. მაწუხებს შეკრულობა და აქედან გამომდინარე დეფეკაც... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-12-2013

-გამარჯობა. მაწუხებს შეკრულობა და აქედან გამომდინარე დეფეკაციის დროს ვიჭინთები გადაჭარბებულად. მყავს პატარა, რომელიც იკვებება ბუნებრივი კვებით. გთხოვთ მირჩიოთ რამე შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება, რომლის მიღებითაც ბავშვის საკვებ რძეს არ შეეცვლება გემო (თუ ასე ხდება).

პასუხი
-დიდი მნიშვნელობა აქვს მეძუძური დედისთვის ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას. იდეალურ შემთხვევაში კუჭის მოქმედება უნდა იყოს ყოველდღიური ან 48სთ-ში ერთხელ. მშობიარობის შემდგომ პერიოდში ყაბზობა იშვიათი შემთხვევა არ არის. მისი გამომწვევი მიზეზებია: ჰორმონული ფონის მკვეთრი ცვლილება, მუცლის პრესის კუნთების მოდუნება, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა ნაწლავებზე, ნაწლავების გადაადგილება მუცლის ღრუში (ისინი თანდათან უბრუნდება ჩვეულ მდებარეობას 6-8 კვირის განმავლობაში), გაჭინთვის შიში (ნაკერებისა და ჰემოროის გამო), არარაციონალურად შერჩეული მენიუ, მეძუძური დედის ფსიქოლოგიური გადაძაბვის ფაქტორი.
მედიკამენტებიდან მეძუძურთათვის დასაშვებია დუფალაკი.
მაგრამ პრეპარატის მიღებამდე, პირველ რიგში შეეცადეთ კუჭ-ნაწლავის მოქმდება სწორი კვებით მოიწესრიგოთ. შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
აუცილებელია ისეთი სურსათის შეზღუდვა, რომელიც ძნელად მოსანელებელია და არც ბავშვისთვის არის სასურველი. ასეთია ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის), დიდი ოდენობით ცხიმი, ტკბილეული, ცხარე და მჟავე საკვები. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში.
ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
11 ივლისი 2015 11:15
დუფალაკი ბავშვსაც დაეხმარება მოქმედებაში??? და იქნებ მითრთ მიღების წესი და დოზა.ჩემი ბიჩი არის ბუნებრივ კვებაზე და ორთვენახევრის ორი სამი დღეა შეექმნა პრობლემა კუჩი გასვლაზე და იქნებ მირცჰიოთ რაიმე.გმადლობთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად