- ფოლიკულური კისტის განვითარება საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებიც ასრულებს. მცირე ზომის, გაურთულებელი ფოლიკულური კისტა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით ვლინდება. ჩივილები კისტის ფეხზე შემოგრეხის ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის შემთხვევაში იჩენს თავს. ამ დროს ქალი უჩივის ტკივილს წელის არეში და სიძიმის შეგრძნებას მუცლის ქვედა ნაწილში.
დაიაგნოზი გინეკოლოგიური და ექოსკოპიური კვლევის მონაცემებს ეფუძნება.
თუ კისტა არ პატარავდება, პირიქით, იზრდება კიდეც, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა,
თუ კისტის განვითარება ჰორმონულ დარღვევებს უკავშირდება, რათქმა უნდა, ორსულობის განვითარებას ხელს შეუშლის.