როგორ მოვუაროთ კანს 55 წლის ზემოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს 55 წლის ზემოთ

ასაკობრივი დეფექტების უნივერსალური ნაკრები არ არსებობს, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის უნივერსალური გზების მოძიებაც შეუძლებელია. ასაკის საწინააღმდეგო მოვლა უნდა შეირჩეს დაბერების ტიპის მიხედვით.

2. ვაკონტროლოთ და დავაბალანსოთ კვება

კვება უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამდენად სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 55 წლის ზემოთ რაციონიდან ჯობს გამოვრიცხოთ: სოუსები, გაზიანი სასმელები, შოკოლადი, შაქარი და ალკოჰოლი. ასევე ნაკლებად მივიღოთ მარილი და ხორცი. საყვარელი პროდუქტები ჩავანაცვლოთ ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტებით.

3. უარი მავნე ჩვევებს

ბევრი 50 წლის შემდეგ იწყებს ახალ ცხოვრებას – ჯანსაღს, მავნე ჩვევების გარეშე. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, იქნებ უფრო ნაკლები მოწიოთ და საერთოდ უარყოთ ალკოჰოლი. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

4. ვარჯიში

50 წლის შემდეგ ცოტა თუ მისდევს პროფესიულ სპორტს, მაგრამ ბევრი ვარჯიშობს. ყოველდღიური მარტივი ვარჯიში გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აამაღლებს კუნთების ტონუსს, რაც კანზეც დადებითად აისახება.

5. მოარიდეთ სახე გარემო ფაქტორების ზემოქმედებას

ლამაზი სახის კანის შესანარჩუნებლად საჭიროა კანის დაცვა მზის სხივების, ქარისა და ყინვისაგან. გარემოს ეს ფაქტორები ფიტავს კანს, რის შედეგადაც ის მრავალ უარყოფით ცვლილებას განიცდის.

რისი გაკეთება შეიძლება კანის მოვლის თვალსაზრისით 55 წლის შემდეგ:

1. მასაჟი

პროცედურა, რომელიც ნებისმიერ ასაკში უზრუნველყოფს შესანიშნავ ეფექტს. მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და კანს ეხმარება შლაკებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. მასაჟის შედეგად კანი უფრო გლუვი ხდება, იძენს ლამაზ სტრუქტურასა და ფერს. ამ ასაკში რეკომენდებულია სახის პლასტიკური მასაჟი, რომელიც სახის ოვალს უფრო გაამკვეთრებს და მოაშორებს ზედმეტ ნაოჭებსა და ნაკეცებს. დადებითი ცვლილებების მისაღებად საჭიროა 10-12 სეანსის ჩატარება.

2. პილინგი

55-60 წლის შემდეგ სახის კანი მუდმივად უნდა გავიწმინდოთ როგორც შინ, ისე სპეციალური პროცედურებით. საკმარისი იქნება ულტრაბგერითი ან მსუბუქი ქიმიური პილინგი. ნაოჭების შემცირება კი შესაძლებელია ღრმა პილინგის საშუალებით.

3. ფონოფორეზი

პროცედურა გულისხმობს კანის ღრმა ფენებში სასარგებლო კომპონენტების ულტრაბგერის საშუალებით შეყვანას. ფონოფორეზი რეკომენდებულია ძალიან მშრალი კანის, ნაწიბურების შემთხვევაში. პროცედურის დროს ასევე აღინიშნება ანთების საწინააღმდეგო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

4. სილამაზის ინიექციები

მათთვისაა რეკომენდებული, ვისაც მყისიერი ანტი-აგე ეფექტის მიღება სურს. ინიექცია ათანაბრებს და ასწორებს კანს – მიმიკურ ნაოჭებსაც კი. ასევე რეკომენდებულია მეზოთერაპია. ეს პროცედურა გულისხმობს კანის ღრმა შრეებში აქტიური კომპონენტების შეყვანას და პერსპექტივაში ახდენს ანტი-აგე ეფექტს.

5. მეზოძაფები

ეფექტური გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, რომელსაც მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია აღემატება. არსი ის არის, რომ ძაფების საშულებით ექიმი კანს ჭიმავს საჭირო მიმართულებით, რაც ნაოჭებისგან და ნაკეცებისგან დროებითი გათავისუფლების საშუალებას იძლევა. ამგვარი პროცედურის ეფექტი 1,5-2 წელი ნარჩუნდება.

რა პროცედურებია უკუნაჩვენები 55 წლის შემდეგ?

პროცედურების უმრავლესობას არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა. ნებისმიერი პროცედურის გაკეთება შესაძლებელია 50, 60 და 80 წლის ასაკშიც კი, თუ არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ შეზღუდვა. ჩვეულებრივ, ესენია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადება;
  • ქრონიკული დაავადებები;
  • კანის მწვავე დაავადებები;
  • ინფექციური დაავადებები.

თავის მოვლა შეიძლება და აუცილებელია ნებისმიერ ასაკში. მით უმეტეს, რომ დღეს ყველა მსურველს აქვს ახალგაზრდობის გახანგრძლივების შესაძლებლობა. მთავარი და საკმარისია სწორად მივუდგეთ დაბერების პროცესს.