ხელების მშვენიერების რამდენიმე საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელების მშვენიერების რამდენიმე საიდუმლო

თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და სათანადოდ მოვლის გარეშე, ბევრად უფრო ადრე განიცდის დაბერება-ჭკნობას. ხელების ზურგისკენა ზედაპირზე არსებული კანი ძალზე მცირე რაოდენობით შეიცავს ქონის ჯირკვლებს, გულისკენა ზედაპირზე კი ასეთი ჯირკვლები საერთოდ არ არის. გარდა ამისა, ხელების მფარავ კანში წყალი 4-5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სახის კანში. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები ჩვენგან მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს! რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გაითვალისწინოთ და რა წესები უნდა დაიცვათ?

1) ისწავლეთ ხელების სწორად დაბანა! ეს შეიძლება ცოტა უცნაურადაც ჟღერს და ზოგიერთს სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა დაიბანოთ, ინტენსიურად მასირებით. ცივი წყლისაგან ხელების კანი სქელდება, უხეშდება, წითლდება, სკდება და იქერცლება, ძალიან ცხელი წყალიც აშრობს და ადუნებს ხელების კანს;

2) დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ! ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელების გამშრალება. ამით თავიდან აიცილებთ დახორკვლასა და გაუხეშებას;

3) სწორად შეარჩიეთ საპონი! ხელები უმჯობესია დაიბანოთ რბილი საპნით (სასურველია გლიცერინის შემცველი), რომელიც არ შეიცავს ტუტეს და კანის გამოშრობის ხელშემწყობ ნაერთებს;

4) დაიცავით ხელები მავნე ქიმიური აგენტებისაგან! სარეცხ საშუალებებში შემავალი მავნე ქიმიური ნივთიერებები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ხელების კანზე. მათი ზემოქმედებით ირღვევა ადგილობრივი იმუნიტეტი, უჯრედულ დონეზე მიმდინარე პათოლოგიური ძვრები კი დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას (ალერგიული დერმატიტისა და ეგზემის ჩათვლით). ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ესა თუ ის საქმე ხელთათმანებით აკეთოთ და ხელები დაიცვათ მავნე ქიმიური აგენტებისაგან;

5) რეგულარულად გამოიყენეთ მკვებავი კრემი! იდეალურ შემთხვევაში ის წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უნდა შეიზილოთ. რეალურად კი დღეში ერთი-ორჯერ მაინც. ხანგრძლივად მკვებავის გარეშე ხელების კანი შრება, ნაოჭდება, პიგმენტური ლაქები და მიკრონახეთქები უვითარდება. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მიკრობების შეღწევისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას;

6) რეგულარულად იკეთეთ ხელების მასაჟი! ეს აძლიერებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთებისა და მყესების დაძაბულობას, ააქტივებს კანის რეცეპტორებს. ყველაზე ხშირად გამოიყენება კლასიკური მასაჟი, ასევე წერტილოვანიც - აკუპუნქტურულ წერტილებზე მოქმედი. მასაჟის შესრულებისას რეკომენდებულია ხელების მკვებავი კრემის გამოყენება. პრინციპში ელემენტარულ თვითმასაჟს ჩვენ კრემის ყოველი შეზელისას მივმართავთ, მკვებავის წასმის დროს, როდესაც დამწოლი მოძრაობით ვზემოქმედებთ თითების ფალანგებზე, წვეროდან ფუძის მიმართულებით, შემდეგ ხელის გულებსა და ზურგის ზედაპირზე, მაჯის ჩართვითა და წინამხარზე გადასვლით.

გთავაზობთ ერთ-ერთი სასარგებლო მასაჟის მეთოდს:

ხელები მაქსიმალურად გაჭიმეთ, ერთი ხელის თითები მუჭად შეკარით, რიტმულად და მსუბუქად ურტყით მეორე გაჭიმული ხელის ჯერ მტევანს, შემდეგ წინამხარს იდაყვის ჩათვლით, იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზეც. დარტყმითი მასაჟი უნდა განახორციელოთ კიდურების ორივე ზედაპირზე. ძალზე სასარგებლოა მსუბუქი ჩქმეტითი მასაჟიც. ის თითების ფალანგების წვეროდან უნდა დაიწყოთ ნებისკენა მიმართულებით (კანი მსუბუქად, პატარა ბალიშების სახით უნდა წამოიწიოს საჩვენებელი და ცერი თითის დახმარებით). ამგვარი მასაჟით მაღლდება კუნთების ტონუსი, გარდა ამისა, წრიული მოძრაობებით აუცილებელია თითოეული თითის სახსრის დამასაჟება.

ხელებისათვის განკუთვნილი აბაზანები და ნიღბები

კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ ხელებისათვის განკუთვნილი აბაზანები და ნიღბები. აღნიშნული მეთოდები მიმართულია ხელების კანის დარბილების, დატენიანებისა და კვებისაკენ, დამცველი მექანიზმების გაძლიერებისა და რეგენერაციის (აღდგენის) პროცესთა სტიმულაციისაკენ. მზა ნიღბების შემადგენლობაში შედის ვიტამინები, გლიცერინი, ცვილი, თაფლი, ალოე, ჟენ-შენი, გვირილა, ლანოლინი და სხვა. ნიღბისათვის შეგიძლიათ ცხიმიანი კრემიც გამოიყენოთ, სქელი ფენის სახით წაისვათ ხელებზე, 10-15 წუთს გაიჩეროთ და შემდეგ ზედმეტი ფენა, რომელიც არ შეიწოვა, ქაღალდის ხელსაწმენდით მოიშოროთ.

ხელების კანის ელასტიკურობისა და ხავერდოვნების გაზრდისათვის სხვადასხვა აბაზანაა მოწოდებული:

  • 2 ლიტრი თბილი წყალი + 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, ან 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი + 1 სადილის კოვზი გლიცერინი. პროცედურა მოიცავს 15-30 წუთს, გრძელდება 10-15 დღეს რეგულარულად;
  • 1 ლიტრი ცხელი წყალი + 2 სადილის კოვზი შემდეგი მცენარეების ნარევი: გვირილა, ჭინჭარი, მრავალძარღვა, სალბი. პროცედურა მოიცავს 20-30 წუთს.