როგორ მოვუაროთ ხელებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ხელებს

წყალი, საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები კანს აშრობს. შეიზილეთ კრემი კანში, არ დაგავიწყდეთ ხელისგულების გვერდითი კიდეები.

2. ნუნის არეში ყოველდღიურად შეიზილეთ სპეციალური ზეთი ან კრემი, რომელიც მას დაარბილებს და ფრჩხილების ჯანსაღ ზრდას დაეხმარება. უკეთესი ეფექტის მისაღებად ეს ძილის წინ გააკეთეთ.

3. ასაკთან ერთად ფრჩხილები იწყებს აშრევებას და ხშირად იმტვრევა. გაიპრიალეთ ისინი ნატის სპეციალური ჯაგრისით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

4. საპონი აშრობს კანს, რაც კანისთვის არასასურველი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. შეეცადეთ გამოიყენოთ დამატენიანებელი დანამატების შემცველი დასაბანი საშუალებები.

5. რეგულარულად იხმარეთ სკრაბი, რომ მკვდარი უჯრედები მოშორდეს. ამით ხელის კრემს კანის ღრმა ფენებში უკეთ შეწოვის საშუალება მიეცემა.

6. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ იდაყვებს, იქ ნაოჭები განსაკუთრებით შესამჩნევია.

7. ყოველ კვირას (ან 2 კვირაში ერთხელ) გაიკეთეთ მანიკიური.

8. გაიკეთეთ თითებისა და მტევნების მასაჟი სისხლის ცირკულაციის მიმართულებით. ამ მიზნით გამოიყენეთ ხელის კრემი ან ნუშის ზეთი.

9. აუზში ცურვის ან ვარჯიშის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

10. ფრჩხილებს ნუ გამოიყენებთ ინსტრუმენტების ნაკრებად.

11. ხელზე კრემი თანაბრად გადაინაწილეთ. ყოველ ღამე შეიზილეთ კრემი ფრჩხილების ფუძეებში.

შინაური რეცეპტები:

  • თანაბარი რაოდენობით აურიეთ თაფლი და გლიცერინი. ეს საშუალება ეფექტურია კანის გაუხეშებული უბნის, კერძოდ, იდაყვების მოსავლელად. 5-7 დღის შემდეგ კანი ხავერდოვანი და ნაზი გახდება.
  • იდაყვებზე გაუხეშებული კანი გაიწმინდეთ ლიმონის ნაჭრით. რამდენიმე დღეში ის შეხებით უფრო სასიამოვნო გახდება, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრება გარქოვანებული უჯრედები. მუქი ლაქების მოსაშორებლად 15 წუთით მოათავსეთ იდაყვი ლიმონის ახალგამოწურულ წვენში.
  • თაფლი კარგად არბილებს კანს და არის ასევე შესანიშნავი ანტისეპტიკი. ხელის მტევნებზე წაისვით თაფლი და 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ხელის კრემი.
  • ზეთოვანი აბაზანა - შეათბეთ ზეითუნის ზეთი და მასში მოათავსეთ ხელის მტევნები. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დაწექით დასაძინებლად.
  • შეიძლება ხელებზე მჟავე კომბოსტოს წვენის აბაზანის გაკეთება, შემდეგ კი ცხიმიანი კრემის წასმა.
  • ხელებზე კანის აქერცვლის მიზეზი შეიძლება იყოს დისჰიდროზი - ოფლის გამოყოფის დარღვევა. ამ შემთხვევაში ეფექტურია კონტრასტული აბაზანები, მუხის ქერქის ნახარშის აბაზანები (1 ს/კ 1 ლ წყალზე). წყლის პროცედურის შემდეგ ხელზე წაისვით A ვიტამინის შემცველი მკვებავი კრემი. შეეცადეთ საკვებში ჩართოთ ნაღების კარაქი, ღვიძლი, სტაფილოს წვენი.
  • თუ სიცივეების დადგომასთან ერთად ხელის კანი შრება და სკდება, ეფექტურია კარტოფილი. კანიანად მოხარშული კარტოფილი გაასუფთავეთ და დასრისეთ. კანზე დამსკდარი უბნები შეიხვიეთ დოლბანდით და დაიდეთ თბილი პიურე. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიჩერეთ რამდენიმე საათი. პიურეს შეიძლება დაუმატოთ ქაცვის ზეთი.
  • მტვრევადი ფრჩხილების გამაგრება შესაძლებელია მარტივი ნარევით. თანაბარი რაოდენობის ძმრისა და ზეთის ნარევში 10 წუთით მოათავსეთ თითები.
  • ზეთს დაუმატეთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი. ჩაუშვით ხელები ამ ნარევში 7-10 წუთით, შემდეგ შეიმშრალეთ ხელსახოცით.
  • ფრჩხილებს ამაგრებს სოდის აბაზანაც. 1 ს/კ სოდა გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ 2 წვეთი იოდი. მოათავსეთ თითები 10-15 წუთით ამ ნარევში.
  • მკვებავი აბაზანა ხელებისთვის: კარტოფილის თბილ ნახარშს დაუმატეთ 2 ს/კ ზეთი და მოათავსეთ ხელები 5-10 წუთით. შემდეგ წაისვით კრემი.
  • სტაფილოს ნიღაბი ხელებისთვის: წვრილ სახეხზე გახეხეთ საშუალო ზომის სტაფილო, დაუმატეთ 1ს/კ არაჟანი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით სქელ ფენად სუფთა, დაბანილ ხელებზე. ზემოდან დაიფარეთ ქაღალდი და 40 წუთით ჩაიცვით ხელთათმანები.
  • 2 მსხვილი კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, დაჭყლიტეთ და დაუმატეთ 3ჩ/კ ლიმონის წვენი. 15 წუთის შემდეგ მასა მოიშორეთ ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით.
  • კიდევ ერთი კარტოფილის ნიღაბი, რომელიც ზამთარში კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ. მოამზადეთ კარტოფილის პიურე, დაუმატეთ 5 ს/კ რძე. წაისვით თბილი ფაფა ხელებზე, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  • კონტრასტული აბაზანები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. აავსეთ წყლით ორი ჯამი. ერთში მოათავსეთ ცივი წყალი, დაუმატეთ მუხის ქერქის ნახარში ან რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (სალბი, გვირილა, ჩაის ხე). მეორეში კი ჩაასხით ცხელი წყალი, დაუმატეთ ჭინჭრის ნახარში ან რამდენიმე წვეთი ლიმონის, პიტნის ან ლავანდის ზეთი. რიგრიგობით ჩაუშვით რამდენიმე წამით ხელები თითოეულ ჯამში. სულ 15-ჯერ.
  • ზღვის აბაზანები ამაგრებს ფრჩხილებს. ზღვის მარილიან თბილ წყალში ჩაუშვით ხელები, შემდეგ თითოეულ ფრჩხილზე გადაისვით ლიმონის ნაჭერი.
  • მუხის აბაზანები კარგია ხელისა და ფრჩხილის კანის გასამაგრებლად. თითების ბოლოებზე წაისვით ცხიმი ან ძალიან ცხიმიანი კრემი. ჩაუშვით ხელები მუხის ქერქის ნახარშში. პროცედურის შემდეგ გაიწმინდეთ ლიმონის ცედრით.
  • ფრჩხილები მაგარი და ნუნები რბილი რომ გქონდეთ, შეურიეთ 2 ს/კ თაფლი და ხორბლის ზეთი, 1 ს/კ მარილი და 1 კვერცხის გული. ამ ნარევში ჩაუშვით თითები და გააჩერეთ 10-15 წუთით. რეგულარული გამოყენებისას ფრჩხილები გამაგრდება, ნუნა დარბილდება, მარილი კი თითებს გაათეთრებს.