არასასურველი თმის მოცილების მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არასასურველი თმის მოცილების მეთოდები

გვესაუბრება ესთეტიკური მედიცინის ცენტრის, „ფემინას“, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, ლაზეროთერაპევტი – ნინო კენჭუაშვილი.

– ქალბატონო ნინო, არასასურველი თმის მოცილების რა საშუალებები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?

– არასასურველი თმის მოცილების ორი მიმართულება არსებობს: დეპილაცია და ეპილაცია.

ეპილაცია არის თმის მოშორების და მასთან ერთად მისი ფოლიკულის დესტრუქციის, ანუ განადგურების პროცედურა, ხოლო დეპილაცია თმის მოცილების ისეთი მეთოდია, რომლის დროსაც ფოლიკული არ ზიანდება, ახლიდან ყალიბდება თმა და იზრდება უმოკლეს დროში.

– დეპილაციის რამდენი სახეობა არსებობს, რა არის მათი დადებითი და უარყოფითი მახასიათებელი?

– დეპილაცია არსებობს ზედაპირული და ღრმა.

ზედაპირული დეპილაციის დროს თმა სცილდება მხოლოდ კანის ზედაპირიდან და ამგვარი პროცედურის შედეგი საკმაოდ ხანმოკლეა.

ღრმა დეპილაციისას თმა შორდება ძირიანად და შედეგიც შედარებით ხანგრძლივია. შესაძლებელია, ახალი თმის ფორმირებას 3 კვირაც კი დასჭირდეს. დეპილაცია თმის მოშორების ყველაზე სწრაფი მეთოდია, მაგრამ აქვს ბევრი ნაკლოვანება. მისი საშუალებით მიღწეული ეფექტი საკმაოდ ხანმოკლეა და შემდგომ ამოსული თმა ყოველთვის უფრო უხეშია. ასევე იწვევს კანის მექანიკურ გაღიზიანებას.

– საქართველოში რა სახის ეპილაციაა შესაძლებელი და რა განსხვავებაა მათ შორის?

– საქართველოში ძირითადად გამოიყენება ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდი და ელექტროეპილაცია. სამივე ემსახურება თმის სტრუქტურის შეცვლას და მის შემცირებას გაქრობამდე. ალექსანდრიტსა და დიოდს შორის განმასხვავებელი ნიშანი სხივის ტალღის სიგრძეა. ალექსანდრიტის შემთხვევაში, დიოდისგან განსხვავებით, კანს წინასწარი მომზადება ანუ გაპარსვა არ სჭირდება, რაც ნაკლებად იწვევს კანის გაღიზიანებას და პაციენტებისთვის მეტად კომფორტულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცედურებს შორის პერიოდი ბევრად დიდია ალექსანდრიტის ლაზერით ჩატარებული პროცედურის შემთხვევაში.

– თმის მოცილების სხვადასხვა მეთოდიდან, როგორ დავადგინოთ, რომელია ჩვენთვის საუკეთესო?

– მეთოდის შერჩევა თმის სტრუქტურის, ფერისა და ზონის მიხედვით შესაძლებელია სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ. გროვდება ანამნეზი, დგინდება მიზეზი, რითია გამოწვეული ჭარბთმიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება პროცედურა.

– ეპილაციის რომელი მეთოდით ჯობს სახის მიდამოში არასასურველი თმის მოშორება?

– თუ არ არის ჰორმონული დისბალანსით გამოწვეული პრობლემა ან სხვადასხვა მეთოდის გამო ხელოვნურად გაუხეშებული თმა და არის ღინღლოვანი ღერები, ცალსახად ვურჩევთ ელექტროეპილაციას. სხვა შემთხვევაში უპრობლემოდ შეიძლება ჩატარდეს ალექსანდრიტის ლაზერით.

– როგორ მოვიშოროთ არასასურველი ღია ფერის ან ჭაღარა თმა?

– ჭაღარისა და ღია, უპიგმენტო თმისთვის შეუცვლელ მეთოდად ელექტროეპილაცია რჩება.

– რა სიხშირით და ოდენობით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა ხანგრძლივი შედეგისთვის?

– პროცედურებს შორის პერიოდი, ალექსანდრიტის შემთხვევაში, 1.5-2 თვემდეა, რაც მთავარია, თერაპიის დაწყების შემდეგ არ უნდა ჩაერიოთ დეპილაციის მეთოდებით და ეფექტსაც მალე მიიღებთ. თმის სრულად გაქრობა ინდივიდუალურია. დიოდის პროცედურებს შორის პერიოდი კი სამკვირიანია და გაცილებით მეტი ვიზიტია საჭირო პრობლემური თმის ღინღლამდე მისაყვანად.

– წელიწადის რომელ დროს არის უმჯობესი ეპილაცია?

– ეპილაციის პროცედურებს სეზონურობა არ გააჩნია. შეიძლება ნებისმიერ დროს გაკეთდეს, მაგრამ ვურჩევთ ზამთრის პერიოდში დაწყებას საზაფხულოდ სასურველი შედეგისთვის.

– რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს სხვადასხვა სახის ეპილაციას და რამდენად შესაძლებელია მათი არიდება?

– სწორად შერჩეულ და ჩატარებულ პროცედურებს გართულება არ ახლავს.

– რა რეკომენდაციებს მისცემდით, ეპილაციის შემდეგ პიგმენტური ლაქები, კანის დამწვრობა თუ ალერგიული რეაქციები რომ არ განვითარდეს?

– ეპილაციამდეც და შემდეგაც მზის აბაზანების მიღება შეზღუდულია გარკვეული დროით, პიგმენტური ლაქების გაჩენისგან თავის დასაზღვევად. დამწვრობა მხოლოდ პროცედურის დროს შეიძლება მოხდეს არასწორად შერჩეული პარამეტრით მუშაობისას ან დაბალი ხარისხის, არალიცენზირებული და არააპრობირებული აპარატურის გამოყენებისას.

პაციენტი ყოველთვის უნდა დაინტერესდეს აპარატის ხარისხითა და სპეციალისტის კვალიფიკაციით.