, მაინტერესებს, კანის სოკოვანი დაავადება შეიძლება... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-12-2012

-გამარჯობა, მაინტერესებს, კანის სოკოვანი დაავადება შეიძლება გენეტიკური იყოს? გმადლობთ.

პასუხი
- ჯანმრთელი ადამიანი ავადდება დაავადებულ ცხოველებსა და ადამიანებთან უშუალო კონტაქტისას, ასევე - იმ ნივთების გამოყენებისას, რომლებიც დაბინძურებულია სოკოს შემცველი ქერცლითა და თმით. სოკო ადვილად გადაედება ოჯახში (დაავადებულისგან ჯანმრთელ წევრს), საპარიკმახეროში, ბავშვთა კოლექტივში. დაავადების განვითარების რისკფაქტორებია: ჰიპოვიტამინოზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ჰიგიენის დაუცველობა.
რაც შეეხება გენეტიკას,ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის განწყობილი ინფექციური დაავადებების მიმართ. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს იმუნიტეტის მემკვიდრეობითი დეფიციტის ანუ იმუნოდეფიციტის სინდრომები. ეს გახლავთ თ და B ლიმფოციტთა მომწიფებისა და დიფერენცირების გენეტიკურად განპირობებული პროცესების ბლოკირება. ამ ტიპის დაავადებათაგან ყველაზე ინტენსიურად იკვლევენ ნეზელოფას, იობის, დი ჯორჯის სინდრომებს, X ქრომოსომასთან შეჭიდულ აგამაგლობულინემიას, ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომს და სხვებს.  იობის სინდრომი მემკვიდრეობითი დაავადებაა. სახელი ბიბლიიდან მომდინარეობს, სადაც ნათქვამია, რომ სატანამ შეჰყარა იობს "წყლულებაი ბოროტი ფერხითგან ვიდრე თავადმდე". დაავადებულს ახასიათებს სტაფილოკოკებისა და კანდიდას მიმართ მაღალი მგრძნობელობა, ეოზინოფილია, კანის მუდმივი სტაფილოკოკური ინფექცია, კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. სინდრომი მემკვიდრეობს აუტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრევების ტიპით. ისიც იმუნური სისტემის მემკვიდრეობითი დეფექტია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად