როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე 35 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე 35 წლის შემდეგ

35 წლის შემდეგ კანის სტრუქტურა მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, კერძოდ:

  • ნელდება ცვლითი პროცესები;
  • კანის საფარველი უფრო თხელდება;
  • ქვეითდება კოლაგენის გამომუშავება;
  • დუნდება სახის კუნთების ტონუსი;
  • უფრო ცხადად ვლინდება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ტუჩის კუთხეები კი დაბლა ეშვება.

ყველა ამ თავისებურების გათვალისწინებით, საჭიროა დროულად დავიწყოთ კანის მოვლა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევაფერხოთ კანის ასაკობრივი ცვლილებები.

35 წლის შემდეგ სახის კანის მოვლის პროცესში ნიღბებიც ჩართეთ

სახის კანის სწორი მოვლა გულისხმობს ნიღბების სისტემატურ გამოყენებას. მათი დროდადრო გაკეთება არასაკმარისია. სახის კანის ტიპის მიხედვით, ნიღბები კვირაში 1-2-ჯერ უნდა გაკეთდეს. მკვებავი, დამატენიანებელი, მატონიზებელი და სხვა მრავალგვარი ნიღაბი შეიძლება ჩვენც გავაკეთოთ ან შევიძინოთ კოსმეტიკის მაღაზიებში.

კვირაში ერთხელ საჭიროა გამაახალგაზრდავებელი ნიღბის გაკეთება, რომლის შემადგენლობაში უნდა იყოს „ახალგაზრდობის კომპონენტები“ - ჰიალურონის მჟავა, ელასტინი, კოლაგენი და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინი.

ნიღბებში შეიძლება საზამთროს, სტაფილოს, კვერცხის გულის, კარტოფილის, ნუშის ზეთის, ლიმონის წვენის, ხილისა და კენკრის გამოყენებაც.

შეარჩიეთ ეფექტური კრემი სახის კანის ტიპის მიხედვით

სახის კანის მოვლისას მნიშვნელოვანია თითოეული კანის ტიპის თავისებურების გათვალისწინება. ცხიმიანი კანის დროს თავი უნდა შეიკავოთ მგრძნობიარე კანის საშუალებებისგან. ორ თვეში ერთხელ საჭიროა კრემის შეცვლა.

მშრალ კანს დამატენიანებელი კრემები სჭირდება.

შერეული კანისთვის კარგი იქნება რეტინოლითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კრემების გამოყენება.

აუცილებელია კრემის შემადგენლობის განსაზღვრა - ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს კოლაგენს და ჰქონდეს შPF-ფილტრის საკმარისი დონე.

კანის მოვლა ღამით 35 წლის შემდეგ

ღამის მოვლა სახის ყოველდღიური მოვლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანიზმი, მათ შორის სახის კანიც, სწორედ ღამით ისვენებს და იკრებს ძალებს მომდევნო დღისათვის. დილას რომ მხნედ და ლამაზად გამოიყურებოდეთ, რეკომენდებულია ღამის სპეციალური მკვებავი და აღმდგენი კრემის გამოყენება. ცხადია, კრემი უნდა შეესაბამებოდეს კანის ტიპს. კარგი იქნება, თუ კრემის შემადგენლობაში კოენზიმები, პეპტიდები, ჰიდრომჟავები, ნატურალური კომპონენტები, კოლაგენი და ვიტამინები იქნება. კრემი უნდა წავისვათ კანის გასუფთავებისა და ტონიკის გამოყნების შემდეგ. პროცედურა უნდა შესრულდეს დაძინებამდე 1-1,5 საათით ადრე.

საჭიროა თვალის ირგვლივ მიდამოს დატენიანება.

თვალის ირგვლივი სილურჯეებისა და შეშუპების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს თვალის ირგვლივ კანის არასაკმარისი დატენიანება. ნებისმიერ ასაკში ქალს სჭირდება თვალის ირგვლივ კანის მოვლის კრემი. ნაოჭების გაჩენა გარკვეული დროით რომ გადავადდეს, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

4 ყოველდღიურად მოიშორეთ მაკიაჟი სახის კანიდან. დაუშვებელია შეღებილი სახით დაძინება - ღამით კანმა უნდა დაისვენოს.

4 მაკიაჟის მოშორების საუკეთესო ვარიანტია ჰიდროფილური ზეთის ან ორფაზიანი შრატის გამოყენება. ეს საშუალება უნდა დაიტანოთ ბამბის დისკზე და მოათავსოთ ქუთუთოებზე 5-10 წმ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც ფრთხილად მოიშოროთ მაკიაჟი.

ერიდეთ ჭარბ კოსმეტიკას

35 წლის შემდეგ მაკიაჟი უნდა იყოს უფრო ქალური და მოზომილი. ერიდეთ ზედმეტად მკვეთრ კოსმეტიკას. ამ ასაკში კანის მოვლის საშუალებებში უნდა იყოს:

  • ВВ კრემი - უნივერსალური საშუალება, რომელიც ასრულებს დღისა და ტონალური კრემის ფუნქციას.
  • სახის კორექტორი ლიფტინგ-ეფექტით;
  • თვალის დამატენიანებელი კრემი;
  • კოსმეტიკა ხარისხიანი უნდა იყოს.

სრულფასოვანი დასვენება და კვება

არასაკმარისი დასვენება უშუალოდ აისახება სახის კანის მდგომარეობაზე. უძილო ღამის შემდეგ სახის ნაკვთები უფრო გამახვილებულია და კანის ყველა ნაკლოვანება თვალნათლივ ჩანს. არასწორი კვება და სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება ასევე უარყოფითად აისახება ქალის სახეზე.

35 წლის შემდეგ სახის კანის მოვლა კოსმეტოლოგს მიანდეთ

კოსმეტოლოგთან ვიზიტი დადებითად იმოქმედებს კანზე ნებისმიერ ასაკში. ხარისხიანი კოსმეტოლოგიური მოვლისას კანის დაბერება შეიძლება ხანგრძლივი დროითაც გადავადდეს. 35 წლის ზემოთ ქალებისათვის პოპულარულ სალონურ პროცედურებად ითვლება:

  • გამაახალგაზრდავებელი მასაჟი (ზრდის სახის კუნთების ტონუსს);
  • მეზოთერაპია (სასარგებლო ნივთიერებების შეყვანა სახის კანში ინიექციების სახით, რაც ასწორებს ნაოჭებს);
  • პილინგი (აუცილებლად დამზოგველი).

ქალს ნებისმიერ ასაკში შეუძლია დაამტკიცოს, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება დიდხანს შეიძლება. მთავარია, არ დავიზაროთ და სიყვარულით მოვუაროთ ჩვენს ორგანიზმს.