ზაფხული და კოსმეტიკური საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და კოსმეტიკური საშუალებები

მაკიაჟი მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, კანს განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ. ზაფხულში უმჯობესია ტონალური კრემი ულტრამსუბუქი ტექსტურით. ასეთი საშუალება ცხელი ამინდის შესატყვისია, არ აღიზიანებს კანს, კარგად ირეკლავს შუქს, კანი არ არის ფერმკრთალი და უსიცოცხლო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ პუდრიც, წაისვით მხოლოდ ფრონტალურ ზონაზე, სადაც უფრო ხშირად შეიმჩნევა ბზინვარება. მაკიაჟის შესწორება შეიძლება სპეციალური ხელსაწმენდებით, რომლებიც ადვილად უმკლავდება ცხიმოვან ბზინვარებას.

გახსოვდეთ:

  • კანის სწორი გაწმენდა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით - ზაფხულში, როცა სიცხის გამო კანი მტვერს ადვილად იზიდავს და ძალიან ბინძურდება;
  • კანის გონივრული მოვლა გულისხმობს სახის გაწმენდას დღეში ორჯერ: დილას და საღამოს. მთავარია, არ გადააჭარბოთ: კოსმეტიკის ხშირი გამოყენება კანს ძლიერად აშრობს;
  • დილის პროცედურის მიზანია - “შინაგანი” დაბინძურებისგან გათავისუფლება, კანი ხომ ორგანიზმის ერთ-ერთი ძლიერი სისტემაა, რომელსაც 24 საათის განმავლობაში გამოაქვს ტოქსინები და წიდები;
  • საღამოს გამწმენდი პროცედურა ძირითადად “გარეგანი” ჭუჭყის (ჭუჭყი, ქუჩის მტვერი) მოცილებას ითვალისწინებს.

ცხიმოვანი ბზინვარება და აკნე

თუ ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ მოიშველიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ანთებით პროცესებს და არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავებას.

ცხიმიანი კანის მქონეთ კოსმეტოლოგები წყლით დაბანას ურჩევენ (არავითარ შემთხვევაში - ცხელით!). საჭიროა კანზე წინასწარ გელის ან ქაფის წასმა. არ იფიქროთ, რომ ცხიმიანი კანისთვის ყველაფერი სულერთია - მასზე ყოველდღიურად მოქმედებს ქუჩის მტვერი, უხეში ქსოვილი და ა.შ. ამიტომ მოვლის საშუალებებში დამამშვიდებელი კომპონენტები - ზეითუნის ან ეთეროვანი ზეთები, ასკილის, პიტნის, გვირილის ექსტრაქტებიც უნდა იყოს. კვირაში ორჯერ კანს ნიღბით ან სქრაბით ღრმა წმენდა სჭირდება. ყველაზე კარგად გამოიყენებთ გამწმენდ გელს მიკროგრანულებით.

ავირჩიოთ ტონალური საცხი

  • მშრალი კანისთვის განკუთვნილია წყალზე დამზადებული გაჯერებული ტონალური საშუალებები ან მინერალური პუდრები.
  • ცხიმიანი ტიპის კანისთვის შეარჩიეთ ტონალური პუდრი საფუძვლით. ისინი საკმაოდ მდგრადია და ფარავს ცხიმოვან ბზინვარებას.
  • კომბინირებული კანი მინერალური შემადგენლობის ტონალურს ითხოვს.
  • ნორმალურ კანს მდგრადი კრემები შეეფერება, ისინი თითქმის შეუმჩნეველია და კანის ზედაპირს ათანაბრებს.
  • პილინგს სიფრთხილით მოეკიდეთ, გამოიყენეთ ნაკლებტრავმული საშუალებები, რომლებიც კანის ღრმა ფენებში აღწევენ და წმენდენ მას.