კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. რა იწვევს სისხლში ქოლეს... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
04-01-2013

-კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. რა იწვევს სისხლში ქოლესტერინის მომატებას და არის თუარა საშიში ცხიმოვანი ცვლის მოშლა.

პასუხი
-ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საზოგადოდ, ქოლესტერინი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანი პროცესების მთელ წყებაში მონაწილეობს. მის საფუძველზე სინთეზირდება სასქესო ჰორმონები, ასევე - თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები). ქიმიური გარდაქმნების გზით ღვიძლში ქოლესტერინისგან წარმოიქმნება ნაღვლის მჟავები, რომელთა გარეშე შეუძლებელია საჭმლის გადამუშა-ვების ნორმალური პროცესი, რადგანაც ისინი ააქტიურებენ საჭმელში არსებული ცხიმის დამშლელ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს.
ქოლესტერინი შედის უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში.
თუმცა ქოლესტერინის სიჭარბე სისხლში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენას იწვევს. სისხლში ქოლესტე-რინის ნორმალურ მაჩვენებლამდე დაწევა ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს საგრძნობლად აფერხებს, ამის მიღწევა კი დიეტით და წამლით შეიძლება.
ქოლესტერონის მომატებას უფრო ხშირად ცხოვრების არასწორი წესი განაპირობებს -არასწორი  (არაჯანსაღი) კვება და უმაძრაო ცხოვრების წესი.
ნივთიერებათა ცვლის მოშლა უმეტესად მის ლიპიდურ (ცხიმოვან) ნაწილს ეხება.
ცხიმოვანი ცვლის მოშლა მდგომარეობაა, როდესაც ღვიძლში ვერ ხერხდება ცხიმების ნორმალურად გადამუშავება, ამის კვალობაზე, სისხლში ჭარბად გროვდება ქოლესტერინი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროიტეინები, რომლებიც სისხლძარღვთა დაზიანებას უწყობს ხელს, დროთა განმავლობაში კი გულის დაავადებებსა და ინსულტს იწვევს. თუ ამ დროს ცხიმები საკვებთან ერთადაც ჭარბად ხვდება ორგანიზმში, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება - ითრგუნება იმუნური სისტემა და ფერხდება ნივთიერებათა ცვლის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები. ლიპიდური ცვლის დარღვევას ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა მოსდევს. საზოგადოდ, თუ ორგანიზმში ერთი სახის ნივთიერებათა ცვლა მაინც დაირღვა, მისი სხვა რგოლებიც მოიშლება, რადგან ნივთიერებათა ცვლა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესების ერთობლიობაა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის გაღრმავებასთან ერთად ირღვევა ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლაც და, ამის კვალობაზე, დაავადების პათოგენეზი უფრო მეტად ღრმავდება.
კომენტარები
12 ოქტომბერი 2015 12:35
გამარჯობთ. სახეზე მაკვს ცხიმგროვები. და ასე მეუბნევიან ახლობლები რომ ეს ქოლესტერინის ბრალიაო. ქოლესტერინი მაღალი გაQვსო. ანუ ანალიზი არ ჩამიტარებია. კიდე რა მაინეტრესებს ქოლესტერინის აწევას რა იწვევს.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად