ვარ 20 წლის. უკანასკნელი 2-3 კვირის მანძილზე გამიქ... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

05-01-2013

-ვარ 20 წლის. უკანასკნელი 2-3 კვირის მანძილზე გამიქრა ლტოლვა და აღგზნებადობა. ახალგაღვიძებულზე აღარ მაქვს ერექცია. პენისს უჭირს ერექციის მიღწევა და შენარჩუნება, ისე აღარ მაგრდება როგორც ადრე... რისი ბრალი შეიძლება იყოს და აუცილებელია თუ არა ექიიმის ჩარევა? დაველოდო გარკვეული პერიოდი და დავაკვირდე თუ გამოსწორდება სიტუაცია თუ როგორ მოვიქცე?

პასუხი
-სქესობრივი ფუნქციის დარღვევის ანუ ერექციის დისფუნქციის მიზეზებს 6 ჯგუფად ყოფენ. ესენია:
>სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ფაქტორები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას არღვევს, ხშირად ერექციულ უკმარისობასაც განაპირობებს. ასეთია, მაგალითად, თამბაქოს წევა, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება.
>ნევროგენული მიზეზები. ირღვევა ნერვული კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და გენიტალიებს შორის. ასეთი რამ გვხვდება ნარკომანიის, გაფანტული სკლეროზის, ალკოჰოლიზმის, შაქრიანი დიაბეტის დროს.
>უროლოგიური მიზეზები, მაგალითად, თესლსავალი გზების მიკრობული დაბინძურება, რაც ხშირად ამცირებს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობას, თუმცა ერექციის ხარისხზე არ მოქმედებს.
>ენდოკრინული მიზეზები. დარღვეულია სათესლე ჯირკვლების ნორმალური მუშაობა. თუ ამ პრობლემამ უკვე მოწიფულ ასაკში იჩინა თავი, ერექციაზე არცთუ ძლიერ გავლენას მოახდენს, მაგრამ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სათესლე ჯირკვლების მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული სქესობრივი ცხოვრებისადმი მზადყოფნა.
>ფსიქოგენური მიზეზები - წარუმატებლობის შიში, უსიამოვნო განცდები. >სომატური მიზეზები. საშუალო ხარისხის სქესობრივი აქტი მამაკაცისგან 80-90 ვატი სიმძლავრის ენერგიას მოითხოვს. შესაძლოა, მამაკაცს გენიტალიები წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ რომელიმე სხვა ორგანოს, მაგალითად, ფილტვების, გულის, თირკმელების ქრონიკული დაავადება უშლიდეს ხელს სქესობრივი ცხოვრების ნორმალურ წარმართვას.
მკურნალობა ინიშნება მიზეზიდან გამომდინარე.
ასე რომ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სექსოლოგს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მკურნალობას კონკრეტული პაციენტისთვის მისაღები და ოპტიმალური გზით წარმართავს.
ყველა შემთხვევაში კი აუცილებელია რელაქსაცია (მოდუნება), სტრესების თავიდან აცილება, რაციონალური კვება, ფიზიკური ვარჯიში და თვითრეალიზაცია ყოველივე ეს ხელს უწყობს ძლიერი (ნორმალური) სქესობრივი ლტოლვის შენარჩუნებას.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად