მყავს 1თვის პატარა , ღამე ცხვირში უჭირს სუნთქვა. პ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

03-04-2014

-მყავს 1თვის პატარა , ღამე ცხვირში უჭირს სუნთქვა. პედიატრმა მითხრა ,გაზის გამათბობელთან რომ გიწვენიათ მაგის ბრალიაო. გაზის გამათბობელმა შეიდძლება შეუქმნას პატარას სუნთქვის პრობლემა? გმადლობთ.

პასუხი
-დიახ, შეიძლება. თუ ჰაერი მშრალი და ცხელია, ოთახში მრავლადაა მტვრის ბუდე (ხალიჩები, რბილი ავეჯი), რაც უნდა აწვეთოთ ცხვირში, ხვრინვა არ გაუვლის. ცხვირის სიმშრალის წინააღმდეგ ჩასაწვეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ამასთან მიაქციეთ ყურადღება თუ ბავშვი ხმაურით სუნთქავს, მიზეზი უმეტესად სასუნთქი გზების (ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის) განვითარების ანომალიაა.
ამ ანომალიებიდან უნდა გამოვყოთ თანდაყოლილი სტრიდორი. იგი ვითარდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას. ვლინდება ჩასუნთქვისას მსტვენი ხმაურით. ხმაური ძლიერდება ბავშვის აგზნებისას, ტირილისას, მცირდება ძილის დროს, მოსვენებისას.
თუ მსგავსი პრობლემაა, მაშინ მიმართეთ ყელ-ყურის სპეციალისტს, რათა დროულად დადგინდეს მიზეზი და მოქმედების სათანადო გეგმა დაისახოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად