ფარისებრი ჯირკვალი მაქვს ამოკვეთილი,რადიოიოდით ვი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-12-2012

- ფარისებრი ჯირკვალი მაქვს ამოკვეთილი,რადიოიოდით ვიმკურნალე!! 3 წელი არ ეიძლება დაფეხმძიმება. 1 თვის გათხოვილი ვარ, მირჩიეთ რამე უსაფრთხო, არაჰორმონალური კონტრაცეფცია!! მაგალითად მე წავიკითხე ვაგინალური სანთლები არის კარგიო....ძალიან გთხოვთ მითხარით არა + და - აქვს და ჩემ შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია!! მადლობთ

პასუხი
-ჩასახვის საწინაარმდეგო ვაგინალური სანთლების შემადგენლობაში არსებული ნივთიერება შლის სპერმატოზოიდის მემბრანას და ამით ხელს უშლის კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. ქიმიური კონტრაცეპტივები არ გვაძლევენ ორსულობისგან 100%-იანი თავდაცვის გარანტიას. ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლების გამოყენებისას არასასურველი ორსულობა შეიძლება დადგეს 20 % შემთხვევაში. ეს ხდება პრეპარატის არასწორად გამოყენებისა და შენახვის პირობებში. ეფექტურობის ერთერთ პირობას წარმაოდგენს ინსტრუქციის დაცვა და სწორი გამოყენება.
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლებს აქვს ორმაგი მოქმედება. ერთის მხრივ მათ აქვთ ანტისეპტიკური ეფექტი და მოქმედებს არა მარტო სპერმატოზოიდებზე, არამედ ვირუსებსა და ბაქტერიებზე, მეორეს მხრივ ბაქტერიებზე ზემოქმედებით იგი მოქმედებს საშოს ბუნებრივ ფლორაზე. ამიტომ მისმა რეგულარულმა და ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს საშოს დისბაქტერიოზი, ამასთან შეიძლება გამოიწვიოს საშოს ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციების სახით, გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში ქავილი და ა.შ. არ არის რეკომენდებული ჩასახვისსაწინააღმდეგო სანთლების გამოყენება შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე ვაგინალური თერაპიის დროს.
ამ სახის კონტრაცეპცია გამოიყენება იშვიათი სქესობრივი კონტაქტების დროს.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად