სილამაზის ტერიტორია ანუ რას გვთავაზობს სილამაზის სალონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სილამაზის ტერიტორია ანუ რას გვთავაზობს სილამაზის სალონი

სილამაზის ტერიტორია ანუ რას გვთავაზობს სილამაზის სალონი
ახალგაზრდობისა და სილამაზის ხანგრძლივად შენარჩუნება დიდწილად კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სხეულისა და სახის კანის მოვლა აუცილებლად დასაცავი რიტუალია. რას გვთავაზობენ ესთეტიკური კლინიკები ამ მიმართულებით:

კანის ზედაპირული შრის მოხვეწა მბრუნავი ჯაგრისისა და აბრაზიული ფხვნილების საშუალებით - ეხმარება ზედაპირული გარქოვანებული უჯრედების მოშორებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ზემოქმედების სიღრმე დამოკიდებულია მოხვეწის სახეზე: მექანიკური ყველაზე ზედაპირულია, ლაზერული - ყველაზე ღრმა. ამ პროცედურის შედეგად კანი სრულად განახლდება, უმჯობესდება მისი სტრუქტურა და მდგომარეობა. პილინგი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებასაც, რომლის ნაკლებობისას კანი კარგავს სიმკვრივეს. კანის ზედაპირული შრე 10-14 დღეში აღდგება,
შემდეგ შესაძლებელია კოსმეტიკის გამოყენებაც.

ოპერაცია სკალპელის გარეშე - ნაოჭების მოშორების ერთ-ერთი საშუალება ბოტოქსის ინექციაა. ეს პროცედურა გულისხმობს სახის კუნთში გასუფთავებული ბოტულინის ნეიროტოქსინის შეყვანას. ის ბლოკავს ნერვული იმპულსების გადაცემას სახის მიმიკური კუნთებისკენ. განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს წარბებს შორის, შუბლის, თვალის კუთხეების, ცხვირის ფუძის მიდამოს ნაოჭებზე. შეყვანიდან
რამდენიმე საათში პრეპარატი იწყებს მოქმედებას. სახის მუსკულატურა დუნდება და ნაოჭები სწორდება. ეფექტი დამოკიდებულია იმუნიტეტსა და ასაკზე. თუმცა, 4-6 თვის შემდეგ პროცედურის გამეორებაა საჭირო რადგან პრეპარატი ვეღარ მუშაობს და კუნთები ისევ იწყებს შეკუმშვას. ბოტოქსი ძალიან ეფექტურია სახის ზედა ნაწილისთვის, მაგრამ, უმჯობესია, პირის ირგვლივ, ნიკაპსა და ლოყებზე, სადაც მეტყველებაზე პასუხისმგებელი კუნთებია, ნაოჭების მოსაშორებლად არ გამოიყენოთ.

ჰიალურონის მჟავა წვრილი ნემსით ნაოჭის (ჩვეულებრივ, ცხვირ-ტუჩის) ქვეშ შეყვანისას სწრაფად ვრცელდება ქსოვილებში და ერწყმის ორგანიზმის ჰიალურონის მჟავას, აძლიერებს წყლის მოლეკულების მოდინებას, კორექტირდება კანის დეფექტები, ნაკეცები, ნაოჭები სწორდება. ეფექტი გრძელდება 1-1,5 წელი.

კანის წმენდა - ხელით, მექანიკური, აპარატული ან ბიოლოგიური საშუალებებით ფორების გათავისუფლება დაბინძურებისაგან. დღეს ყველაზე პოპულარულია აპარატული ანუ ვაკუუმური წმენდა. ბიოლოგიური წმენდა კი ძალიან ჰგავს მსუბუქ ქიმიურ პილინგს, რადგანაც სრულდება სუსტი მჟავე ხსნარებით.

კანის ვაკუუმური წმენდა - ფორების წმენდის ეფექტური და დამზოგავი მეთოდია, რომელიც გამოიყენება კომედონების არსებობისას.

ვაკუუმური მასაჟი - აძლიერებს კანისა და ქსოვილებისაკენ სისხლის მოდინებას, აუმჯობესებს მათ კვებას, ასტიმულირებს ლიმფის მოდინებას და ეხმარება შეშუპებასთან გამკლავებას.

პილინგი - კანის ზედაპირული გარქოვანებული შრის მოშორება. ის შეიძლება იყოს ულტრაბგერითი, ქიმიური და ლაზერული. ასეთი პროცედურა ასტიმულირებს კანის უჯრედების ცხოველმყოფელობას და ძლიერდება კოლაგენის სინთეზი.

ხილის მჟავებით პილინგი - უზრუნველყოფს ძველი უჯრედების რბილად აქერცვლას კანის ზედაპირიდან, აჩქარებს უჯრედების გაყოფის პროცესს და აძლიერებს ეპიდერმისში ნივთიერებათა ცვლას.

ვაპორიზაცია - სახის კანისთვის ოზონის შემცველი ორთქლის ნაკადის მიწოდება, რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. მისი წყალობით ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები ფართოვდება. ის ესაჭიროება ცხიმიანი კანის მქონეთ, ასევე გამოიყენება სხვა პროცედურებისთვის კანის მოსამზადებლად.

კრიოდამუშავება - ანუ სახის კანის დამუშავება თხევადი აზოტით რამდენიმე წამის განმავლობაში. გამოიყენება ნაოჭების სამკურნალოდ.

ახალგაზრდობის ნიღაბი - სახის ოვალის კორექციის საშუალებას იძლევა, ასწორებს ნაოჭებს, აცოცხლებს კანს. ალოეს საფუძველზე შექმნილი ბუნებრივი ნივთიერებების უნიკალური კომპოზიცია უნდა წაისვათ კანზე ფუნჯის საშუალებით, სამასაჟე ხაზების გასწვრივ. რამდენიმე წუთში რბილი ჟელედან ის მაგარ მასად გარდაიქმნება. ეფექტი ნათელია პირველივე ნიღბიდან, მაგრამ უმჯობესია 10 კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარება.

სხივური მკურნალობა - ტარდება ორი სახის სხივით: ულტრაიისფერით, რომელსაც ზოგადმასტიმულირებელი და სამკურნალო მოქმედება აქვს ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა: აკნე ან ვიტილიგო და ინფრაწითელი, რომელიც აღწევს ეპიდერმისის ღრმა შრეში. ის რეფრექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს, აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებას და ამის ხარჯზე აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას. ამით ნორმალიზდება ცხიმისა და ოფლის სეკრეცია, უმჯობესდება კანის კვება. სითბური სხივები ზრდის კოსმეტიკური პრეპარატების ეფექტურობას მათი შეწოვის გაუმჯობესების ხარჯზე.

ელექტრომკურნალობა - გამოიყენება სხვადასხვა სიხშირის, ძაბვისა და მიმართულების დენი. დარსონვალიზაციას იყენებენ მშრალი, მოდუნებული კანის და ნაოჭების დროს. კანი უფრო ელასტიკური, მკვრივი ხდება, წესრიგდება ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება. იონოფორეზი ხელს უწყობს კანში სამკურნალო ხსნარების შეღწევას.

მცირე ქირურგია ასწორებს წვრილ ახალწარმონაქმნებს (პაპილომები, კერატომები, ხალები) თხევადი აზოტით, ელექტროდენით ან ლაზერით.

წერტილოვანი მასაჟი - მოქმედებს სხეულზე ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე, იზრდება ორგანიზმის იმუნიტეტი.

მიკროდენის თერაპია ანუ დენით სტიმულაცია - ამ პროცედურის დროს კანზე, კუნთებსა და სისხლძარღვებზე ზემოქმედებენ. გამოიყენება ნაოჭების, ჰიპერპიგმენტაციის, გამონაყარის დროს.

ლიმფოდრენაჟის მიზანი ლიმფის მიმოქცევის ნორმალიზებაა, რათა სითხე არ შეჩერდეს ორგანიზმში. ამისათვის ხშირად გამოიყენება ხელის ან აპარატული მასაჟი, ასევე პრესოთერაპია - პრობლემურ ზონებზე შეკუმშული ჰაერით ზემოქმედება. შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება სისხლის, ლიმფის მიმოქცევა და შესაბამისად, მცირდება შეშუპება.

ანტიცელულიტური მასაჟი - საკმაოდ უხეში მანუალური ზემოქმედებაა პრობლემურ უბნებზე ანტიცელულიტური კრემების და გელების გამოყენებით. მეტი ეფექტისათვის შეიძლება აღნიშნული მასაჟი ლიმფოდრენაჟთან ერთად გაკეთდეს.

თალასოთერაპია - ზღვის წყლით, წყალმცენარეებით მკურნალობა ქალაქის პირობებში. მისი მიზანია ზედმეტ ცხიმთან ბრძოლა. უმჯობესდება კანის მდგომარეობა, ლიფტინგი, ორგანიზმის მინერალური მარილებით - კალციუმით, კალიუმით და იოდით კვება, რაც ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს. ჩვეულებრივ, კურსი 10 პროცედურას შეადგენს. დასაწყისში, კანის გარქოვანებული უჯრედებიდან გასათავისუფლებლად, ფორების გასახსნელად, ტარდება პილინგი მკვდარი ზღვის მარილებით. შემდეგომ ნივთიერებათა ცვლის გასააქტიურებლად და ქსოვილების საკვებად სხეულზე ათავსებენ ტალახს.

ფოტოგაახალგაზრდავება - ლაზერული თერაპიის ალტერნატივაა, რომელიც მიმართულია კანის
გაახალგაზრდავებისკენ, პიგმენტური ლაქებისა და სისხლძარღვოვანი ვარსკლავების მოსაშორებლად. მკურნალობა მოიცავს 4-6 პროცედურას 3 კვირის ინტერვალით. სინათლის მაღალი ინტენსივობის წყაროს საშუალებით გვარდება კანის ასაკობრივი პიგმენტაციის, კაპილარების გაფართოების, ჭორფლის, გამონაყარის პრობლემა.

მეზოთერაპიისას სახის, კისრის, დეკოლტეს მიდამოში შეჰყავთ ვიტამინების ან ემბრიობლასტის პრეპარატების მიკროინექციები. ეს ააქტიურებს კანის რეგენერაციის პროცესებს და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მის ახალგაზრდობას. მეზოთერაპიის ძირითადი პრინციპია „ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას“. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ მეზოთერაპიის 2-3 სეანსი საკმარისია ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა, თვალსაჩინო შედეგის მისაღწევად აუცილებელია რამდენიმეეტაპიანი კურსის ჩატარება:

პირველი ეტაპი - უჯრედების ფუნქციის აღდგენა, წვრილი სისხლძარღვების კედლების მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხიმოვანი უჯრედებიდან მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფაა, რაც იწვევს ქსოვილებში მიკროცირკულაციისა და ცვლითი პროცესების ნორმალიზაციას.

მეორე ეტაპი - ვენური და ლიმფური მოდინების აღდგენაა, რომელიც ცხოველმყოფელობის მავნე პროდუქტების სრული მოცულობით გამოყოფას უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპი - ლიპოლიზური პრეპარატების ზემოქმედებაა. ის შლის და ორგანიზმიდან გამოჰყავს უკვე არსებული ცხიმი და ეწინააღმდეგება ახალი ცხიმის დაგროვებას.

წვრილ ნაოჭებსა და კანის მოდუნებას მეზოთერაპია კარგად უმკლავდება, რადგანაც სამკურნალო კოსმეტიკა კანში ღრმად შედის და ამიტომაც ნებისმიერ კრემზე რადიკალურად მოქმედებს. ინდივიდუალურად შერჩეულ პრეპარატებს გაუწყლოებულ უჯრედებში ტენის შეკავება შეუძლია, ასტიმულირებს კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას, რაც ზრდის კანის ტურგორს და ასწორებს ნაოჭებს. აქვს ლიფტინგეფექტი, აშორებს ორმაგ ნიკაპს, ანიჭებს სახეს უნაკლო ოვალს, მკურნალობს გამონაყარს, აკნეს, ამცირებს სახის შეშუპებას. მეზოთერაპიის სრული კურსი შედგება ყოველკვირეული პროცედურისგან და გათვლილია 2-3 თვეზე.

ულტრაბგერითი თერაპია აქრობს ნაწიბურებს, პიგმენტურ ლაქებს, გამონაყარს. ის რეკომენდებულია ჭარბი წონის ადამიანებისთვისაც.

ოქროს ძაფები - კანში ოქროს ძაფების იმპლანტაციის მეთოდია, რომლის გამოყენება საჭიროა კანის მოდუნებისას, რადგანაც აჩერებს დაბერების პროცესს. ნაოჭების წარმოქმნის ადგილზე კანის ქვეშ შეჰყავთ უმაღლესი სინჯის ოქროს ძაფები. რადგან ძაფი ძალიან თხელია, იგი პოლიგლიკოლის ძაფთან ერთად შეჰყავთ, რომელიც უკვალოდ იწოვება 2 თვეში. ოქროს ძაფები კანის ქვეშ ქმნის კარკასს, რომელიც იჭერს სახის კონტურს, არ აძლევს მას მოდუნების საშუალებას და ასწორებს ნაოჭებს. ამ ოპერაციის ეფექტი 5-10 წელი გრძელდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კანის ფორმულა - 28აბი
ფასი: 57.5
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
ხშირად სახის კანზე ჩნდება გამონაყარი, სიწითლე ან აქერცვლა. მსგავსი პრობლემების აღმოცენება შეიძლება რამდენიმე
ყველაფერს, რაც საჭიროა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის, უხვად გვაძლევს ბუნება, მთავარია,
ამიერიკის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის აკადემიის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი ხუთი
1. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ხელის კრემი, განსაკუთრებით წყალთან შეხების შემდეგ.
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად