წელიწადის ოთხი დრო - შემოდგომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელიწადის ოთხი დრო - შემოდგომა

ამიტომ სახის კანის მოვლა წელიწადის ყოველ დროს მნიშვნელოვანია - ზაფხულის ცხელ თუ გაზაფხულის თბილ დღეებში, შემოდგომის ჭირვეულ ამინდსა თუ ზამთრის ყინვაში.

როგორ შევინარჩუნოთ შემოდგომით ზაფხულისგან მიღებული სიკეთეები

ყოველდღიურად მიიღეთ 8 ჩაის ჭიქა წყალი, რადგან მზეზე ყოფნის გამო ორგანიზმში წყლის მარაგი შემცირებულია, ქალაქში კი,მტვრითა და გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის მიზეზით დიდხანს დახურულ სივრცეში ყოფნის გამო, კიდევ უფრო სწრაფად მცირდება. წყალი გამოდევნის ტოქსინებს და ტენით გაჯერებული კანი ინარჩუნებს ელასტიკურობას და ელვარებას.

არ დაგავიწყდეთ სახის კანის ყოველდღიურად დატენიანება. მინერალური წყალი კარგი და იაფი საშუალებაა, რომელიც სასწაულებს ახდენს. დილით, კოსმეტიკური რძით კანის გაწმენდის შემდეგ, მსუბუქად დაისველეთ იგი მინერალური წყლით, შეიმშრალეთ ხელსახოცით (ის ზედმეტ სითხეს შეიწოვს) და სწრაფად წაისვით დამატენიანებელი კრემი. ამით სახეზე დარჩენილ ტენს აორთქლების საშუალებას არ მისცემთ.

დაღლილობისა თუ ცუდი განწყობის მიუხედავად, მაკიაჟის ყოველ საღამოს მოშორება აუცილებელია. ეს სახის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა.

კანი რომ ჯანსაღი, ჯანმრთელი და ლამაზი იყოს, აუცილებელია მისი სისუფთავის დაცვა. მსუბუქი გაწმენდით მას უნდა მოსცილდეს ცხიმი და ეპიდერმისის მკვდარი უჯრედები. ეს პროცედურა ეხმარება კანის რეგენერაციას, აძლევს მას თავისუფლად სუთქვისა და საკვები ნივთიერებების ათვისების შესაძლებლობას. ზოგჯერ კანის გაწმენდა სუფრის მარილითაც შეიძლება - ეს კარგი პილინგია. მარილით არა მარტო სახის, სხეულის გაწმენდაც სასარგებლოა.

ზაფხულში კანი გამომშრალია, ამიტომ საჭიროა ნიღბების გამოყენება წყლის ბალანსის აღსადგენად და კანის სირბილისა და ელასტიკურობისათვის (შემოდგომით კანი უხეშდება ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით).

კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი

1 კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. თუ ნარევი საკმარისად არ გასქელდა, დაუმატეთ მცირე რაოდენობით კარტოფილის ფქვილი. ნიღაბი წაისვით სახესა და კისერზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და ბამბის ტამპონით, შემდეგ კი - ცივი წყლით.

ყურძნის წვენი - შემოდგომით სასარგებლოა ყურძნის წვენის ნიღაბი. ის იდეალურია მომუშავე ქალებისთვის.

გაღვიძების შემდეგ ყურძნის მარცვლებით გაიწმინდეთ სახე და კისერი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ასეთი პროცედურის შემდეგ კანი ატლასივით პრიალა და გლუვი ხდება.

შემოდგომით მშრალი კანისთვის კვირაში 2-ჯერ შეიძლება გამოიყენოთ პარაფინისა და ზეთის ნიღბები (კურსზე სულ 8-10 პროცედურა). მშრალი და მოდუნებული კანის საზამთროდ მოსამზადებლად ეს კარგი საშუალება იქნება.

შემოდგომით თავადაც შეგიძლიათ ზოგიერთი ნაყენის მომზადება.

ძმრის ნაყენი - 2 ჩაის კოვზ წითელი ვარდის ფურცლებსა და კრაზანას ყვავილს დაასხით 100 გრამი 30%-იანი სუფრის ძმარი. გააჩერეთ 10-12 დღე ბნელ, გრილ ადგილას და ურიეთ. გადაწურეთ ორფენა დოლბანდში. ნაყენის შენახვა დიდხანს შეგიძლიათ. ნორმალური კანისთვის: 1 ჩ/კ ნაყენი და 5გ სორბიტი, ცხიმიანი კანისთვის კი - 1-2ჩ/კ ნაყენი და 1-2ჩ/კ გლიცერინი.

კიტრის ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის - ჭურჭლის 1/5 შეავსეთ არყით, დანარჩენი 4/5 კანიანად გახეხილი კიტრის ფაფით. გააჩერეთ 8-10 დღე გრილ ადგილზე, გადაწურეთ 2 ფენა დოლბანდში. 100 გრამ ლოსიონს დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი გლიცერინი. კანის მდგომარეობის მიხედვით ნარევი შეგიძლიათ წყლით გააზავოთ.