისა და ელასტინის სრული განახლება. ძალიან ეფექტურია ლაზერული პილინგებით სტრიების მკურნალობა.

რადგან ლაზერული პილინგი ასეთი ეფექტურია და ის ბევრი ქალის პრობლემის მოგვარების მარტივი გზა შეიძლება იყოს, გადავწყვიტეთ, მის შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვეთ. პროცედურის დროს ხდება კანის ზედაპირული, მკვდარი უჯრედების აქერცვლა (პილინგი), რასაც კანის ზედაპირის სწრაფი განახლება მოყვება. კანის პრობლემების მთავარ საწინდარი, როგორც წესი, განახლების პროცესის შეფერხებაა ხოლმე. ლაზერული პილინგი კი მის სტიმულირებას ახდენს, შედეგად დაზიანებული კანი ჯანმრთელდება და ახალგაზრდავდება. განახლებულ კანზე გაჩენას ვერ ასწრებს ნაოჭი და სტრია, მკვდარი კანის აქერცვლისა და მოშორების შედეგად შორდება აკნეს ნაწიბურები. პილინგი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობასაც არეგულირებს.

medi2-1643638759.jpg

ლაზერული თუ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის პილინგისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად აუცილებელია სწორად შეარჩიოთ პროცედურის ჩატარების დროც. პილინგისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა - ზამთარი. ამ დროს კანს ნაკლებად აქვს შეხება მზის სხივებთან, რაც გართულებების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. პილინგის შემდგომი გართულებები კი ამ პროცედურის ჩატარების ერთადერთ უარყოფით მხრედ მიიჩნევა ხოლმე. ის რომ თავიდან აირიდოთ, სწორად შეარჩიეთ დრო და ლაზერული პილინგი შემოდგომა–ზამთრის პერიოდში გაიკეთეთ.

არ დაგავწიტყდეთ პილინგის ჩატარების კიდევ ერთი მთავარი წესი. სწორად შეარჩიეთ ესთეტიკური ცენტრი და კოსმეტოლოგი. ამ ეტაპზე ფრაქსელის ტექნოლოგიით პილინგის გაკეთება კლინიკა „მედიშია“ შესაძლებელი. „მედი“ გთავაზობთ ბოლო თაობის ამერიკულ არაინვაზიურ აპარატს, რომელიც რეაბილიტაციის გარეშე დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში.

გაიკეთეთ პილინგი, მოუარეთ თავს და იყავით თავდაჯერებულები. ჯანსაღი და გლუვი კანი სილამაზის მთავარი გარანტია. დღის ნებისმიერ მომენტში, სარკეში ყოველი ჩახედვის დროს იგრძენით სიმშვიდე და თავდაჯერებულობა – თქვენი კანი შესანიშანავად გამოიყურება და თქვენც მზად ხართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.

მისამართი: კოსტავას N52,

ტელ.:032 2 91 00 00