სილამაზის სალონი შინ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზის სალონი შინ

მაგრამ თავისუფლად შესაძლებელია კოსმეტოლოგიური სალონის შინ მოწყობაც. ცხადია, სახლში ჩატარებული პროცედურები სრულად ვერ შეცვლის კვალიფიციურ კოსმეტოლოგს, მაგრამ სახის რეგულარული მოვლით შინაც მოხერხდება კარგი შედეგის მიღება - კანი შეინარჩუნებს ახალგაზრდობას, სიჯანსაღესა და სიგლუვეს.

კოსმეტოლოგიურ სალონებში შემოთავაზებული ძირითადი პროცედურებია: სახის გაწმენდა, მასაჟი, დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები.

სახის გაწმენდა ბევრი ქალისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით - ცხიმოვანი, ფორებიანი კანისას. ასეთი კანი თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს და ამ პროცედურას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება. შეარჩიეთ კარგად განათებული ადგილი, სადაც სარკე მოთავსდება და მაგიდაზე ხელებს დააყრდნობთ. ამისათვის დაგჭირდებათ სადეზინფექციო ხსნარი და სტერილური ბინტი. პროცედურის დროს აუცილებელია ჰიგიენის ელემენტარული პრინციპების დაცვა.

დავიწყოთ სახის კანის გაწმენდა. წაისვით სახეზე კანის ტიპის შესაფერისი რძე, წრიული მოძრაობით ნიკაპისა და კისრის ხაზიდან ყურის ბიბილოსკენ, ცხვირის ფრთებიდან ყვრიმალებისკენ, ცხვირის ძგიდიდან შუბლისკენ. რძე მოიშორეთ ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული ტამპონით. რძის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ტონიკით, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ. 1 ლიტრ მინერალურ წყალს დაამატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და მწიკვი მარილი. ასეთი ტონიკით დილას და საღამოს სარგებლობისას ის რამდენიმე თვე გვეყოფა. საჭიროა მისი მაცივარში შენახვა.

ვაკეთებთ პილინგს - ვიშორებთ კანის გარქოვანებულ უჯრედებს. ყველაზე ხშირად პილინგს სქრაბის საშუალებით აკეთებენ, თუმცა შეიძლება სახეზე წაისვათ საპნის კრემი - ჩვეულებრივი, წყალში აქაფებული საპონი. ქაფში დაამატეთ რამდენიმე წვეთი კალციუმის ქლორიდი. უმჯობესია საბავშვო საპონი. თითებით მოიშორებთ კანის აქერცლილ ნაწილაკებს. გასუფთავების შემდეგ ისევ წაისვამთ საპნის კრემს, გადაივლებთ წყალს. პილინგი კვირაში ერთხელაა საჭირო.

ახლა შევუდგეთ მასაჟს. მასაჟისთვის კრემის სახით შეიძლება გამოიყენოთ ორთქლის აბაზანაზე შემთბარი ზეითუნის ზეთი. პროცედურა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება:

  • წერტილოვანი მასაჟი იწვევს სისხლის მოდინებას კანისკენ. ცერა თითი მოძრაობს ცხვირის ნესტოებიდან ყურის ბიბილოებისკენ;
  • მოხრილი თითებით ზეწოლითი მოძრაობით იმავე ხაზებზე (როგორც კანის გაწმენდისას);
  • სტოკატო - თითების მსუბუქი დარტყმითი მოძრაობა კანის ზედაპირზე;
  • მომადუნებელი წერტილოვანი მასაჟი - თითებით მოძრაობთ სახეზე ნიკაპიდან ტუჩის კუთხეებამდე, შემდეგ აგრძელებთ მოძრაობას ტუჩის კუთხეებიდან ცხვირის ნესტოებისკენ (ერთდროულად იღებენ ორ სიმეტრიულ წერტილს), ამასაჟებთ წარბების ქვედა მიდამოს და წარბებშორის ადგილიდან მიიწევთ შუბლის ცენტრისკენ.

ამ თანმიმდევრობის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე. მნიშვნელოვანია თითების ზეწოლითი მოძრაობის რიტმის დაცვა.

ვიკეთებთ მკვებავ ნიღაბს. უმჯობესია მისი ხაჭოზე მომზადება. მშრალი კანისთვის - ცხიმიანი ხაჭო, სხვა ტიპის კანისთვის - ნულოვანი პროცენტობის ცხიმიანობის ხაჭო. ნიღბის ფუძედ შეიძლება არაჟანიც გამოდგეს.

1 ს/კ ხაჭოში ან არაჟანში ჩავსრისოთ ნახევარი ბანანი და ნახევარი კივი. ნიღაბი წავისვათ ხელით ან სპეციალური ფუნჯით. რაც უფრო სქელია ფენა, მით უკეთესია. 10-15 წუთის შემდეგ ბამბის ტამპონით იშორებთ ნიღაბს. წაისვით დღის დამცავი კრემი. გაწმენდილ სახეზე კრემის წასმისას შესაძლებელია წვის შეგრძნება.

ქუთუთოების სიწითლის მოსახსნელად კიტრის ან უმი კარტოფილის ნაჭერი დაიდეთ ქუთუთოებზე. თვალების შეშუპებისას შეიძლება რძეში დასველებული ბამბის ტამპონების მოშველიება.

ორთქლის აბაზანა - კოსმეტოლოგიური კაბინეტის ერთ-ერთი ძირითადი პროცედურაა. ის სასარგებლოა როგორც ცხიმიანი, ისე გაუხეშებული ფორებიანი კანისთვის. ორთქლის აბაზანის შემდეგ კანი ადვილად ემორჩილება შემდგომ დამუშავებას - გაწმენდას, მასაჟს, ნიღაბს. ორთქლის აბაზანის წარმატებით გამოყენება შეიძლება მრავლობითი შავი წერტილებისა და გამონაყარის დროს. ორთქლის ზემოქმედებით კანი რბილდება, რაც მტვრისა და გამონაყარისგან, ოფლისა და ცხიმის გამონაყოფისგან მის გათავისუფლებას ეხმარება. კანი სუფთავდება და გლუვდება. ამას გარდა, აბაზანა ხელს უწყობს კანის სიმაგრეების გაწოვასა და ანთებითი რეაქციების გაქრობას.

კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ამ პროცედურას უფრო ხშირად ცხიმიანი კანის დროს იყენებენ, რომ მოშორდეს ცხიმიანი ჯირკვლის სადინარების დამხშობი საცობი.

თუმცა ორთქლის ხშირი აბაზანა არ შეიძლება. არც მისი მთელ სახეზე გაკეთებაა რეკომენდებული, თუ კანი არ არის ცხიმიანი და მასში ცოტაა დაბინძურებული ფორა და შავი წერტილი.

მშრალი კანისთვის ორთქლის აბაზანა იშვიათად უნდა გამოვიყენოთ და ისიც - მხოლოდ ძლიერი დაბინძურებისას.

კანზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წაისვათ ცხიმიანი კრემი. მშრალი კანისთვის ორთქლის აბაზანა საკმარისია 3-4 თვეში ერთხელ, სასურველია არა ზამთარში, ცივ ამინდში. ცხიმიანი კანის დროს ორთქლის აბაზანა გამოიყენება კვირაში 1-2-ჯერ.

ორთქლის აბაზანა უკუნაჩვენებია გაფართოებულფორებიანი მოდუნებული კანის დროს, ვარდისფერი გამონაყარის, ასევე მომატებული წნევის, ბრონქული ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. თუ ლოყებზე ჩანს გაფართოებული სისხლძარღვები, ორთქლის აბაზანის წინ სახეზე უნდა წაისვათ ცხიმიანი კრემი.

ჯანმრთელ კანზე თვეში 2-ჯერ დასაშვებია ორთქლის აბაზანა. მისი დანიშვნა სიფრთხილითაა საჭირო, რადგანაც ის კანს არბილებს, სისხლძარღვებს აფართოებს და კუნთების ტონუსს აქვეითებს.

ორთქლის აბაზანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის ხასიათსა და მის მდგომარეობაზე: მშრალი კანისას - 5-7 წუთი, მშრალი და ძალიან დაბინძურებული კანის დროს - 7-10 წუთი, ნორმალური კანისას - 10-12 წუთი. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, უხეში და ცხიმიანი კანის დროს, ძლიერად დაბინძურებული ფორებით, ანთებითი მოვლენებითა და სიმკვრივეებით, პროცედურა, გამონაკლისის სახით, შეიძლება 15 წუთამდე გაგრძელდეს. მსგავსი ორთქლის აბაზანის გამოყენება კვირაში ერთხელაა შესაძლებელი. ორთქლის აბაზანის ტემპერატურა უნდა იყოს 500C.

ორთქლის აბაზანა თავშავათი შესანიშნავად ასუფთავებს და ახალისებს დაღლილ კანს. მის მოსამზადებლად საჭიროა ცხელ წყალში ჩაყაროთ 2-3 ჩაის კოვზი თავშავა. თავშავას გააჩნია გამწმენდი თვისება და იგი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის.

ბევრი ფიქრობს, რომ ორთქლის აბაზანის მიღება მარტივი პროცედურაა, რომელიც არ საჭიროებს ექიმი-კოსმეტოლოგის ან დერმატოლოგის კონსულტაციას. მაგრამ ქალები ამ პროცედურას სერიოზულად უნდა მოეკიდონ და არ გამოიყენონ ის საკუთარი შეხედულებისამებრ.