რა წესები უნდა დაიცვათ სახის დაბანისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

რა წესები უნდა დაიცვათ სახის დაბანისას

რა წესები უნდა დაიცვათ სახის დაბანისას
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა და წესს. 

ბევრს ჰგონია, რომ ცივი წყლით სახის დაბანა სასარგებლოა, მატონიზებელ გავლენას ახდენს კანზე. ყინულის კუბები გვირილით ან მწვანე ჩაით მართლაც სასარგებლოა სახის კანისთვის, მაგრამ სისტემატურად ცივი წყლით დაბანა იწვევს სისხლძარღვების სპაზმს და აფერხებს სახის კანის კვებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხელი წყლით დაბანაც არასასურველია. სისხლძარღვები ცხელი წყლის გავლენით ფართოვდება და სახის კანი დროთა განმავლობაში კარგავს ელასტიკურობას, ნაადრევად ჩნდება ნაოჭები. სახის დასაბანად წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20
გრადუსია.

კიდევ ერთი რჩევა - სახის ხშირად დაბანაც არ არის რეკომენდებული. ხშირად დაბანის შემთხვევაში კანი კარგავს დამცავ შრეს, ცხიმის ჯირკვლები აქტიურდება და ინტენსიურად გამოყოფს ცხიმს, რაც არასასურველ კოსმეტიკურ პრობლემებს აძლევს
დასაბამს.

კოსმეტოლოგები გვირჩევენ დღეში ორჯერ დავიბანოთ სახე. დილით, რადგან გაღვიძებისთანავე აუცილებელია კანის მიერ გამოყოფილი ტოქსინებისა და მკვდარი უჯრედების ჩამობანა და საღამოს იმისათვის, რომ მაკიაჟი Dდა დღის განმავლობაში დაგროვილი მტვერი ჩამოვიბანოთ!

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველასათვის ცნობილია, რომ მზის სხივები ვნებს ქალის ნაზ კანს, ხოლო, რა გავლენას ახდენს ის მამაკაცის სხეულზე,
02-09-2019
ჩინელ მედიკოსთა აზრით, შინაგან ორგანოთა ნებისმიერი სახის პათოლოგია (ნორმიდან გადახრა) გარეგნულად გამოიხატება
12-08-2019
ხშირად სახის კანზე ჩნდება გამონაყარი, სიწითლე ან აქერცვლა. მსგავსი პრობლემების აღმოცენება შეიძლება რამდენიმე
10-06-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
სილამაზის სალონებში სტუმრობა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო,
შოკოლადი და ფუნთუშეულობა კანზე გამონაყარისა და მუწუკების გაჩენის მაპროვოცირებელია?
კოსმეტიკაში ნატურალური პროდუქტების – ხილის, ბოსტნეულისა და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტების დამატება,
კომბოსტოს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალო და კოსმეტოლოგიური მიზნებისათვის. შემოდგომით, როდესაც აცივება იწყება, ქარიანი
კოსმეტიკის შეძენა საფირმო სალონებში ან სპეციალიზებულ მაღაზიაში ჯობს. კონსულტანტი არა მარტო გაგაცნობთ ამა თუ იმ საშუალებას,
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად