მაინტერესებს რა იწვევს ქლამიდეას და იკურნება თუ ა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

13-12-2012

-გამარჯობათ, მაინტერესებს რა იწვევს ქლამიდეას და იკურნება თუ არა?

პასუხი
-ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. ქლამიდიოზის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ერთი-სამი კვირის განმავლობაში იჩენს თავს, თუმცა ეს დაავადება უმეტესად აშკარა კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. გამონადენი მწირია, გამჭვირვალე რძისებრი, და წებოს მოგვაგონებს. ქლამიდიას შეუძლია დააზიანოს არა მარტო შარდსასქესო ორგანოები, არამედ თვალებიც. მისი გამომწვევი აღწევს უჯრედში და მას, უხეშად რომ ვთქვათ, შიგნიდან ღრღნის. დაზიანებული უჯრედის ადგილას ლორწოვან გარსზე ნაწიბურები ჩნდება. თუ ქლამიდიას არ ვუმკურნალეთ, ის შიგნითა სასქესო ორგანოებზეც გავრცელდება და გამოიწვევს მუცლის ქვედა ნაწილისა და წელის ტკივილს, მტკივნეულ შარდვასა და ცხელებას.
როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ქლამიდია ხშირად იწვევს უშვილობას. ქლამიდიოზით დაავადებულ ქალებში ხშირია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა. სამშობიარო გზების გავლისას ნაყოფი შესაძლოა დაინფიცირდეს. ინფექცია ხშირად აზიანებს ნაყოფის თვალებს. გოგონები ხშირად თანდაყოლილი ქლამიდიოზით იბადებიან.
ქლამიდიოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. დაავადება ზოგჯერ კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ კი სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი ყურადღებას არც კი აქცევს. ზოგჯერ ქლამიდიოზის კლინიკური სიმპტომატიკა 10-14 დღეში თავისთავად ქრება, მაგრამ ეს მოჩვენებითი განკურნებაა. სინამდვილეში დაავადება გადადის ქრონიკულ სტადიაში და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს. როგორც მამაკაცებისთვის, ისევე ქალებისთვის ინფექციის განვითარების უკანასკნელ წერტილს წარმოადგენს უნაყოფობა, ხოლო თუ მაინც მოხერხდა დაორსულება, სპონტანური აბორტის ალბათობა დიდია.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ მიკროსკოპიულ, სეროლოგიურ მეთოდებს, დნმ-მეთოდს, იმუნოფერმენტულ ანალიზს, ქლამიდიების გამოყოფას უჯრედების კულტურაში, პოლიმერულ ჯაჭვურ რეაქციას.
რაც შეეხება მკურნალობას, დეტალურად ამ თემას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე ინტერვიუდან "ქლამიდიოზი", გადადით ბმულზე
http://mkurnali.ambebi.ge/daavadebebi-mkurnaloba/infeqciuri/1486-2009-08-27-21-01-37.html?start=1
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად