ამ ბოლო პერიოდში ვატყობ როცა საჭმელს შევჭამ ძალია... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - გასტროენტეროლოგია
04-06-2013

-გამარჯობათ, ამ ბოლო პერიოდში ვატყობ როცა საჭმელს შევჭამ ძალიან მებერება მუცელი, თუ მძიმედ მოსანელებელი საჭმელი შევჭამე მაშინ განვიცდი მუცელში დისკომფორტს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-მეტეორიზმი (მუცლის შებერვა) წარმოადგენს კუჭში ან ნაწლავებში გაზების შემცველობის მომატებას და მასთან დაკავშირებულ კლინიკურ დარღვევებს. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი და შესაბამისად მათი კორექცია მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. შესაძლოა ატარებდეს ეპიზოდურ ხასიათს და დაკავშირებული იყოს საკვების მიღებასთან, მაგრამ შესაძლოა ატარებდეს მუდმივ ხასიათს და იყოს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა არასრულყოფილი მუშაობის მაჩვენებელი.  
როცა პაციენტს აღენიშნება მუცლის შებერვა, ტკივილი, ყურყური. მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ: კვების დროს ჰაერის მომატებული ყლაპვა (სწრაფი კვება, საუბარი კვებისას, საღეჭი რეზინის მოხმარება), ცელულოზით, უჯრედისით და პარკოსნებით მდიდარი დიეტა, საჭმლის მონელების დარღვევა სხვადასხვა პათოლოგიის დროს ( გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კოლიტი), წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა, მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი, ნაწლავის ევაკუატორული ფუნქციის მექანიკური დაზიანება, ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა, გლუვი მუსკულატურის სპაზმი და სხვა. მნიშვნელოვანია დიეტოთერაპია, მეტეორიზმის გამომწვევი ძირითადი დაავადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის კორექცია, სიმპტომური მკურნალობა. ურეჟიმო და არასრულფასოვანი კვება მეტეორიზმის გამომწვევ და ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.
ამ თემაზე ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე  სტატიას „კვების ფაქტორი და მეტეორიზმი“,
ttp://mkurnali.ambebi.ge/index.php/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/1333-2009-06-02-14-17-16.html
„როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას“
http://mkurnali.ambebi.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/2128-2010-09-02-16-21-39.html
თუ ამ დროს მოწოდებული რჩევების გათვალისწინების მიუხედავად ამ პრობლემას ვერ დაძლევთ, მაშინ საჭიროებთ შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით, შემდეგ კი ადეკვტურ მკურნალობას კვალიფიციურ გასტროენტეროლოგთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად