ხილი, ბოსტნეული და სახის სილამაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხილი, ბოსტნეული და სახის სილამაზე

მისი ძღვენის გამოყენება ვისწავლოთ. სწორედ ახლა, ზაფხულში, გაქვთ შანსი, დაუბრუნოთ სახის კანს ხავერდოვანი სინაზე და შესანიშნავი ფერი. ამისთვის დღეში მხოლოდ ნახევარი საათი დაგჭირდებათ. ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები კანს სასარგებლო მიკროელემენტებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ამდიდრებს. ასეთი კოსმეტოლოგიის მარგებლობა დიდი ხანია აღიარეს სპეციალისტებმა. ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ შინაურ ნიღბებს სიამოვნებით იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგები და აღიარებული მზეთუნახავები (მაგალითად, ძალზე პოპულარულია ახალი მარწყვის მათეთრებელი ნიღაბი). ისღა დაგვრჩენია, შევარჩიოთ დიეტა, რომელიც შეესატყვისება ჩვენი კანის ტიპს. ცხიმიანი კანის მთავარი პრობლემა ცხიმის სიჭარბეა, რაც მუწუკებსა და ფერიმჭამელებს აჩენს. სპეციალისტები გვთავაზობენ მატონიზებელ საშუალებებს, რომლებიც ავიწროებს ფორებს და ხელს უშლის კანზე შავი წერტილების წარმოქმნას. გარდა ამისა, კანი აუცილებლად უნდა დანოტივდეს და არავითარ შემთხვევაში არ გამოშრეს.

დეზინფექცია

მგრძნობიარე კანისთვის საკმაოდ ძნელი ასატანია ბუნებრივი ფაქტორების გავლენა. ამის მიზეზი უმთავრესად ცხიმოვანი უჯრედებისა და დამცავი პიგმენტის სიმცირეა. ჭირვეული კანის პატრონებს ნამდვილად არ აქვთ საქმე მარტივად: ეპიდერმისი მყისიერად რეაგირებს კლიმატის ყოველგვარ ცვლილებაზე - ღიზიანდება, იქერცლება, მუწუკდება, ნაადრევად ნაოჭდება. გთავაზობთ ბუნებრივი ნიღბის რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ამ გავლენის შედეგებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სანამ ნიღაბს სახეზე დაიდებთ, მოსინჯეთ ცოტაოდენი ნარევი ნაკლებმგრძნობიარე ადგილზე, რათა შეამოწმოთ, განვითარდება თუ არა ალერგიული რეაქცია.

ვაშლი

ერთი კვერცხის ცილა გასქელებამდე თქვიფეთ. შეურიეთ წვრილად გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ სველი ტამპონით.

საზამთრო და კიტრი

ეს ნიღაბი მუწუკებსა და ფერიმჭამელებს აქრობს. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის საზამთროსა და კიტრის ფაფა და წაისვით სახეზე 20 წუთით. ეფექტი მაქსიმალური რომ იყოს, გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 15-20 დღის განმავლობაში.

ყურძენი

ყურძნის მწიფე მარცვლები შესანიშნავად ატენიანებს ცხიმიან კანს. დილაობით გაიწმინდეთ კანი ყურძნის რბილობით ან ახალგამოწურული წვენით, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ცნობილია, რომ მშრალი კანი სწრაფად ბერდება და ხშირად იქერცლება, ამიტომ აუცილებელია მისი აქტიური დატენიანება. აქ გამოგადგებათ წვნიანი ხილი და ბოსტნეული: გარგარი, ნესვი, კიტრი, ბანანი, ჟოლო, მარწყვი. მშრალი კანისთვის ძალიან სასარგებლოა კვერცხის გული, თაფლი და მცენარეული ზეთი.

გარგარი

წვრილად გახეხეთ 1 ცალი გარგარი ან გაფცქვნილი ატამი, შეურიეთ არაჟანი თანაფარდობით 1:1, წაისვით სახეზე 15 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ტამპონით.

ბანანი

ბანანი არა მარტო ვიტამინებით გაამდიდრებს კანს, არამედ დაასვენებს კიდეც. გახეხეთ მწიფე ბანანი, პიურეს შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე 15-20 წუთით.

კიტრი

კიტრი ცხიმოვანი ფენის აღდგენაში დაგეხმარებათ. შეურიეთ ერთი კიტრის ფაფა არაჟანს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.

მსხალი

ეს ხილი შეიცავს მადეზინფიცირებელ კომპონენტებს, რომლებიც კანის გამახალისებელი და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა. მწიფე მსხალი დააქუცმაცეთ, გაწურეთ, რბილობს შეურიეთ რძის ფხვნილი და სახეზე წაისვით. ჩამოიბანეთ 10 წუთის შემდეგ.

მანგო

აურიეთ ერთმანეთში მანგოსა და გარგარის რბილობი, წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ კანი მატონიზებელი საშუალებით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. ეს ნიღაბი აცხრობს გაღიზიანებასა და სიწითლეს.

ტონუსი

ანორმალური კანი დღეს იშვიათობაა. თუ ასეთი კანი გაქვთ, ჩანს, ბედმა გაგიღიმათ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, თუ დღეს არაფერს უჩივით, პრობლემები არც ხვალ შეგაწუხებთ. არც ასეთი კანის მოვლაა ადვილი.

სტაფილო

სტაფილო შეიცავს კაროტინს, რომელიც სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს. საკმარისია კანის დღეგამოშვებით გაწმენდა სტაფილოს წვენით. თითქმის ასეთივე ეფექტი აქვს ჩაის ნაყენს.

კომბოსტო

ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს მატონიზებელი ნიღაბი. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი და დაიდეთ სახეზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი კიტრის რბილობი - ნიღაბს უფრო ძლიერი დამანოტივებელი ეფექტი ექნება. ძალიან კარგი დამატენიანებელი საშუალებაა კრემი ავოკადოს ზეთით და მინერალური ნივთიერებებით.

პრაქტიკული რჩევები

ბუნებრივი ნიღბის გაკეთება შეიძლება ყოველდღე ან კვირაში 2-3-ჯერ მაინც. ნიღაბი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა მომზადდეს, ხილი და ბოსტნეული ახალი, მწიფე და კარგად გარეცხილი უნდა იყოს. ნიღაბს, ჩვეულებრივ, 15-20 წუთით იდებენ. ამ ხნის განმავლობაში უმჯობესია წამოწვეთ და მოეშვათ. ნიღაბი კარგად გაწმენდილ კანზე უნდა დაიდოთ. კარგი იქნება, თუ ნიღბის წასმამდე სახეს დაიორთქლავთ ან 1-2 წუთით დაიდებთ ცხელ წყალში დასველებულ ხელსახოცს. ნიღბის ჩამობანისას არ არის საჭირო მისი კანში შეზელა. არ უნდა დაიდოთ ნიღაბი თვალების ირგვლივ, ქუთუთოებსა და ტუჩებზე. ნიღბის შემდეგ სახის კანს დასვენება სჭირდება. კარგი იქნება, თუ 2-3 საათის განმავლობაში დეკორატიულ კოსმეტიკას არ გამოიყენებთ.