რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ იქნებ ზუსტად მომწეროთ წლინახევრის ბავშვის კვების დოზები.რამდენი გრამი უნდა მიიგოს საჭმელი {% სჰი ნუ მომწერთ გთხოვთ}გმადლობთ
პასუხი
-1 წლის და 6 თვის ბავშვმა უნდა ჭამოს დღეში 4-ჯერ 3,5-4 საათიანი შუალედებით. საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე. სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები (200-250მლ). კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი. ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე, ხაჭო ან წვენი. დღეში პატარამ უნდა მიიღოს 100 გრამი ხილის პიურე და 100 მლ ხილის წვენი. ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.