ძალიან მცვივა თმები და უკვე საგრძნობლად დამითხელდ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-12-2012

-გამარჯობათ, ძალიან მცვივა თმები და უკვე საგრძნობლად დამითხელდა, მირჩიეს კვერცხის გულში შერეული ზეითუნის ზეთისა და გლიცერინის თმებში შეზელვა, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

პასუხი
-ზეითუნის ზეთი სასარგებლოა თავის კანისათვის, მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს თმის ცვენის პრობლემის მოგვარებას. წყლის ორთქლზე შემთბარ ზეთს შეიძლება დაემატოს ნატურალური კომპონენტები, მაგ; თაფლი, კვერცხი.
მაგრამ ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში თმის ცვენის მიზეზი დაადგინოთ. გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად და სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები. რეკომენდებულია თუთიის შემცველი მიკროელემენტების მიღება. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს - ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად