მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ გთხოვთ მომწეროთ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

20-12-2012

-მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ გთხოვთ მომწეროთ, სექსის დროს ხანდახან ასეთი რამ მემართება, უცებ საშოდან ჰაერივით გამომდის თითქოს გაზებზე რომ გადის ადამიანი მსგავსი რამ, ოღონდ საშოდან, რამდენად ნორმალურია და რატომ ხდება იქნებ მომწეროთ,რასაკვირველია ორგაზმს არ ვგულისხმობ

პასუხი
-ამის მიზეზი შეიძლება იყოს შორისის კუნთების სისუსტე (არანავარჯიშები კუნთები). ეს ქალებში გამოიხატება სუსტი შეგრძნებებით სქესობრივი ურთიერთობის დროს, ინტიმური ურთიერთობის პროცესში საშოში ჰაერის მოხვედრით და შემდეგ მისი გამოსვლით დამახასიათებელი არასასიამოვნო ხმებით. ამ პრობლემისთვის მოწოდებულია ვარჯიშების სქემა.
ეს არის კეგელის ვარჯიშები განკუთვნილია შორისის კუნთების გასავარჯიშებლად. იგი კარგ შედეგს იძლევა ქალებსა და მამაკაცებში შარდ-სასქესო ორგანოების დისფუნქციის დროს (შარდის შეუკავებლობა, პროსტატიტი და სხვა), არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას (ერექცია, ეაკულაცია, ორგაზმი) და ეფექტურია სწორი ნაწლავის დაავადებების დროს (ჰემაროე, განავლის შეუკავებლობა და სხვა). იმისათვის რომ იცოდეთ თუ რომელ კუნთებზეა საუბარი, სცადეთ შემდეგი (ანუ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთეთ!). როდესაც ტუალეტში შეხვალთ მოშარდვის პროცესში წამით შარდი შეიკავეთ და დააფიქსირეთ თუ რომელი კუნთები დაგეჭიმათ. ეს სწორედ ის კუნთებია რომლებსაც მშობიარობის შემდეგ გავარჯიშება სჭირდებათ.
კეგლის ვარჯიშები სამი ნაწილისგან შედგება:
-ნელი დაჭიმვა: დაჭიმეთ კუნთები, ისე როგორც აკეთებთ შარდის შეკავების დროს. ნელა დაითვალეთ სამამდე. მოდუნდით. ოდნავ რთული იქნება თუ კუნთებს მოჭიმულ მდგომარეობაში გააჩერებთ 5-20 წამი და შემდეგ თანდათანობით მოადუნებთ. "ლიფტი"- ოდნავ დაძაბეთ კუნთები (I სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ, შემდეგ ოდნავ ძლიერად შეკუმშეთ (2 სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ და ა.შ. 4-7 სართულამდე. ქვემოთ დაეშვით ასევე ეტაპობრივად.
-შეკუმშვა: შეკუმშეთ და მოადუნეთ კუნთები რაც შეიძლება სწრაფად.
-გამოტყორცნა: გაიჭინთეთ ზომიერად (როგორც დეფეკაციის ან მშობიარობის დროს); ეს ვარჯიში შორისის კუნთების გარდა ძაბავს მუცლის კუნთებსაც. თავდაპირველად 10 ნელი დაჭიმვა, 10 შეკუმშვა და 10 გამოტყორცნა დღეში 5-ჯერ. ერთი კვირის შემდეგ 5-5 ვარჯიში დაამატეთ და მომდევნო ყოველ კვირას დაამატეთ დღეში 5-5 ვარჯიში სანამ არ ახვალთ 30-მდე.
შენიშვნა: (კეგელის ვარჯიშები შეგიძლიათ თქვენც მოიძიოთ ინტერნეტში).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად