, დაორსულების წინ რა ანალიზები უნდა გაიკეთოს ქალმა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა–პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

20-03-2013

-გამარჯობა, დაორსულების წინ რა ანალიზები უნდა გაიკეთოს ქალმა რომ მაქსიმალურად თავიდან აიცილოს მოსალოდნელი დაავადებები

პასუხი
-სავალდებულო ანალიზების ნუსხა შედგება კონსულტაციების შედეგად. ჩასახვა ნორმალურად რომ მოხდეს და ორსულობა გართულებათა გარეშე წარიმართოს, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება როგორც დაორსულებამდე, ასევე დაორსულების შემდგომაც.
თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, ჯერ კიდევ ჩასახვამდე უნდა იზრუნოს პატარას ჯანმრთელობაზე. თავდაპირველად მომავალმა დედამ უნდა მიმართოს გინეკოლოგს - სასურველია, იმ ექიმს, რომელთანაც რეგულარულად გადის კონსულტაციას და რომელიც უფრო უკეთ არის გათვითცნობიერებული ინდივიდუალური პრობლემებისა თუ გადახრების თაობაზე. ასევე უნდა მიმართოს ექიმს მეუღლემაც. აუცილებელია მომავალი მშობლების ანამნეზის შეკრება, რათა შეფასდეს მათი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა.
ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების: თერაპევტის, ნევროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის - კონსულტაციაც.
განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სჭირდება მომავალ დედას. განვითარების შესაძლო მანკებისა და გადახრების თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, საეჭვო შემთხვევებში კი ორგანიზმის უფრო გულდასმით შესწავლა. ჩვეულებრივ გამოკვლევას აუცილებლად უნდა დაემატოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს უკანასკნელი უმჯობესია ჩატარდეს კრიტიკული დღეების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში.
წყვილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.
მამაკაცმა, რეკომენდებულია, გაიაროს კონსულტაცია უროლოგთან ან ანდროლოგთან. ქალმა, როგორც უკვე გითხარით, უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად