როგორ მოვუაროთ სახის კანს 50 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს 50 წლის შემდეგ

სამწუხაროდ, 50 წლის ზღვრის მიღწევისას ქალების უმრავლესობას აღენიშნება მენოპაუზა, ანუ საკვერცხეები წყვეტენ რეპროდუქციულ ფუნქციას, ორგანიზმი ვეღარ იღებს ესტროგენების საკმარის რაოდენობას, რის შედეგადაც, უპირველესად, ზარალდება კანი. ის თხელდება, ხდება მგრძნობიარე, მიდრეკილია სიმშრალისა და შეშუპებისაკენ, ქვეითდება მისი დამცავი ბარიერი, ჩნდება მკვეთრად გამოხატული პიგმენტური ლაქები. იშლება მკაფიო კონტური ლოყებისა და ნიკაპის არეში, ეშვება ქუთუთოები, ჩნდება ღრმა ნაოჭები. მიუხედავად ამისა, კანის დაბერების პროცესი მაქსიმალურად უნდა შევაჩეროთ და ლამაზად წარვმართოთ.

მთავარია კანის გულდასმით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვლა

გაწმენდა – ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ამასთან, გაწმენდა გულისხმობს როგორც დილა-საღამოს დაბანას, ისე მაკიაჟის აუცილებლად მოშორებას. აქვე განიხილება რეგულარული სქრაბირება ან კანის პილინგი. დილის დაბანისთვის სასურველია მცენარეული ნახარშის და არა მხოლოდ წყლის გამოყენება. ნახარშისთვის გამოიყენებენ ცაცხვს, როზმარინს, გვირილას.

სასურველია დასაბანად თბილი შემადგენლობის გამოყენება. დაბანის შემდეგ კანის ტონიზება შესაძლებელია ყინულის კუბებით ან ყინულის აბაზანით: სახე ჩავყოთ ყინულიან ჯამში 10-15 წამის განმავლობაში. საღამოს, მაკიაჟის მოსაშორებლად, ჯერ გამოიყენეთ რბილი კოსმეტიკურ რძე და მხოლოდ შემდეგ დაიბანეთ. სამ კვირაში ერთხელ ისარგებლეთ სქრაბით. დასაბანად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საპონი ან სხვა რაიმე ტუტე შემადგენლობა. ისინი არღვევენ კანის ისედაც შესუსტებულ рН-ს.

კანის დატენიანება და კვება

აუცილებლად შეარჩიეთ დღისა და ღამის კრემი. ამასთან, წლის ცივ პერიოდში დილით წაისვით მკვებავი, ღამით კი დამატენიანებელი კრემი. თბილ პერიოდში შეცვალეთ პრინციპი – ღამით წაისვით მკვებავი, დილით კი – დამატენიანებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზამთარში თუ დილით წავისვამთ დამატენინებელ შემადგენლობას, ქუჩაში გამოსვლისას კანი დაზარალდება. წყალი და სიცივე შეუთავსებელია და მავნეა კანისთვის.

50 წლის შემდეგ კანის მოვლის კრემები უნდა შეიცავდეს А, С, Е, D ვიტამინებს, კოლაგენს, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტს. ეს ელემენტები კარგ კოსმეტიკურ ეფექტს ახდენს კანზე. შესაძლებელია შრატის გამოყენება. მისი წასმა შეიძლება როგორც ცალკე, ისე კრემის ქვეშ. ამასთან, შრატის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახის, ისე თვალების ირგვლივ კანისთვის.

კვირაში 2-ჯერ მაინც წაისვით კოსმეტიკური ნიღბები. ისინი კარგად აახალგაზრდავებს კანს, ასწორებს ნაოჭებს, ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიკურობას, აუმჯობესებს ფერსა და რელიეფს. ყველაზე პოპულარული სახლში გამოსაყენებლად არის ბანანის ნიღაბი. ბანანის რბილობი დაჭყლიტეთ და წაისვით სქელ ფენად გასუფთავებულ კანზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კენკრის ნიღაბი კანს ჩ ვიტამინით გაამდიდრებს და აღჭურავს მას ენერგიით, კარგად აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს. აიღეთ ჟოლო, შავი ან წითელი მოცხარი, მარწყვი. კენკრის პიურეს დაუმატეთ ცხიმიანი არაჟანი, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

კიტრის ნიღაბი შესანიშნავად ატონიზებს და ატენიანებს კანს. კიტრი დაჭერით თხელ რგოლებად და მოათავსეთ კანზე.

ალოეს ნიღაბი გამაახალგაზრდავებლად და დამარბილებლად მოქმედებს. ალოეს ფოთოლი წვირლად დაჭერით და შეურიეთ 1 კვერცხის გული. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 15 წუთი.

დამატებითი მოვლის ეფექტისათვის ნებისმიერი ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი რძით. შეიძლება დაუმატოთ თაფლი. 5 წუთის შემდეგ კი სახეზე გადაივლეთ თბილი წყალი.

ვარჯიში და მასაჟი შესანიშნავ ეფექტს იძლევა, რადგანაც ამ დროს ხდება კოლაგენი გამომუშავდება.

საზოგადოდ, რეკომენდებულია კარგი, ჯანსაღი ძილი 8 საათის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს კანის დასვენებასა და აღდგენას. შეეცადეთ დაიძინოთ ზურგზე, ეს ხელს შეუშლის სახის კანის შეშუპებას. შეეცადეთ დაბალი ბალიში შეარჩიოთ, რომელმაც თავსა და მხარს შორის მანძილის კომპენსირება უნდა მოახდინოს გვერდზე წოლისას. ზაფხულის პერიოდში ყოველთვის გამოიყენეთ დღის კემი მაღალი SPF ფაქტორით, რომელიც დაიცავს კანს ფოტოდაბერებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენისაგან. წლების მატებასთან ერთად, კანი კარგავს ლიპიდურ ბალანსს, მის აღსადგენად მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტი, ზეითუნის ზეთი.

დღის განმავლობაში დალიეთ წყალი. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, საკონდიტრო ნაწარმზე, შეზღუდეთ მარილის მიღება, რადგანაც ის იწვევს შეშუპების პროვოცირებას. ივარჯიშეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები. სპორტი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რაც დადებითად მოქმედებს კანზე.