მაქვს პრობლემა სახეზე თმის ჩაბრუნების, განსაკუთრე... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

17-12-2013

-გამარჯობათ, მაქვს პრობლემა სახეზე თმის ჩაბრუნების, განსაკუთრებით მიბრუნდება ყბების ქვედა მხარეში(კისერთან),განსაკუთრებით როცა ყოველდგე მიწევს პარსვა.ვსინჯე როგორც ელექტრო ასევე ჯილეტის საპარსი. რამე სახის მაზს ხომ არ მირჩევთ? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-იმისათვის, რომ არ მოხდეს თმის ჩაბრუნება გაპარსვისას გამოიყენეთ გელი, რომელიც დაარბილებს კანს და გაპარსვის შემდეგ დარჩება გლუვი და ნაზი.აირჩიეთ ისეთი საპარსი გელი, რომელიც არ შეიცავს საპონს.
სამართებელს უნდა ჰქონდეს ბასრი პირი, ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და ჭრილობებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი სამართებელი გამოიყენეთ ერთჯერადად (მაქსიმუმ 2-3-ჯერ);
ყელის პარსვისას სამართებელი უნდა ამოძრავოთ ყელის ძირიდან ქვედა ყბის ბოლოსკენ, ქვევიდან ზევით.
თუკი სამართებლის ორჯერ გადასმის შემდეგ თმა არ დაგემორჩილათ, ჩაბრუნებული თმა ამოიღეთ სტერილური პინცეტით. გაპარსვის შემდეგ გამორჩეული ყურადღება მიაქციეთ ყელს. ჩამოიბანეთ კოსმეტიკური საპნით .
ნუ გამოიყენებთ სპირტის შემცველ ლოსიონებს გაპარსვამდე ან მის შემდეგ, რადგან სპირტი აშრობს კანს, მშრალი კანი კი ადვილად ტრავმირდება. შემდეგ გამოიყენეთ გაპარსვის შემდეგ გამოსაყენებელი კრემი (მოიკითხეთ აფთიაქებში).
ნუ გაიპარსავთ ყოველ დილით. რაც უფრო ხშირად იპარსავთ, მით უფრო სწრაფად და უხეში წვერი გეზრდებათ.
გაპარსვის შემდეგ ნუ გაიმშრალებთ პირს პირსახოცით, სახეზე მიდებაც საკმარისია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად