ხილი და კენკრა კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხილი და კენკრა კოსმეტოლოგიაში

რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციის „სილამაზის ვიტამინებს“. სწორედ ასე მოიხსენიებენ კოსმეტოლოგები C ვიტამინს (ასკორბინის მჟავას). ის იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან, ატმოსფეროს – დაბინძურებისაგან, ეხმარება კანს სტრესისა და დაღლილობის გადალახვაში, ერთ-ერთი უძლიერესი ნატურალური ანტიოქსიდანტია. უკონკურენტოა დატენინებისათვის და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ, აწესრიგებს კაპილარების განვლადობას და მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, მუხტავს კანს სასიცოცხლო ენერგიით. C ვიტამინის შემცველ კოსმეტიკურ საშუალებებს სასიამოვნო სურნელი აქვს, რაც ამაღლებს განწყობილებასა და სულიერ მდგომარეობას.

ლიმონი – ცნობილია როგორც ვიტამინებით, კერძოდ, C ვიტამინით მდიდარი ხილი. მას გააჩნია მათეთრებელი თვისებები, ლიმონის წვენი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტში. ლიმონის ნიღბები ძალიან სასარგებლოა კომბინირებული კანისთვის. რუხი ელფერის მქონე კანისთვის უზმოზე მიიღეთ თაფლიან-ლიმონიანი წყალი შემდეგი პროპორციით: ერთ ჭიქა წყალში გახსენით ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მანიკიურის გაკეთებამდე თითები მოათავსეთ ლიმონიან წყალში – ეს გაასუფთავებს ფრჩხილის ზედაპირს და მოაშორებს მუქ ლაქებს.

გრეიპფრუტის – მომწარო რბილობი შეიცავს უფრო მეტ ფერმენტს, ვიდრე სხვა ციტრუსები. მისი ძირითადი ფასეულობაა კურკა და კანის თეთრი ნაწილი. ძალიან სასარგებლოა გრეიპფრუტის ტონიკი: ერთი გრეიპფრუტის წვენს დაუმატეთ ამდენივე გადადუღებული წყალი და გაიწმინდეთ სახის კანი. ეს ხსნარი შეიძლება გადაივლოთ თმაზე დაბანის შემდეგ.

ყურძენი – მისი ექსტრაქტი შეიცავს ორგანულ მჟავებს (ღვინის, ვაშლის), პექტინებს და მთრიმლავ ნივთიერებებს, ფერმენტებს, ამინომჟავებს, მინერალურ კომპონენტებს (კალციუმი, ფოსფორი, თაფლი, რკინა), ჩ, B, K, P ვიტამინებს, კაროტინს, ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, აჩქარებს რეგენერაციას, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ანელებს დაბერების პროცესებს, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უშლის მათ წარმოქმნას, გააჩნია ანტისტრესული მოქმედება. ყურძნის ექსტრაქტის გამოყენებით კანი ახალგაზრდავდება, ელასტიკური და მკვრივი ხდება. ყურძნის შემადგენლობაში შედის მრავალი სასარგებლო ნივთიერება. ყურძნის წიპწებისაგან კი იღებენ ყურძნის ზეთს, რომელიც კანს იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ყურძნის პროცედურები, მაგალითად, ყურძნის ზეთით მასაჟი ან ყურძნის წიპწების ზეთის აბაზანები.

შავი მოცხარის ექსტრაქტი მდიდარია ლინოლენისა და გამა-ლინოლენის მჟავებით. გააჩნია დამარბილებელი და შემახორცებელი მოქმედება.

წითელი მოცხარი – გამოცდილი კოსმეტიკური საშულებაა. მისი წვენის საფენები ათეთრებს კანს, ნიღბები კი იცავს ნაოჭებისაგან.

ხურტკმელი – შეიცავს გლუკოზას, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ელემენტებს. ეს ნივთიერებები ასტიმულირებს კანში ცვლით პროცესებს, ატენიანებს მას, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ხურტკმლის წვენის ნიღაბი ერთნაირად კარგია მშრალი და ცხიმიანი კანისთვის.

მოცვი – როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ლიდერობს ხილსა და ბოსტნეულს შორის. სწორედ ის იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან, რომლებიც დაბერების მექანიზმს უშვებს. დღეში ერთხელ ნახევარი ჩაის ჭიქა მოცვი აახალგაზრდავებს კანს. მოცვი აწესრიგებს კუჭის მუშაობასაც სხვადასხვა მოშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ კენკრას დაასხით 1 წიქა წყალი, წამოადუღეთ და მიიღეთ ჭიქა 5-ჯერ დღეში.

ჟოლო – უნიკალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ასუფთავებს კანს, კვებავს და ახალისებს. ნიღბისათვის ჟოლოს წვენში დასველებულ დოლბანდს 20-25 წუთით ათავსებენ სახეზე.

მარწყვი – მდიდარია მარგანეცით, კალიუმით, ფოლიუმის მჟავათი, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამომუშავებას, გამოყოფს ტოქსინებს, გააჩნია მთრიმლავი მოქმედება.

თეთრი ბლის ნიღაბი სასარგებლოა ნორმალური და მშრალი კანისთვის. თეთრ ბალს ასხამენ ზეთს, უმატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლს და ლიმონის წვენს.

ბალი – შეიცავს შაქარს, უჯრედისს, პექტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ქარვის, ვაშლის), სხვადასხვა ვიტამინს: A, B1, B2, P, PP, C ვიტამინებს. იგი უბრუნებს კანს, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ კანს, სიმკვრივეს, ამარაგებს საკვებითა და ენერგიით, ასწორებს ნაოჭებს და აღადგენს ელასტიკურობას.

მსხალი – მდიდარია ნახშირწყლებით, პროტეინებით, ჩ, B ვიტამინებით, მიკროელემენტებით – იოდით და სპილენძით. მსხლის წვენი კანს ანიჭებს სიგლუვეს, ელასტიკურობას, ავიწროებს ფორებს.

ვაშლი – ყველაზე გავრცელებული ხილი, მდიდარია ბაქტერიციდული მოქმედების მინერალური მარილებით. ამიტომ ვაშლი რეკომენდებულია კანის გაღიზიანებისას.

ავოკადო – მდიდარია E და C ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, რომელიც იცავს კანის დაბერებულ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან და ამით ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

კომში – კომშის კურკებისაგან მიღებული ზეთი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის, ვიტამინებს. კომშის ექსტრაქტი შედის მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში, ატენიანებს და აწყნარებს კანს.

ბანანი – არომატული ბანანის რბილობი შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და ხილის მჟავებს, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების ზრდას. დერმატოლოგები ბანანის ხშირად მიღებას გვირჩევენ.

კივი – შეიცავს ასკორბინის მჟავას. კივის ნიღაბი ატენიანებს და ასწორებს კანს, აგლუვებს და ამკვრივებს მას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და უჯრედების რეგენერაციას, ხელს უშლის კანის დაბერებას. შესაძლებელია კივის პილინგის გაკეთება: 3 ცალი კივი გავსრისოთ, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შევიზილოთ სხეულზე, შემდეგ ჩამოვიბანოთ შხაპით.

ატამი – კოსმეტიკაში ყველანაირი კანისთვისაა მისაღები. ატმის წვენს უმატებენ იმდენივე საზამთროს წვენს და იყენებენ კანის გასაწმენდად და ნიღბებისათვის. მშრალი, გამოფიტული, მოშვებული კანისთვის სასარგებლოა ნიღაბი: ორი ატამი დავჭყლიტოთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ათქვეფილი კვერცხის გული.

გარგარისგან ამზადებენ ნიღბებს ცხიმიანი კანისთვის. მზის დამწვრობისას, სიწითლეებისას, ეფექტურია თანაბარი პროპორციით დამატებული საზამთროსა და კიტრის წვენი.