მითი თუ რეალობა კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

მითი თუ რეალობა კოსმეტოლოგიაში

მითი თუ რეალობა კოსმეტოლოგიაში
შოკოლადი და ფუნთუშეულობა კანზე გამონაყარისა და მუწუკების გაჩენის მაპროვოცირებელია? – კანს არაფერი დაემართება, თუ ერთ-ორ ფუნთუშას ან შოკოლადს შეჭამთ. გამონაყარის წარმოქმნის ნამდვილი მიზეზი სტრესი და ჰორმონული ცვლილებებია, ასევე შინაგანი ორგანოებისა და ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. თუმცა, ტკბილეულის ჭარბად მიღებამ შეიძლება კანის მდგომარეობა გააუარესოს.

კიტრს, თვალისირგვლივ კრემებს, ჩაის პაკეტებს შეუძლიათ თვალების ქვეშ შეშუპების მოხსნა?

– ეს მართლაც ასეა, თუ შესივება არაა გამოწვეული თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებით ან სახის წყობით. აღნიშნული საშუალებები მართლაც რამდენიმე საათით აუმჯობესებს მდგომარეობას, მაგრამ თვალის ქვეშ ტომრები საბოლოოდ არ
ქრება.

დამატენიანებელი საშუალებები ნაოჭების გაჩენას ეწინააღმდეგება?

– დამატენიანებელი საშუალებები ათანაბრებს და ასწორებს კანს, თუმცა, ნაოჭებს ებრძვის მხოლოდ სპეციალური პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მზისგან დამცავ და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს უკანასკნელი მიმართულია დაბერების პროცესის შეფერხებისკენ.

კოსმეტიკური საშუალებები კანს ტოქსინებისგან ათავისუფლებს?

– კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, რომ კანი უნდა გავასუფთაოთ
ტოქსინებისგან, რათა ჰქონდეს ჯანსაღი იერი. მაგრამ ეს ნივთიერებები ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის შედეგია და მუდმივად გამოიყოფა კანის საშუალებით. სკრაბები, ორთქლის აბაზანები და ნიღბები ასუფთავებს კანს ჭუჭყის, ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი ქსოვილებისაგან.

სწორი კვება დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე?

– ხილი და ბოსტნეული, მარილიანის, ცხიმიანის, ცხარე და შემწვარი საკვების შეზღუდვა, ასევე რძის პროდუქტების მიღება სასარგებლოა ყველა ტიპის კანისათვის, განსაკუთრებით კი პრობლემურისათვის.

საპონი კანისთვის მავნებელია?

– თხელი, ნაზი და მგრძნობიარე კანი კატეგორიულად ვერ იტანს საპონს. მაგრამ თუ საპნით დაბანის შემდეგ თავს კომფორტულად იგრძნობთ, კანი არ იქერცლება და არ გაქვთ კანის დაჭიმულობის შეგრძნება, დაიბანეთ, რამდენიც გენებოთ. საპონი შეარჩიეთ კანის ტიპის გათვალისწინებით. მშრალი და ნორმალური კანისთვის რბილი, კრემის შემცველი საპონია მისაღები. ცხიმიანი კანისთვის – გამწმენდი საპონი.

დილით ყინულის დადება და კონტრასტული დაბანა კანის ელასტიკურობასა და სიმკვრივეს ზრდის?

– მცენარეების გაყინული ნახარშის კუბიკებით ან კონტრასტული დაბანით გაღვიძებულ კანს აქვს მომატებული ტონუსი და დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას.

ტონალური კრემი მარტო სახის ფერის ტონიზებას ახდენს?

– თანამედროვე ტონალურ კრემებს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს: ისინი ათანაბრებენ კანის ფერს, იცავენ გარემოს მავნე ფაქტორებისა და ულტრაიისფერი სხივებისაგან, ატენიანებენ ან კვებავენ კანს.

ტუჩსაცხი არა მარტო იარაღი, თავდაცვაცაა?

– ტუჩსაცხი არა მარტო ღებავს, იცავს კიდეც ტუჩებს გარემოს მავნე ზემოქმედების, ულტრაიისფერი გამოსხივების, დაბალი ტემპერატურის, ქალაქის სმოგისა და ქარისაგან. გარდა ამისა, ტუჩსაცხი კვებავს და ატენიანებს ტუჩებს, იცავს მას ნახეთქებისა და აქერცვლისაგან.

ხელების სათუთი მოვლა უზრუნველყოფს მის ახალგაზრდობას?

– რეგულარული მანიკიური, მკვებავი კრემების ნიღბები და სამკურნალო აბაზანები ხელის კანს უნარჩუნებს სიგლუვეს, სირბილესა და ხავერდოვნებას. საოჯახო საქმიანობისას რეზინის ხელთათმანების მუდმივი გამოყენებით ხელის კანს დაიცავთ მოდუნებისა და ნაოჭებისაგან.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფრჩხილები – რქოვანი ფირფიტაა, რომელიც ფარავს თითების დისტალური ფალანგების ბოლოებს. ფრჩხილში განასხვავებენ სხეულს და ძირს.
სილამაზის სალონებში სტუმრობა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო,
ციტრუსები – ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი – მადისაღმძვრელი, არომატული და ძალიან სასარგებლო ხილია,
კიტრი - შეიცავს C, B1, B2, PP ვიტამინებს, ცილებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებს.
კოსმეტიკაში ნატურალური პროდუქტების – ხილის, ბოსტნეულისა და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტების დამატება,
კომბოსტოს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალო და კოსმეტოლოგიური მიზნებისათვის. შემოდგომით, როდესაც აცივება იწყება, ქარიანი
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად