რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ბბ ტესტი გავიკეთე მენზს ველოდები 5 დღეეში და მეორე ხაზი გავარდისფრდა გვიან ესე 30 წუთის მერე რომ ეს რას ნიშნავს ? მარტო მკერდი მტკივა მეტი არაფერიიი და კიდევ თუ ორსულად ვარ ბაზალურ ტემპერატურას ყურადღება მივაქციო ? აუცილებელია 37 და ზემოთ იყოს ? მადლობაააა
პასუხი
-გაგაცნობთ ორსულობის სადიაგნოსტიკი ტესტის ჩატარებისა და შეფასების წესს: ტესტის პასუხი ჭეშმარიტია მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ. თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ, შესაძლოა საეჭვო შედეგი მივიღოთ. ორსულობის სწრაფი ტესტები სხვადასხვაგვარია. ზოგს ციფრული ეკრანი აქვს, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს პასუხს ("კი" ან "არა"), ზოგზე კი დატანებულია რამდენიმე მგრძნობიარე ზოლი, რომლებიც შარდთან შეხებისას რეაგირებს და ფერს იცვლის. გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. ჩვეულებრივ ტესტების მწარმოებლები შეფუთვაზე აწერენ თუ როგორ უნდა მივიღოთ ზუსტი პასუხი. ამოიღეთ ინდიკატორი ალუმინის პაკეტიდან; შეაგროვეთ შარდი (დილის) სუფთა ჭურჭელში; ჩაუშვით ინდიკატორი ვერტიკალურად წითელ ნიშნულამდე და გააჩერეთ 5-10 წამის განმავლობაში; მოათავსეთ ინდიკატორი ჰორიზონტალურ ზედაპირზე და დაელოდეთ შედეგს 5-10 წუთი. 10 წუთის შემდეგ შედეგის წაკითხვა არასწორია. ტესტირების შედეგების შეფასება შემდეგნაირად ხდება: თუ წარმოიქმნება 2 ხაზი – თქვენ ორსულად ხართ. თუ წარმოიქმნება 1 ხაზი - ორსულობა გამოირიცხება. თუ ტესტირების შედეგად არ წარმოიქნა არცერთი ხაზი, მაშინ ტესტირება არ იყო ჩატარებული სწორად, ან გამოყენებული იყო დაზიანებული ტესტი და აუცილებელია ტესტირების ხელახალი ჩატარება. რაც უფრო პატარაა ორსულობის ვადა, შესაბამისად მცირეა შარდში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა და შესაბამისად მკრთალია ტესტზე მეორე ხაზი. მენსტრუაციის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკისათვის უნდა განისაზღვროს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინი. ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია! სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ.