სახის ნიღბები კომბოსტოს წვენისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

სახის ნიღბები კომბოსტოს წვენისგან

სახის ნიღბები კომბოსტოს წვენისგან
კომბოსტოს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალო და კოსმეტოლოგიური მიზნებისათვის. შემოდგომით, როდესაც აცივება იწყება, ქარიანი და წვიმიანი დღეები მრავლდება, უამინდობაში ხშირად გვიხდება გარეთ ყოფნა, სასურველია სახის კანი დავიცვათ მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან. ამაში თეთრთავიანი კომბოსტო და მისი მწნილის წვენი დაგეხმარებათ.
კომბოსტოს წვენი მდიდარია C ვიტამინით, ის საუკეთესოდ წმენდს, ათეთრებს, აჯანსაღებს და კვებავს კანს.

ნორმალური კანისათვის რეკომენდებული რეცეპტები:

ხორცსაკეპში გაატარეთ კომბოსტოს ფურცლები, მიღებული ფაფისებრი მასა დაიდეთ სახეზე და კისრის არეში, შეგიძლიათ გაწუროთ მისი წვენი და ბამბის ტამპონით შეიზილოთ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ და სახე
გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აიღეთ მწვანე კომბოსტოს 1 ჩაის კოვზი წვენი და ზეთი (სასურველია ზეითუნის), შეურიეთ ერთ კვერცხის გულს. მიღებული ნარევი ნიღბის სახით გაიჩერეთ სახისა და კისრის არეში 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
სილამაზის სალონებში სტუმრობა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო,
შოკოლადი და ფუნთუშეულობა კანზე გამონაყარისა და მუწუკების გაჩენის მაპროვოცირებელია?
კოსმეტიკაში ნატურალური პროდუქტების – ხილის, ბოსტნეულისა და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტების დამატება,
კოსმეტიკის შეძენა საფირმო სალონებში ან სპეციალიზებულ მაღაზიაში ჯობს. კონსულტანტი არა მარტო გაგაცნობთ ამა თუ იმ საშუალებას,
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად