მყავს 3 თვის ვაჟი და აი ისევ დამჭირდა თქვენი რჩევ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

19-12-2012

-გამარჯობათ, მყავს 3 თვის ვაჟი და აი ისევ დამჭირდა თქვენი რჩევა, ბავშვი მთლიანად ბუნებრივ კვებაზე მყავს, წონაში კარგად იმატებს, მეც შე\ღუდულად ვიკვებები, მაგრამ ძალიან უჭირს დამოუკიდებლად კუჭის მოქმედება, რა არ ვცადე მაგრამ ძირითადად დახმარებით გადის კუჭში.რას მირჩევდით? და მაინტერესებს რამდენი დღე შეიძლება არ ჰქონდეს ბავშვს კუჭის მოქმედება? შარდავს საკმაოდ ბევრს.

პასუხი
-ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს იშვიათად უვითარდება ყაბზობა. ნორმალურ მდგომარეობაში – ჩვილი ბავშვებისათვის განავლის სადღეღამისო რაოდენობა დაახლოებით 100-200 გრამამდეა, კონსისტენცია – საშუალო სისქის ფაფისებური, სიხშირე- 1-3 -ჯერ დღეში.
თუ ბავშვი გადის 2 დღეში ერთხელ, მაგრამ თავისუფლად, არც ეს არის პრობლემა. სხვა შემთხვევაში უნდა მიმართოთ პედიატრს, რადგანაც ღონისძიებები ნაწლავების მოქმედების რეგულირების მიზნით უნდა დასახოს პედიატრმა ინდივიდუალურად.
გადახედეთ თქვენი კვების რაციონსაც. მიიღეთ ბოსტნეულზე დამზადებული წვნიანი კერძები, ასევე მოხარშული ბოსტნეული ნებისმიერი სახით
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად