ბოსტნეული კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოსტნეული კოსმეტოლოგიაში

ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის იყო ცნობილი კიტრის ნიღბების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. კიტრის ლოსიონი ასუფთავებს, კვებავს, ადეზინფიცირებს, ათეთრებს კანს. კანის გათეთრების თვალსაზრისით ეფექტურია საფენები დღეში რამდენჯერმე 10-15 წუთით მოვათავსოთ სახეზე, ან ერთხელ 30-60 წუთის განმავლობაში (ეს პროცედურა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი კანისთვის).

კარტოფილი - ყოველდღიური პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. კარტოფილის ახალგამოწურული წვენი გამოიყენება გამონაყარის, დამწვრობის, კოჟრების სამკურნალოდ, ძალიან ეფექტურია მოშვებული კანის დროს მოხარშული კარტოფილის ნიღბები.

კომბოსტო - მისი ნიღაბი ასუფთავებს, ახალისებს სახის კანს, არბილებს და აუმჯობესებს მის ფერს. მისი მომზადება არაა რთული: წვრილ სახეხზე გახეხეთ კომბოსტოს ფოთოლი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შვრიის ფანტელი. მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

პომიდორი - მასში A, B, C ვიტამინებია, რაც სახის კანს არბილებს, ხდის ელასტიკურს და ახალისებს მას. ორგანული მჟავები ასუფთავებს კანს და უჯრედების სწრაფ აღდგენას ეხმარება. პომიდორი სამკურნალო საშუალებაა დამწვრობისას. პომიდვრის წვენით შეიძლება შევცვალოთ ტუალეტის რძე და მაკიაჟის მოსაშორებელი თხევადი კრემები.

სტაფილო - კაროტინი, რომელსაც იგი შეიცავს, კანს პირდაპირი მნიშვნელობით დაბერებისგან იცავს. ერთ სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი კოვზი ნივრის წვენი. ეს ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა ნაოჭებისთვის.

სალათის ფურცლების - ნიღბები, ნახარში, კომპრესები, კრემები გამოიყენება კანის გაღიზიანების, მზით დამწვრობის, გამონაყარის, კაპილარების გაფართოების დროს. სალათის ფურცლებისგან ნიღაბი შემდეგნაირად მზადდება - წვრილად დაჭერით, დაასხით მცირე რაოდენობით წყალი და ადუღეთ 5 წუთი. ფოთლები გადმოაწყვეეთ დოლბანდზე და თბილ-თბილი წაისვით სახეზე. დარჩენილი ნახარშით შეიძლება სახის გაწმენდა ან გამოიყენეთ კომპრესად.

ოხრახუში მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით: C, B1, B2 ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, ფოლიუმის მჟავათი, ეთერზეთებით, ქლოროფილით, კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით, ფერმენტული ნივთიერებებით. C ვიტამინი ოხრახუშში 4-ჯერ მეტია ლიმონზე, ხოლო ბეტა-კაროტინის შემცველობით არ ჩამოუვარდება სტაფილოს. ოხრახუშის ექსტრაქტი გამოიყენება თვალების ირგვლივ ნაზი კანის მოსავლელად, მას აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ქუთუთოებზე, ასწორებს ნაოჭებს, ხსნის დაღლილობას და სპეციფიკურ პრობლემებს - თვალების ქვეშ მუქ რგოლებსა და ტომრებს. ოხრახუშის ნიღაბი ათეთრებს კანს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ხსნის შეშუპებას.

კამისგან - შეიძლება მოამზადოთ შესანიშნავი ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის. ლოსიონის გასაკეთებლად 1 სუფრის კოვზ კამას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ოდეკოლონი და ამდენივე თაფლი.

ყაბაყი - ის მრავალ სამკურნალო, მინერალურ ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს, რომელიც კანს ელასტიკურობას, სინაზესა და სიგლუვეს ანიჭებს.