რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-თუ შეიძლება ორსულობის დროს კბილების დაბჟენა ან ამოღება?
პასუხი
-კბილების მკურნალობისას ადგილობრივი ანესთეზია ნებადართულია, მაგრამ აუცილებლად გააფრთხილეთ სტომატოლოგი, რომ ბავშვს ელით. თუ კარიესი ზედაპირულია, მკურნალობა ანესთეზიის გარეშეც უმტკივნეულოდ ჩაივლის, უფრო სერიოზულ შემთხვევაში კი ექიმი შეგირჩევთ შესაბამის საანესთეზიო საშუალებას, რომელიც თქვენს შვილს არ ავნებს. საზოგადოდ, ორსულობის მე-12 კვირის ჩათვლით, ორგანოებისა და პლაცენტური ბარიერის ჩამოყალიბებამდე, ნაყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მედიკამენტების ზემოქმედების მიმართ, ამიტომ ამ პერიოდში მედიკამენტური ჩარევა საერთოდ არ არის სასურველი. 12 კვირის შემდეგ კი ნებისმიერი სახის გაუტკივარება, თუ ორსულის მდგომარეობა ამას მოითხოვს, დასაშვებია. ყველაზე მეტად მისაღებია ულტრაკაინი და უბისთეზინი - ნაკლებტოქსიკურია და მინიმალურად გადის პლაცენტურ ბარიერს. ორსულობის დროს დაუშვებელია ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ადრენალინს შეიცავს. ასევე დაუშვებელია კბილის ამოღება უშუალოდ მშობიარობის წინ, რადგან დარჩენილი ღრმული შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.