როგორ მოვუაროთ სახის კანს 40 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს 40 წლის შემდეგ

ამ ასაკობრივ ზღვარზე ჰორმონული ფონის მნიშვნელოვანი გარდაქმნა მიმდინარეობს და ეპიდერმისი სწრაფად ბერდება. კანი კარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს ესტროგენების ბუნებრივი გამომუშავების შემცირების ხარჯზე. ამ მიზეზის გამო, სახის ოვალი კარგავს მკვეთრ კონტურებს, დუნდება, ვლინდება პიგმენტაცია, კანი ჩამოეშვება. 40 წლიდან ქალი ამჩნევს ნაოჭებს და არამარტო მიმიკურს. ხდება უჯრედების რეგენერაციის პროცესის შენელება, უფრო ცუდად მუშაობს ცხიმის ჯირკვლები, ვლინდება კოლაგენის მწვავე უკმარისობა. ეპიდერმისი კარგავს ტონუსს, ჩნდება ნაკეცები და ნაოჭები.

მთავარია სახის კანის ყოველდღიური მოვლა და მოვლის სწორი სისტემის შერჩევა.

40 წლის ქალის კანი წყალს ცუდად იჭერს, ამიტომ საჭიროა დამატენიანებელი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება.

ყურადღება მიაქციეთ წყლის მიღებას

შეიძინეთ კოსმეტიკა 40+. ასეთ ლოსიონებში, შრატებში, ასაკის საწინააღმდეგო კრემებში შედის А, Е, С ვიტამინები რეტინოლი, კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა.

დაიბანეთ არა ონკანის, არამედ გადადუღებული წყლით.

სახე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რადგან ულტრაიისფერი სხივები აშრობს ეპიდერმისს.

დეკორატიული კოსმეტიკა უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და აუცილებლად შეიცავდეს შPF-ფილტრებს. მაკიაჟის წასმის წინ კვებეთ კანი. გაითვალისწინეთ, რომ ტონალური კრემები, პუდრი ახშობენ ფორებს.

სახის თითოეულ ზონას თავისი საშუალება აქვს.

გამოიყენეთ სახის შრატი.

თვალის ირგვლივ კანის მოვლა

აღნიშნულ ზონაში ეპიდერმისი ძალიან ნაზი და თხელია და სწორედ მასზე აისახება პირველად ასაკობრივი ცვლილებები და არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებების ზემოქმედება. კოლაგენის შემცველობა აქ მინიმალურია.

თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად შეიძინეთ სპეციალური კრემი, რომელშიც დიდი რაოდენობით იქნება К ვიტამინის სათუთად კვებავს ეპიდერმისს და ხსნის შეშუპებას. არ დაივიწყოთ ამ ზონის ტონიზირება ყინულის კუბებით დილას და საღამოს.

ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მოვლა

ღრმა ნაკეცები ამ ზონაზე ჩნდება ტენის ძლიერი დაკარგვის ხარჯზე და 40 წლისთვის მნიშვნელოვნად ჩქარდება. თუ ძლიერად არის გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, საჭიროა ფილერების ინიექციის გაკეთება. სამწუხაროდ, სხვა საშუალებები: კრემები, მასაჟები, ნიღბები უშედეგოა და მათზე დროის და თანხების დახარჯვა არც ღირს.

40 წლის ასაკისთვის ელასტიკურობას კარგავს კანი. დუნდება და ქვევით ეშვება ლოყები, რისი მიზეზიც ასევე არის ტენის დაკარგვა. ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება მატონიზებელი გელი, მასაჟი. სწრაფი და თვალნათელი შედეგისათვის კი გაიკეთეთ ფილერების ინიექცია ან ლიპოლიფტინგი.