მწვანე კოსმეტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე კოსმეტიკა

ბუნებრივი ნივთიერებების ანალოგების სინთეზირებაში სერიოზული წარმატებების მიუხედავად, თანამედროვე კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. არც ერთ თანამედროვე ლაბორატორიას არ შეუძლია შექმნას იმდენი მრავალფეროვანი და ეფექტური ნაერთი, რამდენიც ბუნებას. ჩვენმა წინაპრებმა არაფერი იცოდნენ პლასტიკურ ოპერაციებზე, ტონიკებზე, ღამისა და დღის კრემებზე, თუმცა, შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

ჟენ-შენის ფესვები – ითვლება საოცარ სამკურნალო საშუალებად. მისი შემადგენლობა უნიკალურია – სახამებელი, სტეარინი, ეთერზეთები, ამინომჟავები და B ჯგუფის ვიტამინები. ჟენ-შენი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ააქტიურებს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს აუცილებელი კვებით, არეგულირებს კანში წყლის შემცველობას და იცავს გაუწყლოებისაგან. ჟენ-შენს აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ხელს უწყობს კანის სასიცოცხლო ტონუსის შენარჩუნებას, ეფექტურად ანელებს დაბერების პროცესს და კანს ანიჭებს სიმკვრივეს.

ალოე ვერა – ძველმა ეგვიპტელებმა მას უკვდავების მცენარე უწოდეს. ალოეს ექსტრაქტი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა შეხორცების, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ საშუალებად. ალოე შეიცავს ორგანიზმისთვის 160 სასიცოცხლოდ მნიშველოვან ნივთიერებას – E, C, B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, შეუცვლელ ამინომჟავებს.

ალოე ვერას ექსტრაქტი – გამოიყენება ყველა ტიპის – მშრალი, ცხიმიანი, პრობლემური, მგრძნობიარე, მოშვებული კანის კოსმეტიკურ საშუალებებში. ის არბილებს კანს, აღადგენს დარღვეულ წყლის ბალანსს, ასტიმულირებს ცვლით პროცესებს, ეხმარება უჯრედების განახლებას, ხსნის ანთებას, ასუფთავებს, აახალგაზრდავებს კანს. ალოე კანს ანიჭებს სიგლუვეს, შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, შეიცავს კანისთვის სასარგებლო კარბოჰიდრატებსა და ამინომჟავებს.

კოლას კაკლის ექსტრაქტი – ტროფიკული მცენარე, რომლის თესლიც შეიცავს 1-2,5% კოფეინს, რისი წყალობითაც მას გააჩნია მატონიზებელი, ანტიცელულიტური, შემკვრელი თვისებები და ფოტოდამცავი აქტივობა.

გვირილა – კოსმეტოლოგების საყვარელი ყვავილია. გვირილის ნაყენი არაჩვეულებრივი საშუალებაა მშრალი და ანთებითი კანის მოვლისთვის. გვირილის ექსტრაქტის ცივი კომპრესები ფორებიან კანზე მთრთმილავ ზემოქმედებას ახდენს. ცხელი ექსტრაქტი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აძლიერებს ოფლის გამოყოფას, ხსნის სახის ფორებს. ეს სასარგებლოა მათთვის, ვისი კანიც ფერმკრთალია, განსაკუთრებით კოსმეტიკური ნიღბებისა და კრემების წასმის წინ. გვირილის წყლიანი ნაყენიდან შეიძლება ყინულის კუბების მომზადება. მათი საშუალებით დილის შხაპის შემდეგ სახის, კისრისა და მკერდის რეგულარული წმენდისას, კანი ხდება მკვრივი, სწორდება ნაოჭები და ნაკეცები. ძალიან მშრალი, გაღიზიანებული კანის მოვლისთვის გამოიყენება გვირილის ზეთოვანი ან რძის ნაყენი.

გულყვითელა – კოსმეტოლოგიაში გამოიყენება კანის გამონაყარის სამკურნალოდ და ნაოჭების საწინააღმდეგოდ. გულყვითელას ყვავილები ეთერზეთების, ფიტონციდების, ორგანული ნაერთებისა და კუპრის უნიკალური ნაკრებია. სწორედ ამ შემადგენლობის გამო გულყვითელას პრეპარატები ანადგურებს პათოგენურ მიკრობებს – სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებს.

გულყვითელას ნაყენი გამოიყენება კომპრესებისა და ნიღბების სახით უხეში, გამონაყარისაკენ მიდრეკილი კანისთვის. გულყვითელას თბილი ნახარშის კომპრესები სასარგებლოა ნაოჭების პროფილაქტიკისათვის. გულყვითელას ახალგამოწურული წვენი აშორებს ჭორფლს, ეფექტი უფრო ძლიერდება ლიმონის ან წითელი მოცხარის წვენის დამატებისას. გულყვითელას სპირტხსნარს იყენებენ ცხიმიანი კანისა და გაფართოებული ფორებისათვის.

კრაზანას – გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას. კრაზანა შეიცავს კაროტინს, მთრილავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ჩ ვიტამინს. კრაზანას ნაყენით კანის გაწმენდა და დაბანა დადებითად მოქმედებს კანზე გამონაყარის დროს. კანს კარგად ასუფთავებს და ადეზინფიცირებს კრაზანასა და გვირილის ლოსიონი. სასარგებლოა კრაზანას ნაყენის თბილი ნიღბები ცხიმიანი კანისთვის. დამწვრობისა და ანთების მკურნალობას კი კოსმეტოლოგები კრაზანას ზეთოვანი ნაყენით გვირჩევენ. გასათვალისწინებელია, რომ კრაზანას ნაყენი და ნიღბები აძლიერებს კანის მზის სხივებისადმი მგრძნობელობას, ამიტომ გაზაფხულზე და ზაფხულში უმჯობესია მისი საღამოს, ძილის წინ გამოყენება.

სამფერა ია შეიცავს მოვლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს – გლიკოზიდებს, ტანინებს, A და ჩ ვიტამინებს. იის ფურცლების ნახარში ხსნის ანთებას, ქავილს, კანის სიმშრალეს. გამონაყარისას ეფექტურია საფენები და ნიღბები. იის ფურცლების კომპრესები და ორთქლის აბაზანები განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი კანისთვის კრემებისა და ნიღბების წასმამდე. ეს პროცედურები აძლიერებს კანიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის უნარს. იის წყალხსნარი დადებითად მოქმედებს მშრალ, აქერცვლისკენ მიდრეკილ კანზე.

ფარსმანდუკი – ამ მცენარის ნიღბები, კომპრესები, ლოსიონები აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, ასუფთავებს მას, ავიწროებს ფორებს, ახორცებს მცირე ჭრილობებს, ნაჭდევებს, მკურნალობს დამწვრობას, გამონაყარს, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება.

როზმარინი – მთრიმლავ ნივთიერებებსა და ეთერზეთებს მადეზინფიცირებელი და ბაქტერიციდული მოქმედება აქვს. როზმარინის ფოთლების გამონაწვლილი მნიშვნელოვნად ათანაბრებს კანს, ანიჭებს მას სიმკვრივეს, ასტიმულირებს თმის ზრდასა და ეფექტურად ებრძვის ქერტლს.

სვიის ეთერზეთები – კანს ამშვიდებს, ანიჭებს სიმკვრივეს.

სალბის ეთერზეთები და მთრიმლავი ნივთიერება – აქვეითებს ოფლის გამოყოფას, აფერხებს ანთებით პროცესებს, ავიწროებს ფორებს, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს.

შროშანის ეთერზეთები შედის მრავალი სახის პარფიუმერულ და კოსმეტიკურ საშუალებებში. არომათერაპიაში გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი საშუალება.

ძმერხლის ფესვები შეიცავს აქტიურ ნივთიერება რუსკოგენინს. იგი აუმჯობესებს უჯრედების მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს შლაკების კუნთური ქსოვილიდან გამოდევნას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და წყალმარილოვან ცვლას, ხელს უშლის ანთებითი პროცესების აღმოცენებას.

ღიღილოს ყვავილი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, ქსანტოგლუკოზიდებს. ექსტრაქტი ატონიზებს, ბიომასტიმულირებელი და მარეგენერირებელი მოქმედება აქვს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ავიწროებს ფორებს.

ნუში – ნუშის ზეთი მდიდარია A და E ვიტამინებით, იგი ამშვიდებს კანს, ხსნის გაღიზიანებას, ასევე იცავს მგრძნობიარე კანს გამოშრობისაგან.

ვარდი – განსაკუთრებით ეფექტურია ვარდის ძმარი ცხიმიანი და ნორმალური კანის მოსავლელად. ოთხ პეშვ ვარდის ფურცელს დაასხით ნახევარი ლიტრი ძმარი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ნახევარი ლიტრი გადადუღებული წყალი, მიიღებთ ლოსიონს, რომელიც კარგად ასუფთავებს და ატონიზებს კანს.

პიტნა – ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო ის გამოიყენება კოსმეტოლოგიაში მშრალი კანისთვის. სახის, კისრისა და გულმკერდის პიტნის ყინულის კუბებით გაწმენდა მატონიზებლად მოქმედებს კანზე, არბილებს მას და ასწორებს ნაოჭებს.