ჩემს შვილს აქვს შაქრიანი დიაბეტი.მირჩიეს რომ ბაო... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
22-12-2012

- გამარჯობათ ჩემს შვილს აქვს შაქრიანი დიაბეტი.მირჩიეს რომ ბაობაბის ფხვნილი დაალევინეო თქვენ რას მირჩევთ არსებობს მართლა ეგეთი რამე ან თუ ექნება შედეგი გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
- გაწვდით იმ ინფორმაციას რაც გაგავაჩნია ამ პრეპარატის სესახებ:
არსებული ანოტაციის თანახმად Baobab Life არის  კვებითი პროდუქტი, რომლის ძირითადი შემადგენლობა არის „ბაობაბის ნაყოფი“, ბაობაბის მოხმარებაზე ევროპელებისთვის ლიცენზია გაიცა 2008 წელს და ამერიკელებისთვის 2009 წელს. ეს ხე გახლავთ ანტიოქსიდანტები ნაყოფსა და ფოთლებში, ინულინი, C–ვიტამინი, Ca–ი, Mg–ი და სხვა.
ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა პრობლემებს, დიაბეტს და ამცირებს ზოგიერთ სიმსივნურ დაავადების წარმოქმნას, კერძოდ;
სწორ ნაწლავში ინულინის ხარჯზე ხდება აღდგენა და გაჯანსაღება ნაწლავური ფლორისა, დიზბაქტერიოზის პროფილაქტიკა და საკვების მონელების გაუმჯობესება. დეტოქსიფიკაცია – ნაწლავების მთლიანი გაწმენდა, რის ხარჯზედაც ხდება მთელი ორგანიზმის ფილტრაცია, უმჯობესდება ორგანიზმში შეწოვა იმ აუცილებელი ელემენტებისა, როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები Ca–ი, Mg–ი და სხვა. შედეგად მცირდება ოსტეოპოროზის რისკი.
ბაობაბის ნაყოფის რბილობის ბოჭკოები არეგულირებენ ნაწლავის მოქმედებას. ბუნებრივი შეზღუდვების საშუალებით ქვეითდება მადა და შესაბამისად ადამიანი იკლებს წონაში. ხდება იმუნიტეტის ინტენსიური გაძლიერება. იზრდება ორგანიზმის ტონუსი. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების რეგულარული გამოყოფით და მოლეკულის დონეზე გაწმენდით სხეული ახალგაზრდავდება 15–20 წლით.
პროდუქტი დღეს წარმოდგენილია ფხვნილის სახით და ეწოდება "Baobab Life" (ბაობაბის სიცოცხლე). ის ვრცელდება ქსელური მარკეტინგის კომპანიის მიერ. სამეცნიერო შრომები და სერიოზული კვლევები პრეპარატის ეფექტურობის თაობაზე არ მოიპოვება.

ასე, რომ ეს პანაცეა არ გახლავთ, გარკვეულ დადაებით ეფექტს ალბათ მიიღებთ, თუმცა ძირითადი მკურნალობა ენდოკრინოლოგის მიერ დაავადების სწორი მართვა უნდა იყოს. 
კომენტარები
23 ოქტომბერი 2016 23:40
გამარჯობატ მაინტერისებს 1.4 ტვის ბავსჰვს აქვს ნახველი და უსჰირს სუნტქვა ტუ უსჰველის,წონასჰიზ მალე იკლებს
29 აგვისტო 2016 15:39
ბაობაბლიაფზე ინფორმაციისთვის დამიკავშირდით 555 57 58 11
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად