მითი თუ რეალობა კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მითი თუ რეალობა კოსმეტოლოგიაში

– კანს არაფერი დაემართება, თუ ერთ-ორ ფუნთუშას ან შოკოლადს შეჭამთ. გამონაყარის წარმოქმნის ნამდვილი მიზეზი სტრესი და ჰორმონული ცვლილებებია, ასევე შინაგანი ორგანოებისა და ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. თუმცა, ტკბილეულის ჭარბად მიღებამ შეიძლება კანის მდგომარეობა გააუარესოს.

კიტრს, თვალისირგვლივ კრემებს, ჩაის პაკეტებს შეუძლიათ თვალების ქვეშ შეშუპების მოხსნა?

– ეს მართლაც ასეა, თუ შესივება არაა გამოწვეული თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებით ან სახის წყობით. აღნიშნული საშუალებები მართლაც რამდენიმე საათით აუმჯობესებს მდგომარეობას, მაგრამ თვალის ქვეშ ტომრები საბოლოოდ არ ქრება.

დამატენიანებელი საშუალებები ნაოჭების გაჩენას ეწინააღმდეგება?

– დამატენიანებელი საშუალებები ათანაბრებს და ასწორებს კანს, თუმცა, ნაოჭებს ებრძვის მხოლოდ სპეციალური პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მზისგან დამცავ და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს უკანასკნელი მიმართულია დაბერების პროცესის შეფერხებისკენ.

კოსმეტიკური საშუალებები კანს ტოქსინებისგან ათავისუფლებს?

– კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, რომ კანი უნდა გავასუფთაოთ ტოქსინებისგან, რათა ჰქონდეს ჯანსაღი იერი. მაგრამ ეს ნივთიერებები ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის შედეგია და მუდმივად გამოიყოფა კანის საშუალებით. სკრაბები, ორთქლის აბაზანები და ნიღბები ასუფთავებს კანს ჭუჭყის, ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი ქსოვილებისაგან.

სწორი კვება დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე?

– ხილი და ბოსტნეული, მარილიანის, ცხიმიანის, ცხარე და შემწვარი საკვების შეზღუდვა, ასევე რძის პროდუქტების მიღება სასარგებლოა ყველა ტიპის კანისათვის, განსაკუთრებით კი პრობლემურისათვის.

საპონი კანისთვის მავნებელია?

– თხელი, ნაზი და მგრძნობიარე კანი კატეგორიულად ვერ იტანს საპონს. მაგრამ თუ საპნით დაბანის შემდეგ თავს კომფორტულად იგრძნობთ, კანი არ იქერცლება და არ გაქვთ კანის დაჭიმულობის შეგრძნება, დაიბანეთ, რამდენიც გენებოთ. საპონი შეარჩიეთ კანის ტიპის გათვალისწინებით. მშრალი და ნორმალური კანისთვის რბილი, კრემის შემცველი საპონია მისაღები. ცხიმიანი კანისთვის – გამწმენდი საპონი.

დილით ყინულის დადება და კონტრასტული დაბანა კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეს ზრდის?

– მცენარეების გაყინული ნახარშის კუბიკებით ან კონტრასტული დაბანით გაღვიძებულ კანს აქვს მომატებული ტონუსი და დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას.

ტონალური კრემი მარტო სახის ფერის ტონიზებას ახდენს?

– თანამედროვე ტონალურ კრემებს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს: ისინი ათანაბრებენ კანის ფერს, იცავენ გარემოს მავნე ფაქტორებისა და ულტრაიისფერი სხივებისაგან, ატენიანებენ ან კვებავენ კანს.

ტუჩსაცხი არა მარტო იარაღი, თავდაცვაცაა?

– ტუჩსაცხი არა მარტო ღებავს, იცავს კიდეც ტუჩებს გარემოს მავნე ზემოქმედების, ულტრაიისფერი გამოსხივების, დაბალი ტემპერატურის, ქალაქის სმოგისა და ქარისაგან. გარდა ამისა, ტუჩსაცხი კვებავს და ატენიანებს ტუჩებს, იცავს მას ნახეთქებისა და აქერცვლისაგან.

ხელების სათუთი მოვლა უზრუნველყოფს მის ახალგაზრდობას?

– რეგულარული მანიკიური, მკვებავი კრემების ნიღბები და სამკურნალო აბაზანები ხელის კანს უნარჩუნებს სიგლუვეს, სირბილესა და ხავერდოვნებას. საოჯახო საქმიანობისას რეზინის ხელთათმანების მუდმივი გამოყენებით ხელის კანს დაიცავთ მოდუნებისა და ნაოჭებისაგან.