3წლის ბავშვი შვიდთვიანია ძირითადად გაუგებარ სიტყვე... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-3წლის ბავშვი შვიდთვიანია ძირითადად გაუგებარ სიტყვებს ლაპარაკობს.ცდილობს ჩვენინათქვამი სიტყვების გამეორებას მაგრამ შეცდომით.რა სიტყვებიც იცის იმასაც არ ამბობს ხოლმე ჟესტებით გვანიშნებს რაც უნდა.გონებრივი ჩამორჩენა ხო არ ექნება?სიარული ორი წლისამ დაიწყო

პასუხი

-სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თანამედროვე ბავშვები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე 10-20 წლის წინანდელი ბავშვები. თუ ადრე ნორმად 1,5 წელი ითვლებოდა, დღეს უკვე ენის ამოდგმის ნორმა 2,5 წელზე გადავიდა, ბიჭებთან კი 3 წელზეც.

სპეციალისტების აზრით, არ ღირს ორიენტაციის აღება სტატისტიკურ ნორმაზე. პირველი სიტყვები შეიძლება 9 თვის ასაკშიც თქვას პატარამ და შეიძლება წლინახევრისამ (ბიჭებმა უფრო გვიანაც). 2 წლის ასაკში უკვე უნდა შეეძლოს რამოდენიმე მარტივი სიტყვის წარმოთქმა, თუნდაც დამახინჯებულად (მაგ, დედა, მამა, ბაბა, მომე…), 3 წლისა კი მარტივ ფრაზებს უნდა ამბობდეს.

გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს ძალიან უნდა თქვენსავით გამართულად ილაპარაკოს, ის ცდილობს მოგბაძოთ, მაგრამ არ შეუძლია ეს. ამიტომ ნუ მოსთხოვთ ძალიან ბევრს. დამახინჯებული სიტყვები ბუნებრივია. ამაზე არ გაამახვილოთ ყურადრება, თქვენ გაუგრძელეთ ნორმალურად ლაპარაკი (და არა ,,ჩიჩია და პიპია”-ს მაგვარი აბსურდები) და ბოლოს და ბოლოს ბავშვიც ნორმალურად ამეტყველდება. წაახალისეთ საუბრები. რაც უფრო მეტად იქნება თქვენი პატარა  ჩართული თანატოლებთან ,,ჭორაობაში”, მით უფრო მალე დაიწყებს ლაპარაკს. საბავშვო ბაღი ძალიან სასარგებლო დაწესებულებაა ამ მხრივაც.

ამ საკითხებში უკეთ გაერკვევით ჩვენს ვებ გვერდზე თინათინ ქორიძის სტატიაში „რატომ იწყებს ბავშვი  გვიან ლაპარაკს“;

http://www.mkurnali.ge/pediatria/fizikuri-ganvithareba/883-2009-03-05-11-20-30.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად