კიდევ ერთხელ მოგესალმებით..ერთი თვეა ვიმშობიარე ბა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

22-12-2012

-კიდევ ერთხელ მოგესალმებით..ერთი თვეა ვიმშობიარე ბავშვი მყავს ძუძუზე და ცოტა ჰუმანასაც ვურევ..წონაში მინდა დაკლება..ძაან არ ვარ მომატებული მაგრამ მაინც..რამე ისეთს ხომ ვერ მირჩევდით რომ ბავშვსაც არ ავნოს და თან მეც დამაკლებინოს...საკეისროთი გავაჩინე და მოშვებული მუცლის მოშორებაც მინდა და პრესები როდიდან შეიძლება გავაკეთო..ან რამე სხვა საშუალება არის მოშვებული კანისათვის?თუნდაც კრემი ან სხვა სახის ვარჯიში??

პასუხი
-თქვენს შეკითხვაზე პასუხისთვის გთავაზობთ ამონარიდს ჩვენი ვებ გვერდის სტატიიდან "სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ"
"ამ დროს სწრაფად გახდომა დაუშვებელია. ორსულობის დროს, უმთავრესად - მეორე ნახევარში, ქალი ყოველთვის იმატებს წონას (საუკეთესო შედეგია 12-15 კგ-ის მომატება). მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონი ორი წლის განმავლობაში თანდათან უბრუნდება ნორმას. ამის შემდეგ ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა არ აქვს დარღვეული, ორსულობამდელ ფორმას ადვილად იბრუნებს, სხვებს კი შესაძლოა გაუჭირდეთ - ისინი არათუ არ იკლებენ, არამედ იმატებენ კიდეც წონას. ქალების უმრავლესობა წონაში პირველი ორსულობისას იმატებს, ხოლო 25% - მეორე ორსულობისას. ეს მაშინ, როდესაც ქალი მიდრეკილია სიმსუქნისკენ, არარაციონალურად იკვებება და ცოტას მოძრაობს. კვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი და ჯანსაღი ცხოვრების ნირით შეიძლება არასასურველ გენეტიკასაც კი გავუმკლავდეთ.
რამდენიმე რჩევა:
ძუძუთი კვების დროს საკვების მკვეთრი შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან ბავშვი მაშინვე იგრძნობს ცილის და სხვა აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს. არაფრით არ შეიძლება გასახდომი ჩაისა და ტაბლეტების მიღება, რადგან მათი შემადგენლობა საკმარისად ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული. მშობიარობისთანავე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი ყოველდღიური რაციონი საკმაო ოდენობით შეიცავდეს რძისა და ხორცის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ზომიერი ოდენობის და, რაღა თქმა უნდა, მსუბუქი. ყოველდღე ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას. თავდაპირველად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები მენჯის, შორისისა და მკერდის კუნთებისთვის.
მოგვიანებით შეგიძლიათ დატვირთვა გაზარდოთ. მრავალი ქალბატონი ცდება, როდესაც მიაჩნია, რომ საოჯახო საქმიანობა - რეცხვა, ხეხვა, ბავშვის მოვლა, ღამის უძილობა - დიდ ფიზიკურ დანახარჯს იწვევს. სამწუხაროდ, ეს საოჯახო ფაციფუცი ზედმეტი კილოგრამების დაწვაში ვერ დაგეხმარებათ. თუ ვერ შეძლებთ ფიტნეს-კლუბში ვარჯიშს, გულს ნუ გაიტეხთ - ყველაზე ნაცადი და საიმედო მეთოდია ყოველდღიური 30-40- წუთიანი სიარული (100 ნაბიჯი წუთში).
ვიმეორებთ: ყოველდღიური. სხვაგვარად შედეგს ნუ ელით! შეგიძლიათ გამოიყენოთ სარბენი ბილიკიც. კარგია ველოსიპედით სეირნობა, ჩოგბურთის თამაში, თხილამურებით სრიალი, ცურვა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ოღონდ იმ პირობით, თუ 40 წუთის განმავლობაში იცურებთ და არ იმუსაიფებთ მეგობარ გოგონასთან. ოღონდ ცურვის შემდეგ მოშიებული იმაზე მეტს ნუ შეჭამთ, ვიდრე ეს-ესაა დაწვით. რაციონალური კვების რეკომენდაციების შესრულებით შეგიძლიათ, ექვს თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად საწყისი წონის 10-15% (თვეში 4-5 კილოგრამი) დაიკლოთ, მერე კი დაახლოებით ექვსი თვით უნდა შეისვენოთ, რის შემდეგაც გადაწყდება, გჭირდებათ თუ არა უფრო მეტის დაკლება.
თუ, მიუხედავად ძალისხმევისა, ექვსი თვის განმავლობაში თქვენს წონას კილოგრამიც კი არ მოაკლდა, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს. სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ და არასოდეს მოგცემთ მოდუნების უფლებას. თუ წონა დაიკელით, მაგრამ შემდეგ ცხოვრების უწინდებურ რეჟიმს დაუბრუნდით, ზედმეტი წონა კვლავ შეგახსენებთ თავს.
ასე რომ, თუ წონის დაკლებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითავისოთ ერთი რამ: ეს უნდა იყოს არა წონის დაკლების კამპანია, არამედ სრულიად ახალი მიდგომა ცხოვრებისადმი, ახალი მსოფლაღქმითა და კვებითი ჩვევებით, და მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს."
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად