.ყოველთვის გულისხმიერად მპასუხობთ. ძალიან გთხოვთ,ა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

07-01-2013

-გამარჯობა.ყოველთვის გულისხმიერად მპასუხობთ. ძალიან გთხოვთ,ახლაც ყურადღებით წაიკითხეთ ჩემი კითხვა-24 წლის გოგო ვარ, ორი წელია გავთხოვდი, ორსულად არ ვყოფილვარ.რამდენიმე თვის წინ ჰორმონალური დარღვევები აღმომაჩნდა, პროლაქტინი იყო მაღალი და ინსულინი ზღვარზე.კითხვა შემდეგია-მას მერე რაც დავიწყე დოსტინექსის და სიოფორის მიღება, აკნე გამიჩნდა.სახეზე და ბეჭებზე.არადა იქამდე არ მქონდა.განმეორებითი ანალიზებით ჰორმონები დალაგდა,აკნე კი უფრო გაძLიერდა.ახლა ერთი თვეა იარინას ვსვამ,ექიმმა ესეც შეუწყობსო ხელს აკნეს ალაგებას მაგრამ არანაირი შედეგი.სახეს ყოველ საღამოს ანტიბაქტერიული საპნით ვიბან.მირჩიეთ რა ვქნა?დავთესო? თუკი ჰორმონები წესრიგშია,წამლების გვერდითი ეფექტია ეს?დიდი მადლობა ყურადღებისთვის

პასუხი
-აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე.
ადგილობრივად კი გირჩვეთ: ჩირქოვანი გამონაყარი გაწმენდას დღეში ერთხელ ლევომიცეტინის სპირტით  ან ზინერიტს სუსპენზიით, შემდეგ თითოეული ელემენტი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, 5 დღის შემდეგ გამოიყენეთ 2-ჯერ დღეში 10 დღე გარეგანი მოხმარების გელი_ დალასინი T, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს, ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში. დასაბანად გამოიყენეთ ოქტენოსანი ან კლერასილის გელ-ქაფი (ანტიბაქტერიულია). გარდა ამისა, აუცილებელია დიეტა _ უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად