ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ,რა აღარ ვცადე მაგრა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

14-08-2012

-ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ,რა აღარ ვცადე მაგრამ არაფერმა მიშველა.თქვენი იმედიღა მაქვს.ორი კვირაა რაც ბავშვი გავაჩინე,მყავს ბუნებრივ კვებაზე,მაგრამ თავები ისე მტკივა სიმწრისგან ცხარე ცრემლით მიწევს ტირილი ყოველ ჭამაზე.არადა საკმაოდ ხშირად მტხოვს ჭამას.მირჩიეთ რამე თორე გამიმწარდა ცხოვრება.იქნებ მალე მომწეროთ.მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ძუძუთი კვების პირველ პერიოდში დვრილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა. გარდა ამისა, როდესაც ბავშვი არასწორად ეჭიდება ძუძუს, წოვებას თან სდევს ტკივილი. შესაძლოა, ძუძუსთავებიც დასკდეს. ნახეთქები ზერელეც შეიძლება იყოს და ღრმაც. თუ კერტების დაზიანება ზედაპირულია, მათი დახეთქვა ტკივილს არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ დედა ახალშობილს ძუძუს ვეღარ აწოვებს. ამ დროს დვრილები შეშუპებული და შეწითლებულია, ნახეთქები დაფარულია სისხლიანი ან ჩირქოვანი ქერქით. დვრილის შეხება და მით უმეტეს ძუძუს გამოწველა ძლიერ ტკივილს იწვევს. დიდია ალბათობა, ღრმა ნახეთქებიდან ინფექცია შეიჭრას და სარძევე ჯირკვლის ანთება - მასტიტი განვითარდეს.
როცა ახალშობილი ძუძუს სწორად წოვს, დედას დისკომფორტის შეგრძნება არ უჩნდება და რძეც საკმარისი რაოდენობით გამოიყოფა. ტკივილი მხოლოდ პირველ წამებში შეიგრძნობა - მაშინ, როცა ჩვილი ძუძუსთავს პირში იდებს. თვით წოვის პროცესი კი მტკივნეული არ არის. თუ ბავშვის კვებისას ტკივილს გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პაწია ძუძუს არასწორად წოვს. მოთმენას არ გირჩევთ, რადგან ასეთ დროს, როგორც უკვე გითხარით, დვრილებზე ნახეთქები ჩნდება და მკერდის სტიმულაციაც (რძის წარმოქმნის თვალსაზრისით) არასრულფასოვანია.
როგორ ვაწოვოთ:
• წამოწექით ან დაჯექით მოხერხებულად;
• ბავშვი მთელი სხეულით მკერდისკენ მიიბრუნეთ;
• წოვის დროს პაწია მხრებით დაიკავეთ და არა თავით;
• ჩვილმა პირი რომ გააღოს, საკმარისია, ძუძუსთავი მის ზედა ტუჩს შეახოთ;
• ბავშვის კვებისას ნუ მოიჭყლეტთ დვრილს თითებით;
• ძუძუსთავი ბავშვის სასისკენ მიმართეთ და არა ენისკენ;
• წოვის დროს ბავშვის ნიკაპი დედის მკერდს უნდა ეკვროდეს;
• წოვის პროცესს უნდა ხედავდეთ და გესმოდეთ ყლაპვის ხმა.
თუ წოვისას მკერდში ტკივილი იგრძენით:
• შეუცვალეთ ბავშვს მდებარეობა;
• ძუძუ გამოუღეთ და პირის კუთხეში თითი ნაზად ჩაუყავით. პაწია ყბებს გახსნის.
• ამის შემდეგ ძუძუ ისევ ჩაუდეთ, თანაც რაც შეიძლება ღრმად.
ნახეთქებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ თურმანიძის მალამო.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად