მაწუხებს სახსრების საშინელი ტკივილი ამინდის მიხედვ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

07-12-2012

-მაწუხებს სახსრების საშინელი ტკივილი ამინდის მიხედვით .რა შეიძლება გავაკეთო ტკივილისს გასაყუჩებლად სახლის პირობებში ?

პასუხი
-სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. თქვენი ჩივილი მეტეოპათიკური დისკომფორტია, ერთგვარი ართროპათია. რაც არ ნიშნავს იმას, რომ უთუოდ რომელიმე ქრონიკული დაავადების გამწვავებასთან გვაქვს საქმე.
ადამიანები იბადებიან მოკლე ან გრძელი იოგებით, გრძელი იოგოვანი აპარატის მქონე ადამიანები ( ჰიპერმობილური სახსრის მქონე პირებს ვუწოდებთ) -განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მეტეოცვალებადობის მიმართ. ჩიტების მსგავსად, რომლებიც ტენიან, ღრუბლიან ამინდში მძიმედ, მიწის ახლოს ფრენენ, მაშინ როცა მზიან ამინდში, მოწმენდილ ცაზე, ბევრად უფრო მაღლა დანავარდობენ. სწორედ შემაერთებელქსოვილოვანი მასის, ჰიპერმობილური სახსრების ასეთი რეაგირება გარემოს ტემპერატურასა თუ ტენიანობაზე განაპირობებს ადამიანთა სხვადასხვაგვარ სუბიექტურ შეგრძნებებს. ზოგიერთი მათგანი ბარომეტრივითაა - ამინდის ცვლილებას, წვიმის მოსვლასა და სხვა მოვლენების პროგნოზირებასაც კი ახდენს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზაფხულზე მათ სახსრებში, საზოგადოდ, ორგანიზმში მორფოლოგიური, ორგანული ცვლილებები ვითარდება. როცა ჰიპერმობილური სახსრის მქონე პირები ვარჯიშობენ, აქტიურები და მოძრავები არიან, მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, სპორტს, არ აქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა, გაკაჟებულები არიამ - ცხადია, იოლადაც ახერხებენ ადაპტაციას მეტეოფაქტორების ცვალებადობის მიმართ და დისკომფორტი არ ექ,ნებათ. საჭიროა ორგანიზმის გაკაჟება, ამისთვის ძალიან კარგია ცურვა. მეტი დრო დაუთმეთ ფეხით სიარულსა და ზომიერ დატვირთვას, ყოველდღიურად ივარჯიშს- რა თქმა უნდა, ზომიერად. არ შეიძლება გადაძაბვა, გადატვირთვა. ზომიერება ყველგან საჭიროა, მათ შორის - ვარჯიშშიც.
თუმცა, არ იქნება ურიგო თუ ამ პრობლემით რევმატოლოგს მიმართავთ ართრიტის - სახსრის ანთებითი დაავადება გამორიცხვის მიზნით.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად