ღამით ხშირად მეღვიძება, მაქვს სუნთქვის შეჩერების... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

19-06-2012

-გამარჯობათ, ღამით ხშირად მეღვიძება, მაქვს სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები. იქნებ მირჩიოთ ექიმი ნევროლოგი ვინც ძილის დარღვევების კუთხით მუშაობს. გმადლობთ. წინასწარ.

პასუხი
-ეს არის ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ამ მდგომარეობას ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული კოლაფსი (ჩაფუშვა) ახასიათებს. ამ კოლაფსის მექანიზმი საკმაოდ რთულია. ძილის დროს ხახის კუნთების მოდუნება სასუნთქი გზების კოლაფსისაკენ მიდრეკილებას იწვევს. ჩასუნთქვისას ფილტვებში იქმნება უარყოფითი წნევა, რაც კოლაფსისაკენ მიდრეკილი ხახის კუნთების დახშობას იწვევს - სასუნთქი გზები იხურება, ფილტვებისკენ ჰაერის ნაკადის დენა წყდება, სუნთქვა ჩერდება. შესაბამისად, მცირდება სისხლში ჟანგბადის შემცველობაც. სუნთქვა რომ განახლდეს, ადამიანმა მცირე ხნით უნდა გამოიღვიძოს. დაგროვილი ნახშირორჟანგი და ჟანგბადის დეფიციტი შესანიშნავი სტიმულია ხანმოკლე გამოღვიძებისთვის. გამოღვიძების შემდეგ ადამიანი კვლავ იძინებს, მაგრამ მალე ყველაფერი მეორდება. ასეთი გამოღვიძება ღამის განმავლობაში შესაძლოა არაერთხელ გახდეს საჭირო. დაავადების სიმძიმის მიხედვით, მისი რიცხვი საათში 5-დან 100-მდე ვარირებს, ხოლო პაუზების ხანგრძლივობა საერთო ჯამში 3-4 საათია. შედეგად ძილი ზედაპირული და ფრაგმენტულია.
ბუნებრივია, ასეთი ძილი ადამიანს ვერ დაასვენებს. ძილის ობსტრუქციულ აპნოეს ხშირად უჩვიან მამაკაცები, ჭარბი წონის მქონე პირები, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულები და ხანშიშესულები. ბუნებრივია, ძილის ობსტრუქციული აპნოე ორგანიზმისთვის უკვალოდ არ ჩაივლის.
გარდა არასრულფასოვანი ძილით გამოწვეული დისკომფორტისა, აპნოე ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. კოლაბირებული სასუნთქი გზების პირობებში ჩასუნთქვის მცდელობა გულმკერდში წნევის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. დაავადებულთა დაახლოებით 50%-ს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დილით არტერიული წნევის მაჩვენებელი აპნოეს სიხშირის პარალელურად იმატებს, აღინიშნება გულის რიტმის დარღვევა. არსებობს მონაცემები, რომ ძილის ობსტრუქციული აპნოე ხშირად არის ასოცირებული ინსულტთან, თანაც, სამწუხაროდ, არცთუ ხანდაზმულ ასაკშიც. შეისწავლიან აპნოეს გავლენას მიოკარდიუმის ინფარქტის აღმოცენებაზე. ძილის ობსტრუქციული აპნოე ამძიმებს ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი) მიმდინარეობას.
ჩვენ კონკრეტულ ექიმს ვერ გირჩევთ, უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად