წელიწადის დროები ზამთარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელიწადის დროები ზამთარი

ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც ზამთარია და ცივა. კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს - კარდინალურად შეიცვალოს მოვლის საშუალებები.

რაც უნდა უცნაურად გეჩვენოთ, ზამთარში კანი ისევეა მოწყურებული ტენს, როგორც ზაფხულში. კანს ტენს ართმევს სიცივე და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (რაც გარდაუვალია ადგილსამყოფელის მუდმივი ცვლილებისას - ქუჩიდან შენობის სითბო და პირიქით) კი აძლიერებს დისკომფორტს.

ზამთარში ნელდება ეპიდერმისის უჯრედების განახლება - აქედანაა აქერცვლა და სიმშრალე. ყინვისა და სიცივისაგან დასაცავად კანი უხეშდება, კარგავს სიგლუვეს, ნაკლებად ელასტიკური ხდება და ნებისმიერ გაღიზიანებაზე რეაგირებს წითელი ლაქებით. იცვლება არა უბრალოდ კანის ტიპი და ის უფრო მშრალი ხდება, სამწუხაროდ, ის უფრო სწრაფად ბერდება და ნაადრევად იფარება ნაოჭებით.

ცხიმიანი კანი დილას და საღამოს აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. ჭარბი ცხიმი ბაქტერიების გასამრავლებლად კეთილსაიმედო გარემოა. არ გამოიყენოთ საპონი. წყალში გახსნისას ის ნალექს წარმოქმნის კალციუმისა და მაგნიუმის მარილებთან, რაც კანის ფორებს ახშობს. ეს კი ცხიმისა და საოფლე სადინარების დახშობასა და ჰაერის მიწოდების შეფერხებას იწვევს, ამის გამო კანი აღარ სუნთქავს. ამიტომ გაისუფთავეთ ის წყალში ადვილად ხსნადი გელით ან ქაფით, შემდეგ კი წაისვით სალბის, ლიმონის, ალოეს ექსტრაქტზე დამზადებული კრემი. ისინი არეგულირებენ კანქვეშა ცხიმის გამოყოფას. ცხიმიან კანზე კარგად მოქმედებს მომჟავო რეაქციის, მატონიზებელი, დამარბილებელი ნიღბები.

მშრალ კანს არ უყვარს ექსპერიმენტები, კრემების ხშირი ცვლილება. შეარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი. საღამოს კანის გასუფთავება შესაძლებელია რბილი, კოსმეტიკური რძით, არაჟნით, მჟავე რძით, მცენარეული ზეთით. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. დილით, ქუჩაში გასვლამდე 20-30 წუთით ადრე, წაისვით საცხი, რადგან ცხიმიანი კრემიც კი შეიცავს წყალს (არანაკლებ 25%-ს). ტენის აორთქლებისას ვითარდება გადაცივება და კანის სიმშრალე. მოვლის პროცესის აუცილებელი ელემენტი უნდა იყოს ნიღბები, რომელთა ძირითადი საფუძველიც არის ცხიმები, კვერცხის გული, ხაჭო, ვიტამინები.

ძალიან კარგია მცენარეული ნაყენი: 1 ჩაის კოვზ ბალბას ფესვს, 1 ჩ/კოვზ ცაცხვის ყვავილს, 1 ჩ/კოვზ თაფლს დაასხით ცივი წყალი, ადუღეთ 10 წუთი თავდახურულ ჭურჭელში. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ და გადაასხით ბოთლში. სითხე უნდა შევინახოთ გრილ ადგილზე, მისი გამოყენება შეიძლება რამდენიმე დღე.

სიცივე არა მარტო პროდუქტებს ინახავს, არამედ ქალის სილამაზესაც, ამ მიზნით ზამთარში თოვლის გამოყენებაც კი შეიძლება. პროცედურა დაახლოებით 8 წუთს მოიცავს და შესანიშნავ ეფექტს იძლევა - კანი სწორდება, ქრება ნაოჭები, ჩნდება სასიამოვნო ვარდისფერი შეფერილობა. ხელსახოცში მოათავსეთ პეშვი სუფთა თოვლისა და დაიდეთ სახესა და კისერზე. არ დაივიწყოთ ზედა ქუთუთოები და ნიკაპი. ეს პროცედურა შეიძლება გაკეთდეს ადრე დილას, გაღვიძებისას, ვიდრე ჯერ კიდევ არ ჩამოგიბანიათ ღამის კრემი, ან ძილის წინ. ასეთი კომპრესები ძალიან სასარგებლოა.

ქუჩაში გასვლის წინ არ დაიზაროთ და არ დაინანოთ დრო სახეზე შემდეგი ნარევის ნიღბის გასაკეთებლად: 2 ჩაის კოვზი ლანიკინი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი (ან სხვა რომელიმე მცენარეული ზეთი) და 1 ჩაის კოვზი სახამებელი. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. ღამით გაიკეთეთ ბანანის ნიღაბი. ის ყველასათვის მისაღებია და რეკომენდებულია სწორედ ზამთარში, რადგანაც კანს კვებავს, იცავს და ატენიანებს. ნახევარი ბანანი ჩანგლით დასრისეთ, თხელ ფენად წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.

თუ ყინვაში მუდმივად გიწითლდებათ ცხვირი, ყოველ საღამოს დაიდეთ კონტრასტული (10 წუთი ცხელი, 10 წუთი ცივი) კომპრესები გვირილის ნაყენით: 2 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი.

თუ ზამთარში კანი ძალიან გიღიზიანდებათ, ყოველ საღამოს გაიკეთეთ 5-7-წუთიანი წიწვის გირჩების ნახარშის ცხელი კომპრესი: 3-4 ს/კ წვრილად დაჭრილ გირჩებს დაასხით ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ.

თუ ზამთარში ხშირად იქერცლება კანი, საღამოს შეათბეთ 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი, შეურიეთ წვრილად დაფქულ ჰერკულესს, წაისვით კანზე და შეიზილეთ ეს მასა 2-3 წუთის განმავლობაში. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, გადადუღებული წყლით.

მნიშვნელოვანი ნიუანსია! ზამთარში არა მარტო სახის კანი, მთელი სხეულის კანი უხეშდება და იწყებს აქერცვლას. ტანსაცმელი აღიზიანებს კანს, და მასზე გროვდება ეპიდერმისის მკვდარი უჯრედების ნაწილაკები. კვირაში ერთხელ აუცილებლად იხმარეთ სქრაბი როგორც სახის, ისე ტანისთვის, დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი.

ახალი წლის წინ

ახალი წლის წინ ყველა ქალს უნდა მომხიბვლელი იყოს. სახის კანი ჯანსაღი და ნორჩი რომ იყოს, მის მოვლას ქალი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც უნდა შეუდგეს.

კლეოპატრას აბაზანა - შეათბეთ 1 ლიტრი რძე, არ მიიყვანოთ ადუღებამდე, მეორე ჭურჭელში კი ორთქლის აბაზანაზე გაათბეთ 1 ჭიქა თაფლი. თაფლი გახსენით რძეში, დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. ეს ნარევი ჩაასხით აბაზანის წყალში. ასეთი აბაზანის შემდეგ კანი გლუვი და ნაზი ხდება. დილით დაბანის ნაცვლად გაიწმინდეთ და დაიმასაჟეთ კანი ყინულის ნატეხებით. ყინულის კუბები შეიძლება მომზადდეს ცაცხვის, გვირილის ან სალბის ნახარშით. კანის გაწმენდის შემდეგ შეიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით შესაბამისი კრემი. ტუჩებზე წაისვით თაფლის წვეთი და გაიჩერეთ სრულ შეწოვამდე.

ყველაზე დახვეწილ მაკიაჟსაც კი გლუვი და მოვლილი კანი სჭირდება. ამის მისაღწევად ეფექტიანი საშუალებაა ნიღბების გაძლიერებული კურსი, რომელიც ერთი-ორი კვირით ადრე უნდა დაიწყოს. ნებისმიერი ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 15-20 წუთი, შემდეგ მოიცილოთ ბამბის ტამპონითა და გადადუღებული წყლით.

მშრალი კანისთვის მონაცვლეობით გაიკეთეთ მკვებავი და დამარბილებელი ნიღბები.

მკვებავი: შეურიეთ 1 ს/კ არაჟანი 1 ც კვერცხის გულს;

დამარბილებელი და დამატენიანებელი: თბილი მოხარშული კარტოფილი გადასრისეთ და შეურიეთ რძეს ფაფისებრი მასის მიღებამდე, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, თუ კანი ალერგიისკენ არაა მიდრეკილი.

ნორმალური კანისთვის - მონაცვლეობით გამოიყენეთ ბალახეული და ბანანის ნიღბები, რომლებიც აუმჯობესებს სახის კანის ფერს.

ბალახეული: აიღეთ თითო ჩ/კ პიტნა, სალბი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი, დაასხით მდუღარე წყალი ფაფისებრი მასის მიღებამდე.

ბანანის: ნახევარ მწიფე ბანანს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი რძე და 5 წვეთი ლიმონის წვენი.

ცხიმიანი კანისთვის - კარგია საფუვრისა და კვერცხის ცილის ნიღაბი, რომელიც ზრდის კანის ტონუსს და ჭიმავს ფორებს.

საფუარი: 50 გ ახალი საფუარი შეურიეთ რძეს ან არაჟანს ფაფისებრი მასის მისაღებად.

ცილოვანი: ათქვიფეთ გათეთრებამდე კვერცხის ცილა, შეურიეთ უმ გახეხილ კარტოფილს, დაუმატეთ 1 ს/კ ფქვილი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი.